"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ვაი ასეთ გასვლას!

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "ტორპედო" სტუმრად "კუკეშთან" 0:2 დამარცხდა, მაგრამ რადგან პირველი შეხვედრა 5:2 ჰქონდა მოგებული, პირველად გავიდა ამ ტურნირის პლეი-ოფში.

თბილისში პირველ მატჩში წაგების შემდეგ ალბანეთში საპასუხო შეხვედრას დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, ელბასანის 12 342-იანი სტადიონი თითქმის ცარიელი იყო.

"ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პირველ მატჩთან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში გეგეჭკორის ნაცვლად ხურცილავა დააყენა და ზედმეტად შედეგზე გათვლილი დაცვითი სტრატეგია აირჩია, რამაც კინაღამ კატასტროფული შედეგი გამოიღო.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მაგრამ სტუმრები თავს ორგანიზებულად იცავდნენ. პირველი მომენტი ქუთაისელთა კართან
მე-16 წუთზე შეიქმნა, როდესაც რეჯინალდო ფლანგზე ხურცილავას გასცდა და მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი კარს ააცილა. დრო გადიოდა, ალბანელები სახიფათო შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ და უხეშობა დაიწყეს.

შემდეგ კი რეჯინალდო  ხურცილავას გაექცა, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა.

38-ე წუთზე ჰლინკამ თავურით გოლი კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, თუმცა იმ მომენტში ოფსაიდში ის კი არა მისი თანაგუნდელი აზაცკი იმყოფებოდა.

შესვენების შემდეგ "ტორპედომ" უფრო წინ აიწია, პირველი ტაიმისგან განსხვავებული თამაში წავიდა და ლანჩიმ თავურით ოდნავ ააცილა ბურთი კარს. მერე ისევ რეჯინალდო დატოვეს მცველებმა უმეთვალყურეოდ, მაგრამ საბედნიეროდ მან ვერ ივარგა და ბურთს კვასხვაძე დაეუფლა. 66-ე წუთზე ძარიასაც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ცინცაძემ შეუშალა ხელი და ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა ბურთი, ტრავმაც მიიღო და შეცვალეს.

აქედან მოყოლებული "ტორპედომ" ისევ უკან დაიხია, "კუკეში" კი ნელ ტემპში უტევდა. უტევდა და კიდევ ერთხელ იხეირა - რეჯინალდო შცვლაზე შესულ გიგაურთან ბურთზე თამაშისას წაიქცა, არბიტრმა კვლავ თერტმეტმეტრიანი დანიშნა და რეჯინალდომ ანგარიში 2:0 გახადა. შემდეგ მუსოლის ყუმბარისებრი დარტყმული ბურთი კვახსვაძე მოიგერია. მერე როინმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და თამაშიც დასრულდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს მიკერძოებული თუ არაობიექტური მსაჯობა, "ტორპედოს" კარში დანიშნული ორი პენალტი, რომელთაგან მეორე ძალიან საეჭვო იყო და მასპინძელთა კარში ორი გოლის (ჰლინკას და აზაცკის) არჩათვლა.

alt"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]

altროინ კვასხვაძის "სეივები" "კუკეშთან" საპასუხო მატჩში [VIDEO]

ელბასანი. "ელბასან არენა".
კუკეში - ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 რეჯინალდო (29, პენ), 2:0 რეჯინალდო (75, პენ)

კუკეში: მალოკუ, შამეტი, კორდეირო, რუმბულაკუ, მალიკი, ალა, ძარია (შკოდრა 68), მუსოლი (პლაკუ 83), ეტემი (გირბია 52), ჰარბა, რეჯინალდო

ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, კობახიძე, ქიმაძე (გეგეჭკორი 82), აზაცკი, მარინი, დოლიძე (კუტალია 62), კუხიანიძე, ჰლინკა (გიგაური 69), ცინცაძე, ლაჩნი


altარმანდო ცუნგუ: ამჯერადაც არ გაგვიმართლა

altკახა ჩხეტიანი: უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით

მკითხველის კომენტარები / 108 /
ცჰვენი პეხბურტი განავალსჰია სვაკაზე უარესი საყურებელია
leonsio
17 აგვისტო 2018 06:22
8
ვერ მოვისვენებ, სანამ არ დავწერ დღევანდელი "მსაჯობის" შესახებ. ვიცი, რომ საქართველოში ამ თამაშს თითქმის ვერავინ ვერ უყურა. მე დღეს არ ვისაუბრებ ფეხბურთის შესახებ. მოდით, ივნისი და ივლისი გავიხსენოთ. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი. ჩემს ქართველ ძმებთან ერთი-ორი კითხვა მაქვს. გახსოვთ საერთოდ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯები? ან ცუდი მსაჯები? ან კარგი მსაჯები? მათი სახელები ან გვარები თუ დაგამახსოვრდათ? რა თქმა უნდა არა. რატომ? იმიტომ, რომ მათზე აღარ იყო დამოკიდებული ფინალური გადაწყვეტილებების მიღება. გახსოვთ აი ისინი, ზევით, რომ იჯდნენ? მათი სახეებიც კი არ გვინახავს. აი სწორედ ისინი წყვეტდნენ თამაშის ბედს და სრულიად სამართლიანად და კანონზომიერად. მოდით, ახლა დღევანდელ მატჩს დავუბრუნდეთ. მთავარი მსაჯი და საერთოდ ყველა მსაჯი შვეიცარიიდან გახლდათ. ალან ბიერი, ალან ჰეინიგერი და მატიას სბრისა. ბატონო, ბიერი ამდენი შეცდომების დაშვება თუ დასაშვებია ერთ თამაშზე? მეორე პენალტის დანიშვნაზე ( ორ მეტრში იდექით) და მეორე გოლის არ ჩათვლაზე ( იქ ერთ მეტრში იდექით) ვამახვილებ ყურადღებას. ალბანეთის ტელევიზიამ სამჯერ გაიმეორა ჩვენი გატანილი მეორე გოლი. ჯერ ყურდღება ერთ მომენტზე გაამახვილეს, ( კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ჩვენიანს მხარში მოხვდა) იქ, რომ არაფერი გამოვიდა, შემდგომ უკვე როდესაც გოლი გავიტანეთ იმაზე მოხდა აქცენტირება, აქაც ვერაფერი დაინახეს და მესამედ ისევ გაიმეორეს ეს მომენტი. თურმე ჩვენ დაგვაჯარიმა ( ძალიან გაცეცხლებული ვარ). ჩვენ კარში დანიშნულ პენალტზე ჰო საერთოდ შემერყა გონება. არ მინდა დავიჯერო და არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, ვითომ მსაჯი წახალისებული იყო ან რაიმე მაგდაგვარი მაგრამ, მათი მოქმედები ამაზე მეტყველებს. აი რატომ არის საჭირო იქ ზევით, რომ სხედან. ჰო, არ დაგვამახსოვრდებოდა არც ავსტრიელი ვიორერი ( ფეინოორდი - დინამო (თბ) 2:0. ) და არც შვეიცარელი ბიერი? (კუკეში - ტორპედო (ქუთაისი) 2:0. )
P.S. დიდი მადლობა რედაქცის, რომ გვაძლევს აზრის დაფიქსირების საშუალებას.
TanoLife
17 აგვისტო 2018 02:35
0
"აუცილებლად უნდა აღინიშნოს მიკერძოებული თუ არაობიექტური მსაჯობა, "ტორპედოს" კარში დანიშნული ორი პენალტი, რომელთაგან მეორე ძალიან საეჭვო იყო და სტუმართა კარში ორი გოლის (ჰლინკას და აზაცკის) არჩათვლა".
რას ნიშნავს სტუმართა კარში ორო გოლის არჩათვლა?
zurab
17 აგვისტო 2018 13:21
1
მიკერძოებული კი არა კვახი, რომ გადაურჩით წაგებას მადლობა უნდა თქვათ, ლუდოგორეცი რომ ბურთს დაგახევენ ფაქტია
999
17 აგვისტო 2018 10:21
44
ან არ გინახავს მატჩი ან და კიდე ფლეშ-სკორეთი ადევნებდი თვალს! 2 არარსებული პენალტი და ორი არ ჩათვლილი გოლი იყო, მეტი რა გინდა? ჯერ იქნებ გადაავლო თვალი თამაშს და მერე ამოამთხვიო ბოღმა ეგ ჯობია
On
17 აგვისტო 2018 10:29
0
ეს "დაგახევენ" რა უბედურებაა?შენ არ გულშემატკივრობ ტორპედოს ევროპაზე?
ბექა
17 აგვისტო 2018 11:46
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული