დიდი ტრაგედია: ნუკრი რევიშვილს 9 წლის გოგონა გარდაეცვალა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "რუსთავის" ყოფილი მეკარის, ნუკრი რევიშვილის 9 წლის გოგონა გარდაიცვალა.

შემთხვევა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გოგონამ საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოკიდა ხელი, რა დროსაც მასზე დენი გადავიდა და დაიღუპა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

Sportall.ge მწუხარებას გამოთქვამს ნუკრი რევიშვილის შვილის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ღმერთმა ყველა აშოროს ასეთი საშინელება, ნუკრის კი ვისამძიმრებ და გაძლებას, სულიერ სიმტკიცეს ვუსურვებ
Fani
16 აგვისტო 2018 12:05
0
საშინელებაა.მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ უბედურებას.ღმერთმა გაძლება მოგცეს ნუკრი,მთელი სულით და გულით ვიზიარებ შენს მწუხარებას.ღმერთმა ნათელში დაუვანოს ადგილი,მის უმანკო სულს.
სოსო
16 აგვისტო 2018 11:54
0
ღმერთმა გამძლეობა მისცეს
დათო
16 აგვისტო 2018 11:53
0
გაანათლოს მისი ანგელოზი სული უფალმა ვიზიარებ ნუკრის ტრაგედიას.
zaza
16 აგვისტო 2018 11:50
0
Vიზიარებ ძალიან სამწუხაროა
Lasha19
16 აგვისტო 2018 11:49
0
ღმერთო რა საშინელებაა, არც კი ვიცი რა ვთქვა :((((((((((((((
შაკო
16 აგვისტო 2018 11:10
1
ძალიან სამწუხაროა...
მერაბი
16 აგვისტო 2018 11:08
0
ძალიან ვწუხვარ,ვიზიარებ...
status quo
16 აგვისტო 2018 10:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული