კახა ჩხეტიანი: უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით

AutoSharing Option
ალბანურმა "პანორამამ" ევროპა ლიგაზე "კუკეშთან" ნამატჩევს ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელის კახა ჩხეტიანის კომენტარი გამოაქვეყნა.

პრესკონფერენციაზე ჩხეტიანმა თქვა, რომ დრამატული მატჩი იყო, მეორე გოლის გაშვების შემდეგ ეგონა გავარდებოდნენ და მეტოქემ თბილისში დაშვებული შეცდომები გამოასწორა.

"ბედნიერი ვარ, რომ შეხვედრა დასრულდა. უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით. "კუკეში" შექებას იმსახურებს. დღეს მათ ჩვენზე გაცილებით უკეთ ითამაშეს.

რაც შეხება გოლების გაშვებას, მოვლენების ასეთ განვითარებას არ გამოვრიცხავდით. მეორე გოლის გაშვების შემდეგ ტურნირიდან გავარდნის საფრთხის წინაშე აღმოვჩნდით, მაგრამ მოვახერხეთ პლეი-ოფში გასვლა.

ვამაყობ ჩემი გუნდით, რომელმაც მთელი საქართველო გაახარა.
მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ორი ქვეყანა პარალელურად მიიწევს წინ და მინდა ალბანელებს წარმატებები გისურვოთ. ეს ჩვენი საუკეთესო თამაში არ იყო, მოწინააღმდეგემ კი საუკეთესოდ იასპარეზა. ამიტომ მივიღეთ ასეთი შედეგი".

alt"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ვაი ასეთ გასვლას!

altარმანდო ცუნგუ: ამჯერადაც არ გაგვიმართლა

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩიხურა ამ ეტაპზე უკეთესი გუნდია ვიდრე ტორპედო,მიუხედავად იმისა ტორპედოს მეტი მაღალი ღირებულების ფეხბურთელი ყავს. ეს კი ჩიხურას მწვრთნელის პროფესიონალიზმის დამსახურებაა
იაგო
02:19 18-08-2018
0
აუ რად უნდა ამდენი დიპლომატიურობა ფაქტია გუშინ ტორპედო დაჩაგრეს და ამაზე პასუხი ვინმემ უნდა აგოს აუცილებლად. 2 მოგონილი პენალტი და 2 გაუქმებული გოლის შემდეგ ჩვენ ვითამაშეთ ცუდადო ხოო?
roma
13:29 17-08-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული