"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ვაი ასეთ გასვლას!

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "ტორპედო" სტუმრად "კუკეშთან" 0:2 დამარცხდა, მაგრამ რადგან პირველი შეხვედრა 5:2 ჰქონდა მოგებული, პირველად გავიდა ამ ტურნირის პლეი-ოფში.

თბილისში პირველ მატჩში წაგების შემდეგ ალბანეთში საპასუხო შეხვედრას დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, ელბასანის 12 342-იანი სტადიონი თითქმის ცარიელი იყო.

"ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პირველ მატჩთან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში გეგეჭკორის ნაცვლად ხურცილავა დააყენა და ზედმეტად შედეგზე გათვლილი დაცვითი სტრატეგია აირჩია, რამაც კინაღამ კატასტროფული შედეგი გამოიღო.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მაგრამ სტუმრები თავს ორგანიზებულად იცავდნენ. პირველი მომენტი ქუთაისელთა კართან
მე-16 წუთზე შეიქმნა, როდესაც რეჯინალდო ფლანგზე ხურცილავას გასცდა და მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი კარს ააცილა. დრო გადიოდა, ალბანელები სახიფათო შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ და უხეშობა დაიწყეს.

შემდეგ კი რეჯინალდო  ხურცილავას გაექცა, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა.

38-ე წუთზე ჰლინკამ თავურით გოლი კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, თუმცა იმ მომენტში ოფსაიდში ის კი არა მისი თანაგუნდელი აზაცკი იმყოფებოდა.

შესვენების შემდეგ "ტორპედომ" უფრო წინ აიწია, პირველი ტაიმისგან განსხვავებული თამაში წავიდა და ლანჩიმ თავურით ოდნავ ააცილა ბურთი კარს. მერე ისევ რეჯინალდო დატოვეს მცველებმა უმეთვალყურეოდ, მაგრამ საბედნიეროდ მან ვერ ივარგა და ბურთს კვასხვაძე დაეუფლა. 66-ე წუთზე ძარიასაც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ცინცაძემ შეუშალა ხელი და ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა ბურთი, ტრავმაც მიიღო და შეცვალეს.

აქედან მოყოლებული "ტორპედომ" ისევ უკან დაიხია, "კუკეში" კი ნელ ტემპში უტევდა. უტევდა და კიდევ ერთხელ იხეირა - რეჯინალდო შცვლაზე შესულ გიგაურთან ბურთზე თამაშისას წაიქცა, არბიტრმა კვლავ თერტმეტმეტრიანი დანიშნა და რეჯინალდომ ანგარიში 2:0 გახადა. შემდეგ მუსოლის ყუმბარისებრი დარტყმული ბურთი კვახსვაძე მოიგერია. მერე როინმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და თამაშიც დასრულდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს მიკერძოებული თუ არაობიექტური მსაჯობა, "ტორპედოს" კარში დანიშნული ორი პენალტი, რომელთაგან მეორე ძალიან საეჭვო იყო და მასპინძელთა კარში ორი გოლის (ჰლინკას და აზაცკის) არჩათვლა.

alt"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]

altროინ კვასხვაძის "სეივები" "კუკეშთან" საპასუხო მატჩში [VIDEO]

ელბასანი. "ელბასან არენა".
კუკეში - ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 რეჯინალდო (29, პენ), 2:0 რეჯინალდო (75, პენ)

კუკეში: მალოკუ, შამეტი, კორდეირო, რუმბულაკუ, მალიკი, ალა, ძარია (შკოდრა 68), მუსოლი (პლაკუ 83), ეტემი (გირბია 52), ჰარბა, რეჯინალდო

ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, კობახიძე, ქიმაძე (გეგეჭკორი 82), აზაცკი, მარინი, დოლიძე (კუტალია 62), კუხიანიძე, ჰლინკა (გიგაური 69), ცინცაძე, ლაჩნი


altარმანდო ცუნგუ: ამჯერადაც არ გაგვიმართლა

altკახა ჩხეტიანი: უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით

მკითხველის კომენტარები / 108 /
რატომ არ გიყვართ ტორპედო? არ შეიძლება ასეთი უსამართლობა. ჯერ სათაურით დავიწყოთ - არ ხარ კარგი და ქართველი ჟურნალისტი. მგონი შური უფრო ჩანს. ასეთი თამაშით დინამო რომ გასულიყო გააღმერთებდნენ. თუნდა ნებისმიერი თამაშების მერე ყოველთვის მშრალად იწერებოდა ტორპედოს წარმატებებზე. როგორი სუსტი გუნდებიც არ უნდა იყვნენ, თავიანთ ქვეყნებში წარმატებული გუნდები არიან. უბრალოდ სირცხვილია. კიდევ ერთხელ ვულოცავ ტორპედოს ფეხბურთელებს და ჩხეტიანს - მათ ისტორია დაწერეს.
ani
17 აგვისტო 2018 00:49
11
მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ტორპედოელს,რომ არ გატყდნენ ჩვენს მიერ გატანილი ორი ნაღდი გოლის არ ჩათვლისა და ორი გამოგონილი პენალტის დამიშვნის შემდეგ. არ დაბლოკოთ
გიოშა
17 აგვისტო 2018 00:40
3
გამიხარდა მაგრად რომ გავიდა ტორპედო, მაგრამ აი კარგი რა ეს რა თამაში ყო, ასეთი სუსტი კუკშეი თუ ასე გეთამაშება სხვა რას იზამს, თან არ მესმის ავტორისგან რა გინდათ, შეაქოს თუ რა ქნას? დარწმუნებული იმსაც გაუხარდა, მაგრამ ცუდად რომ ითამაშა ხომ ფაქტია? ტორპედოს ვენაცვალე, ისე საზ მაუ რა უნამუსოა აბა დინამო ყოლიფიყო ეგრევე აჩვენებდნენ ტამაშს
ika
17 აგვისტო 2018 00:22
22
სტატიის ავტორზე ნეგატიური კომენტარი გაგეპარათ და წაშალეთ არავინ ნახოსო???!!!

არადა რამდენმა მოასწრო პოზიტიურად შეფასება :):):):)
sormona
17 აგვისტო 2018 00:17
1
ვეთანხმები ჯურნალისტს. უღირსო თამაში. თავიდანვე დროს გაყვანა და მიდორზე კოტრიალი. არავაჟკაცური და სამარცხვინო მიდგომა. რა არის აქ საამაყო?
მოსკოველი
17 აგვისტო 2018 00:14
41
ორი ვარიანტი გქონდა სათაურის არჩევისას

ცუდი: ვაი ამნაირ მოგებას
კარგი: უმართლებს ძლიერებს

ცუდი რატომ აარჩიე ავტორო ამას ვერ ვხდები. ან ის რომ ტირპედო აქამდე მივიდა რატომ არ გგონია სიუპრიზად ვერ ვხდები...

დღეს აქ ვართ ამ დონეზე და სანამ ამას არ შევიგნებთ მანამდე არაფერი გვეშველება.
დავაფასოთ ის რაც გვაქვს და სწორი საწყისი წერტილიდან უნდა დავგეგმოთ განვითარება>

საბჭოთა დინამოს ნუღა მივტირივართ მასზე ნუ ვაკეთებს სწორებას და ქართულ ფეხბურთს მივხედოთ
გუშემატკივარი
17 აგვისტო 2018 00:14
2
დამსახურებულად გავიდნენ. და საიტ სათაური შეგეძლოთ ნორმალური და გუნდის მხარდამჭერი და გამამხნევებელი ყოფილიყო. მსაჯის ანგარიში იყო 2:0 და არა რეალური
მოსქუიტო
17 აგვისტო 2018 00:13
2
როგორი მსაჯობაც არ უნდა იყოს როცა კუკესს ეთამაშები და 5-2 გაქვს მოგებული მეორე თამაშში ბოლო წუთამდე ასეთი ფეხბურთი არ გეკადრება
dardela
16 აგვისტო 2018 23:43
26
რატო ეჩხუბებითთ ამ სტატიის ავტორს ვერ გავიგე როცა შესაქები იყო არ შეაქო და დაინანა საქებარი სიტყვები? ობიექტურად რომ წერს ჩვენც ასევე ობიექტური და სამართლიანი უნდა ვიყოთ, თორემ მსაჯის დედაც
shonzik
16 აგვისტო 2018 23:41
28
ტორპედოსტან ან ბიჭებთან და ან მწვრთნელტან რაუნდა ამ სტატიის ავტოს ვერაა იმენა.....მინიმუმ 1 პენალტი როიქნებიდა მოგონილი ეგ უეჭველი იყო მარა მთლად ესსე უნამუსობა არვიცი რა...2 მოგონილი ოენალტი არჩათვილი გოლი....3 ჯარიმა ქონდა ტორპედოს აგებულიდა აქედან 2 პენალტი იყო დადებული:)
avto
16 აგვისტო 2018 23:41
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული