სარეიტინგო ქულები და ფინანსები - "ტორპედოს" ევროთასებზე 2 მლნ ლარზე მეტი ერგო

AutoSharing Option
2 აგვისტოს ქართული კლუბების მონაწილეობით ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართა.

სამწუხაროდ, ტურნირს გამოეთიშა საჩხერის "ჩიხურა", რომელიც სტუმრად "მარიბორთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

სამაგიეროდ, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა ქუთაისის "ტორპედო", რომელმაც სტუმრად ფარერების "ვიკინგურს" ანგარიშით 4:0 სძლია.

პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ჩვენ ქართული კლუბების სარეიტინგო ქულებისა და ფინანსური შემოსავლის შესახებ სტატია მოგიმზადეთ.

altფინანსები და ქულები - რამდენი მლნ ევრო გამოიმუშავეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე

ახლა უკვე შეგვიძლია მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შედეგებიც მივამატოთ.

როგორც იცით, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ საქართველოს ევროთასებზე

ორი კლუბი: საჩხერის "ჩიხურა" და ქუთაისის "ტორპედო" შემორჩა.

"ჩიხურამ" პირველ ეტაპზე ებრაულ "ბეითარს" სძლია და 0.375 სარეიტინგო ქულა მოიპოვა. "მარიბორთან" საშინაო ფრის გამო საჩხერელებმა 0.125 ქულა მიიღეს, ხოლო წაგებისთვის ქულები არ იწერება.

შესაბამისად, "ჩიხურამ", საერთო ჯამში, უეფას კოეფიციენტების ცხრილში საქართველოს 0.5 ქულა მოუტანა. ამასთან ერთად, "ჩიხურას" ნახევარი მლნ ევროც ერგო. შესაძლოა, ამ თანხას კიდევ დაემატოს სოლიდარობის თანხები, თუმცა რამდენი, ჯერჯერობით უცნობია.

ქუთაისის "ტორპედოს" კი უეფას ფორმატის ცვლილებამ სულზე მოუსწრო. ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მათ "შერიფი" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხეს და 0.25 ქულა მიიღეს, შემდეგ კი სტუმრად 0:3 დამარცხდნენ, ტურნირს გამოეთიშნენ და ევროპა ლიგაზე გადაერთნენ.

ქუთაისელებმა ორივე მატჩის ჯამში ფარერების "ვიკინგური" ანგარიშით 7:0 დაამარცხეს - შინ 3:0 და სტუმრად 4:0. ორი მოგებისთვის მათ 0.5 ქულა მიიღეს. საერთო ჯამში, "ტორპედომ" უკვე 0.75 სარეიტინგო ქულა მოიპოვა, რაც ნამდვილად კარგი შედეგია.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, "ტორპედოს" უკვე გამომუშავებული ჰქონდა 540 000 ევრო, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის კი ისინი დამატებით 280 000 ევროს მიიღებენ. შესაბამისად, კლუბს ხაზინაში, შეიძლება ითქვას, უკვე გარენტირებული 820 000 ევრო, ანუ დაახლოებით 2 330 000 ლარი აქვს.

ქართული კლუბების მიერ მოპოვებული სარეიტინგო ქულები ევროთასებზე ასე გამოიყურება:


  • "ტორპედო" - 0.75 ქულა
  • "ჩიხურა" - 0.5
  • "დინამო" - 0.125
  • "სამტრედია" - 0

საერთო ჯამში, ამ დროისთვის საქართველოს 1.375 სარეიტინგო ქულა აქვს, რაც წინა სეზონს, რა თქმა უნდა, ბევრად აღემატება. შარშან მხოლოდ 0.125 ქულა გვქონდა, ისიც "ჩიხურამ" მოიპოვა.

მიმდინარე რეიტინგით, საქართველო უეფას ქვეყნების რეიტინგში კოეფიციენტების მიხედვით 45-ე ადგილიდან 46-ადგილზე ჩამოქვეითდა და ბოლო 5 წლის მიხედვით, ჯამში 4.5 ქულა აქვს.

აღსანიშნავია, რომ რაც უნდა მოხდეს, 48-ე ადგილის ქვემოთ ვეღარ დავეშვებით, ხოლო შანსი გვაქვს, წინ წავიწიოთ. ყველაფერი "ტორპედოზეა" დამოკიდებული, რომელიც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს "კუკეშთან" გამართავს.

altუეფა და ფინანსები - რამდენს მიიღებენ ქართული კლუბები ევროთასებზე

alt"ჩიხურამ" "მარიბორი" ვერ გატეხა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა [VIDEO]

altქუთაისის "ტორპედომ" "ვიკინგური" ფარერების კუნძულებზეც გაანადგურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
მართებთ ქუთაისელებს კარგი სატრანსფერო პოლიტიკა. სად არის ადგილობრივი რეზერვი? როგორ მახსოვს ადგილობრივი კადრებით "ტორპედო" საკავშირო პირველი ლიგის ერთ-ერთი ლიდერი იყო: ბურკაძე, კვერნაძეები, ხერხაძე, გაბიჩვაძე, ფესტვენიძე, ჭოხონელიძე, კუტივაძე, მეგრელაძე, ჩქარეული. თითქმის ყველა ადგილობრივი კადრი იყო. უკვე არაფერს ვამბობ ძოძუაშვილზე, ნოდიებზე, კოსტავაზე, სვანიძეზე, სულაქველიძესა და შენგელიაზე. აღარ არიან კარლო ხურციძის დარი მწვრთნელები!
მერაბი
14:07 03-08-2018
1
არადა დინამო,დილა და ზესტა რომ პლეიოფებს თამაშობდნენ მაგ წლებში საკმაოდ წავიწიეთ წინ.იმის მაგივრად რომ ტემპი შეგვენარჩუნებინა სადღაც ჯანდაბაში ჩავიკარგეთ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით!!!
gulshematkivari
13:22 03-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული