უეფა და ფინანსები - რამდენს მიიღებენ ქართული კლუბები ევროთასებზე

AutoSharing Option
უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა 2018/19 წლების ევროთასების სეზონის შემოსავლების კლუბებზე გადანაწილების დეტალური სისტემა გამოაქვეყნა.

თავდაპირველად დავიწყოთ იმ ინფორმაციით, თუ რამდენის მიღებას შეძლებენ უეფასგან ქართული კლუბები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოდან ოთხივე კლუბი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპით იწყებს ასპარეზობას.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს ქუთაისის "ტორპედო" დაიწყებს.

ხოლო ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპში თბილისის "დინამო", საჩხერის "ჩიხურა" და "სამტრედია" ჩაერთვებიან.

alt"კოპენჰაგენი"

და "სელტიკი" იგეშებიან - ვინ შეიძლება შეხვდეს ქართულ კლუბებს ევროთასებზე?


უეფას საკლუბო ტურნირებში მონაწილეობისა და სოლიდარობისთვის განკუთვნილი თანხები
გადანაწილების ახალი სისტემის მიხედვით, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის კვალიფიკაციის მონაწილეებისთვის გადასახდელი თანხა საერთო შემოსავლის 3 პროცენტს და დამატებით ჩემპიონთა ლიგის კლუბების ფონდიდან 10 მლნ ევროს შეადგენს.

მოსალოდნელია, რომ საერთო შემოსავალი 3.25 მლრდ ევროს მიაღწევს. შესაბამისად, ამ თანხის 3 პროცენტი 107.5 მლნ ევროს შეადგენს.

ჩემპიონთა ლიგა: ჩემპიონების და ლიგის წარმომადგენელთა გზა
თითოეული ქვეყნის ჩემპიონი, რომელიც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდება, საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის კუთვნილი თანხის გარდა, დამატებით 260 ათას ევროს მიიღებს.

ჩემპიონთა ლიგის მონაწილეები, რომლებიც პლეი-ოფამდე ვერ გავლენ, მიიღებენ:

  • წინასწარ რაუნდში მონაწილეობისთვის - 230 000 ევრო
  • პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობისთვის - 280 000
  • მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობისთვის - 380 000
  • მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობისთვის - 480 000 (ამ თანხას მხოლოდ ჩემპიონთა გზის წარმომადგენლები მიიღებენ, რადგან ლიგის წარმომადგენელთა გზის კლუბები, რომლებიც ამ ეტაპზე გამოვარდებიან, ავტომატურად ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ხვდებიან და ამ ტურნირის საპრიზო თანხებს მიიღებენ)
  • პლეი-ოფისთვის სოლიდარობის თანხები გათვალისწინებული არაა, რადგან კლუბები ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობისთვის იღებენ საპრიზო თანხებს.

ევროპა ლიგა: ჩემპიონების და ლიგის წარმომადგენელთა გზა:

  • წინასწარ რაუნდში მონაწილეობისთვის - 220 000 ევრო
  • პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობისთვის - 240 000
  • მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობისთვის - 260 000
  • მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში მონაწილეობისთვის - 280 000
  • პლეი-ოფში მონაწილეობისთვის - 300 000 (მხოლოდ გავარდნილ კლუბებს). გამარჯვებულებისთვის სოლიდარობის თანხები გათვალისწინებული არაა, მაგრამ ისინი მიიღებენ თანხებს შესარჩევ რაუნდებში მონაწილეობისთვის, თუ ასპარეზობა კვალიფიკაციის ადრეულ ეტაპებზე დაიწყეს.

თანხები კლუბებისთვის, რომლებიც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპებზე ვერ მოხვდნენ
კლუბები, რომლებიც ევროთასების ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდნენ, კუთვნილ თანხებს ეროვნული ასოციაციის ან ლიგის მეშვეობით მიიღებენ. ეს კლუბები ორივე ტურნირის შემოსავლის 4 პროცენტს გაინაწილებენ.

მოსალოდნელია, რომ ეროვნული ასოციაციები და ლიგები 130 მლნ ევროს მიიღებენ, რომლებიც კლუბებზე გადანაწილდება.

როგორც ხედავთ, ყველა ქართულ კლუბს უკვე აქვს გარანტირებული თანხა.

ყველა საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემთხვევაში ნებისმიერი ქართული კლუბი მილიონ ევროზე მეტს მიიღებს, ხოლო მინიმუმ, 220 000 ევროს მიიღებს.

ჯგუფურ ეტაპზე კი, რა თქმა უნდა, ბევრად დიდი თანხებია.

* * *

უეფა ვარაუდობს, რომ ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონიდან, ასევე, ევროპა ლიგისა და უეფას სუპერთასიდან 3.25 მლრდ ევროს შემოსავალს მიიღებს.

ამ თანხიდან საორგანიზაციო ხარჯებზე, რომლებიც ტურნირების ჩატარებასთან არის დაკავშირებული, 295 მლნ ევრო გამოიყოფა, ხოლო 7% (225 მლნ) სოლიდარობის თანხები იქნება. დარჩენილი 2.73 მილიარდიდან 6.5% ევროპული ფეხბურთისთვის დარეზერვდება და უეფაში შეინახება, დანარჩენი 93.5% კი კლუბებზე გადანაწილდება, რომლებიც ტურნირებზე მონაწილეობენ.

ევროთასების კლუბები 2018/19 წლების სეზონში 2.55 მლრ ევროს მიიღებენ. აქედან 2.04 მილიარდს ჩემპიონთა ლიგისა და უეფას სუპერთასის მონაწილეები  მიიღებენ, დარჩენილი 510 მლნ კი ევროპა ლიგის კლუბებს გადაეცემა.

გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის საერთო წილიდან შემდეგი თანხები გაიცემა:

  • 50 მლნ ევრო ევროპა ლიგის კლუბების საერთო წილში ჩაიდება
  • 10 მლნ ევრო სუბსიდიების სახით კლუბები სოლიდარობის თანხად მიიღებენ, რომლებიც 2018/19 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ მოხვდებიან.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის მონაწილეებისთვის განკუთვნილი თანხები
პლეი-ოფის მონაწილე კლუბებზე 30 მლნ ევრო გადანაწილდება. ნებისმიერი გავარდნილი გუნდი ფიქსირებულ 5 მლნ ევროს მიიღებს. გამარჯვებულებისთვის თანხები არ არის გათვალისწინებული, რადგან ისინი ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობისთვის მიიღებენ თანხებს.

ჩემპიონთა ლიგის კლუბებისთვის განკუთვნილი თანხები (ჯგუფური ეტაპიდან ფინალამდე),
მოსალოდნელი თანხა (1.95 მლრდ).

კლუბებისთვის განკუთვნილი თანხები 4 კატეგორიად იყოფა:

  • 25% - პირველადი გადახდები (488 მლნ)
  • 30% - ფიქსირებული გადახდები შედეგებისთვის (585 მლნ)
  • 30% - ბოლო 10 წელი გუნდის გამოსვლით მოპოვებული რეიტინგის მიხედვით გადახდები (585 მლნ)
  • 15% - მარკეტინგული ბაზრის წილის გათვალისწინებით გადახდები (292 მლნ)


პირველადი გადახდები (488 მლნ)
32-ვე კლუბისთვის განკუთვნილი თანხა 15.25 მლნ ევროს შეადგენს.

ფიქსირებული გადახდები შედეგებისთვის (585 მლნ)
ბონუსი ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გამარჯვებისთვის 2.7 მლნ ევრო იქნება, ფრე - 0.9 მლნ. გამოყენებული სახსრები დაჯამდება და ჯგუფური ეტაპის მონაწილეებზე მოგების რაოდენიბიდან გამომდინარე, პროპორციულად გადანაწილდება.

პლეი-ოფის მონაწილეებისთვის განკუთვნილი თანხები:

  • 1/8-ფინალში გასვლა: 9.5 მლნ
  • 1/4-ფინალში გასვლა: 10.5 მლნ
  • 1/2-ფინალში გასვლა: 12 მლნ
  • ფინალში გასვლა: 15 მლნ
  • ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული დამატებით 4 მლნ ევროს მიიღებს
  • უეფას სუპერთასის მონაწილეები დამატებით 3.5 მლნ ევროს მიიღებენ, ხოლო გამარჯვებული - კიდევ 1 მლნ ევროს.

გადახდები რეიტინგის მიხედვით (585 მლნ)
ახალი რეიტინგი მომზადებულია ბოლო 10 წლის განმავლობაში გუნდების გამოსვლის საფუძველზე.

585 მლნ ევრო დანაწევრებულია "წილ კოეფიციენტებზე", თითო წილი - 1.108 მლნ ევროა. კლუბი ყველაზე დაბალი პოზიციით რეიტინგში ერთ წილს (1.108 მლნ) მიიღებს. შემდეგი პოზიცია ორი წილი და ა.შ. კლუბი ყველაზე მაღალი პოზიციით 32 წლის მიიღებს (35,46 მლნ).

მარკეტინგული გადახდები (292 მლნ)

ეს თანხები იმისდა მიხედვით გადანაწილდება, თუ სატელევიზიო ბაზრის როგორი წონა აქვს ასოციაციას, რომელსაც ემატება ადგილობრივ ჩემპიონატში მოპოვებული ადგილი, ტელევიზიებთან დადებული კონტრაქტები და ასევე, სხვა ბევრი ფაქტორი.

ევროპა ლიგის მონაწილეებისთვის განკუთვნილი თანხები (ჯგუფური ეტაპიდან ფინალამდე),
მოსალოდნელი თანხა (560 მლნ)

კლუბებისთვის განკუთვნილი თანხები 4 კატეგორიად იყოფა:

  • 25% - პირველადი გადახდები (140 მლნ)
  • 30% - ფიქსირებული გადახდები შედეგებისთვის (168 მლნ)
  • 15% - რეიტინგის მიხედვით გადახდები (84 მლნ)
  • 30% - მარკეტინგული წილის მიხედვით გადახდები (168 მლნ)

პირველადი გადახდები (140 მლნ)
48-ვე კლუბი ჯგუფურ ეტაპზე 2.62 მლნ ევროს მიიღებს.

ფიქსირებული გადახდები შედეგებისთვის (168 მლნ)
ჯგუფურ ეტაპზე მოგებისთვის კლუბი 570 ათას ევროს მიიღებს, ფრისთვის - 190 ათას ევროს.
გამოუყენებელი სახსრები გადანაწილდება ჯგუფის მონაწილეებზე პროპორციულად, მოგების რაოდენობის მიხედვით.

ჯგუფის გამარჯვებული 1 მლნ ევროს მიიღებს, მეორეადგილოსანი - 500 ათას ევროს.

პლეი-ოფის თანხები:
  • 1/16-ფინალში გასვლა: 0.5 მლნ ევრო
  • 1/8-ფინალში გასვლა: 1.1 მლნ
  • 1/4-ფინალში გასვლა: 1.5 მლნ
  • 1/2-ფინალში გასვლა: 2.4 მლნ
  • ფინალში გასვლა: 4.5 მლნ
  • გამარჯვებული 4 მლნ ევროს მიიღებს

უეფას სუპერთასის მონაწილეები დამატებით 3.5 მლნ ევროს მიიღებენ, ხოლო გამარჯვებული - კიდევ 1 მლნ ევროს.

რეიტინგის მიხედვით გადახდები (84 მლნ)
ევროპა ლიგის შემთხვევაში ერთი წილი 71 430 ევროს შეადგენს. ყველაზე მაღალი პოზიციის მქონე კლუბი რეიტინგში 48 წილს (3.42 მლნ) მიიღებს.


მარკეტინგული წილის მიხედვით გადახდები კი, ძირითადად, იმავე პრინციპით ნაწილდება, როგორც ჩემპიონთა ლიგაში, ოღონდ სხვადასხვანაირი პროცენტული განაწილებით.
მკითხველის კომენტარები / 7 /
აი ბატონი კორუფციაც, მე შენ გაძლევ ფულს, შენ კი ის თამაში ითამაშე რომელიც მე მაწყობს.
0
და ვინ იხდის ამ თანხებს? და რატომ უხდიან დაბალი დონის გუნდებს? ძაან კარგადაც ვიცი რატომ უხდიან, საჭირო დროს საჭირო თამაშის გაკეთებისთვის, არ დაიწყოთ ეხლა მითქმა მოთქმა, არ გახსოვთ ( რომელი ერთი ჩამოგითვალოთ) ყარაბახი- ატლეტიკო არ კმარა? როცა ატლეტიკო ჯგუფში ჩარჩა?
0

სიახლეები პოპულარული