საბოლოოდ, ქუთაისელებმა 5:2 მოიგეს და აღსანიშნავია, რომ ევროთასებზე "ტორპედოს" ანგარიშით 5:2 ადრეც მოუგია და 5 გოლზე მეტიც გაუტანია.
Sportall.ge ამ სტატიაში იმ შეხვედრების შესახებ გესაუბრებათ, სადაც ქართულმა კლუბებმა ევროსარბიელის მატჩებში 5 და მეტი ბურთი გაიტანეს.
დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით. 1997/98 წლების სეზონში "დინამო თბილისმა" საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიის "კრუისეიდერსს" 5:1 მოუგო, გასვლით მატჩში კი 3:1 იმარჯვა.
2002/03 წლების სეზონში ქუთაისის "ტორპედომ" ფარერების "ტორსჰავენი" საკუთარ მოედანზე 5:2 დაამარცხა.
2013/14 წლების სეზონში "დინამო თბილისმა" ფარერების "სტრეიმურს" საკუთარ მოედანზე 6:1 სძლია.
დინამო-სტრეიმური 6:1 - მშვენიერი დაბრუნება [VIDEO]
გადავიდეთ უეფას თასსა და ევროპის ლიგაზე.
1996 წელს ბათუმის "დინამომ" ფარერების "ჰავნარს" 6 უპასუხო გოლი გაუტანა.
2009/10 წლების სეზონში საშინაო მატჩში "ზესტაფონმა" ჩრდილოეთ ირლანდიის "ლისბურნ დისტილერი" 6:0 დაამარცხა.
ქართულმა კლუბმა მეტოქე არც გასვლაზე დაინდო და 5 უპასუხო ბურთი გაუტანა.
იმავე "ზესტაფონმა" 2010/11 წლების სეზონში სან-მარინოს "ფაეტანოს" 5:0 მოუგო.
2011/12 წლების სეზონში "დინამო თბილისმა" უელსის "ლანელს" 5:0 სძლია.
"დინამოსთან" "ლანელის" შანსი არ ჰქონდა და არც უნდა ჰქონოდა - 5:0 (+VIDEO)
2012/13 წლებში რუსთავის "მეტალურგმა" ალბანეთის "ტეუტა" 6:1 გაანადგურა.
მეტალურგი-ტეუტა 6:1 (პირველი მატჩი 3:0) - აბა, ახლა "პლზენი" გამოუშვით!
რაც შეეხება ინტერტოტოს თასს, რომელიც 2008 წლის შემდეგ აღარ ტარდება, აქ ქუთაისის "ტორპედომ" სომხეთის "ერებუნს" 1998 წელს 6:0 მოუგო.
"კუკეშის" ფანები "ბარსელონა"-პსჟ-ის შეხვედრას იხსენებენ და შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი აქვთ
"კუკეშის" თავკაცი: ჩვენ მოვიგებთ 5:0-ს ან 6:0-ს, რა თქმა უნდა, ვხუმრობ
კახა ჩხეტიანი: იყო შესაძლებლობა გოლი არ გაგვეშვა და კიდევ გაგვეტანა
ლამაზად, ტექნიკურად, დამაჯერებლად - "ტორპედომ" ჭირვეული "კუკეში" გაანადგურა [VIDEO]