ქუთაისის "ტორპედომ" "ვიკინგური" ფარერების კუნძულებზეც გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ფარერების კუნძულებზე ევროპა ლიგის საპასუხო მატჩი გოტას "ვიკინგურსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის, იმერელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

მატჩის დასაწყისშივე ვიკინგებმა აქტიურად დაიწყეს შეტევა, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, თუმცა ამას საბოლოოდ შედეგი არ მოჰყოლია.

"ტორპედომ" მალევე შეძლო თამაშზე კონტროლის დაწესება, მე-10 წუთზე მილოშ ლაჩნიმ ძლიერი დარტყმით ანგარიში 1:0 გახადა.

24-ე წუთზე კი მათე ცინცაძემ კუთხური მოაწოდა, რასაც თავით მამუკა კობახიძე დაუხვდა და კარებში გადაგზავნა, მიუხედავად იმისა, რომ "ვიკინგურის" მცველმა ბურთი კარიდან გამოიტანა, მას კარის ხაზი გადაკვეთილი ჰქონდა და მსაჯმა გოლი ჩათვალა.

პირველი ტაიმის
დარჩენილ დროში შეხვედრა დაბალ ტემპში წარიმართა და განსაკუთრებული მომენტები არც ერთ გუნდს არ ჰქონია.

მეორე ტაიმში ვიკინგები გააქტიურდნენ, მათ 51-ე წუთზე გოლის გატანაც შეძლეს, თუმცა მანამდე გრეგერსენი როინ კვასხვაძესთან დაჯარიმდა და გოლი არ ჩაითვალა. მიუხედავად ამისა ფარერელები არ გაჩერებულან, ხშირად ისინი მიზნის მისაღწევად ზედმატედაც უხეშობდნენ.

თუ "ვიკინგურს" არაფერი არ გამოსდიოდა, "ტორპედოსთვის" ყველაფერი კარგად მიდიოდა. 59-ე წუთზე ქუთაისელებმა ბურთი აუტიდან მოაწოდეს, მარეკ ჰლინკამ საჯარიმოში ჩააგოდა და ალექსანდრ აზაცკიმ გოლად გარდასახა.

"ტორპედო" ამაზე არ შეჩერებულა, 81-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს, მათე ცინცაძემ კარგი გადაცემა გაუკეთა თორნიკე კაპანაძეს და მან ანგარიში 4:0 გახადა.

შეგახსენებთ პირველი შეხვედრა ქუთაისში 3:0 დამთავრდა და ორი შეხვედრის ჯამში იმერლებმა 7:0 მოიგეს. "ტორპედოს" მეტოქე ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე ალბანური "კუკეში" იქნება. 

შემადგენლობები


ვიკინგური: რასმუსენი, ჯორჯევიჩი, გრეგერსენი, იაკობსენი, ლავალი, ლერვიგი, ლოკინი, ოლსენი (ნიებლასი 70'), სტრომსტენი, გ. ვატნჰამარი (კაშკავალი 69'), ს. ვატნჰამარი (ჰანსენი 70')

ტორპედო: კვასხვაძე, აზაცკი, დოლიძე (ჭიჭინაძე 75'), გეგეჭკორი, გიგაური (კუხიანიძე 45'), ჰლინკა, ხურცილავა, ქიმაძე, კობახიძე, ლაჩნი (კაპანაძე 61'), ცინცაძე

altკახა ჩხეტიანი: ბიჭები საქმეს სერიოზულად მოეკიდნენ და შედეგიც სახეზეა

alt"ჩიხურამ" "მარიბორი" ვერ გატეხა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა

მკითხველის კომენტარები / 13 /
ვულოცავ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს. ტორპედოს ვალია გავიდეს ჯგუფურ ეტაპზე. ამ თამაშებმა გუნდს ძალების რწმენა უნდა შესძინოს, მაგრამ თავდაჯერებულობაში არ უნდა გადაიზარდოს.
გულშემატკივარი
00:33 03-08-2018
2
მეხანძრეს მოუგე თუ მეთევზეს, სარეიტინგო ქულებზე აისახება, მადლობა იმერეთს!
Irakli Apkhaidze
09:59 03-08-2018
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული