"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ვაი ასეთ გასვლას!

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "ტორპედო" სტუმრად "კუკეშთან" 0:2 დამარცხდა, მაგრამ რადგან პირველი შეხვედრა 5:2 ჰქონდა მოგებული, პირველად გავიდა ამ ტურნირის პლეი-ოფში.

თბილისში პირველ მატჩში წაგების შემდეგ ალბანეთში საპასუხო შეხვედრას დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, ელბასანის 12 342-იანი სტადიონი თითქმის ცარიელი იყო.

"ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პირველ მატჩთან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში გეგეჭკორის ნაცვლად ხურცილავა დააყენა და ზედმეტად შედეგზე გათვლილი დაცვითი სტრატეგია აირჩია, რამაც კინაღამ კატასტროფული შედეგი გამოიღო.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მაგრამ სტუმრები თავს ორგანიზებულად იცავდნენ. პირველი მომენტი ქუთაისელთა კართან
მე-16 წუთზე შეიქმნა, როდესაც რეჯინალდო ფლანგზე ხურცილავას გასცდა და მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი კარს ააცილა. დრო გადიოდა, ალბანელები სახიფათო შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ და უხეშობა დაიწყეს.

შემდეგ კი რეჯინალდო  ხურცილავას გაექცა, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა.

38-ე წუთზე ჰლინკამ თავურით გოლი კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, თუმცა იმ მომენტში ოფსაიდში ის კი არა მისი თანაგუნდელი აზაცკი იმყოფებოდა.

შესვენების შემდეგ "ტორპედომ" უფრო წინ აიწია, პირველი ტაიმისგან განსხვავებული თამაში წავიდა და ლანჩიმ თავურით ოდნავ ააცილა ბურთი კარს. მერე ისევ რეჯინალდო დატოვეს მცველებმა უმეთვალყურეოდ, მაგრამ საბედნიეროდ მან ვერ ივარგა და ბურთს კვასხვაძე დაეუფლა. 66-ე წუთზე ძარიასაც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ცინცაძემ შეუშალა ხელი და ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა ბურთი, ტრავმაც მიიღო და შეცვალეს.

აქედან მოყოლებული "ტორპედომ" ისევ უკან დაიხია, "კუკეში" კი ნელ ტემპში უტევდა. უტევდა და კიდევ ერთხელ იხეირა - რეჯინალდო შცვლაზე შესულ გიგაურთან ბურთზე თამაშისას წაიქცა, არბიტრმა კვლავ თერტმეტმეტრიანი დანიშნა და რეჯინალდომ ანგარიში 2:0 გახადა. შემდეგ მუსოლის ყუმბარისებრი დარტყმული ბურთი კვახსვაძე მოიგერია. მერე როინმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და თამაშიც დასრულდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს მიკერძოებული თუ არაობიექტური მსაჯობა, "ტორპედოს" კარში დანიშნული ორი პენალტი, რომელთაგან მეორე ძალიან საეჭვო იყო და მასპინძელთა კარში ორი გოლის (ჰლინკას და აზაცკის) არჩათვლა.

alt"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]

altროინ კვასხვაძის "სეივები" "კუკეშთან" საპასუხო მატჩში [VIDEO]

ელბასანი. "ელბასან არენა".
კუკეში - ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 რეჯინალდო (29, პენ), 2:0 რეჯინალდო (75, პენ)

კუკეში: მალოკუ, შამეტი, კორდეირო, რუმბულაკუ, მალიკი, ალა, ძარია (შკოდრა 68), მუსოლი (პლაკუ 83), ეტემი (გირბია 52), ჰარბა, რეჯინალდო

ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, კობახიძე, ქიმაძე (გეგეჭკორი 82), აზაცკი, მარინი, დოლიძე (კუტალია 62), კუხიანიძე, ჰლინკა (გიგაური 69), ცინცაძე, ლაჩნი


altარმანდო ცუნგუ: ამჯერადაც არ გაგვიმართლა

altკახა ჩხეტიანი: უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით

მკითხველის კომენტარები / 108 /
მსჯაზე ვარესი ამ სტატიის ავტორმა გააკეთა ნამუსი არ გაქვს? არ გაგიხარდა? რა სათაური ეს ეგრე არ შეიძლება ბიძიკო
ბაღდათი
16 აგვისტო 2018 23:40
11
ასეთი სათაურის ? სირცხვილია
ნიკოლოზ
16 აგვისტო 2018 23:40
9
ხალხო ყველას გილოცავთ ქართულიგუნდი პლეოფშია ეს უკვე ისტორიაა აქ რა კომენტარებია ვერ გავიგე.
dato
16 აგვისტო 2018 23:39
9
ძაან მაგარია რომ პლეიოფში გავიდნენ, მაგრამ რა ცუდად ითამაშეს, მაგარია ულოცავ ტორპედოს, პროსტა რა აღტკინებულები ხართ, რა არის ძაან ცუდად ითამაშეს ტო და მსაჯის კიდე დასამცირებელი იყო !
berika
16 აგვისტო 2018 23:38
6
ხალხო ყველას გილოცავთ ქართულიგუნდი პლეოფშია ეს უკვე ისტორიაა აქ რა კომენტარებია ვერ გავიგე.
dato
16 აგვისტო 2018 23:36
10
მადლობა ბიჭებს ამ სიხარულისთვის და ყოჩაღ პირველი არხი და სტატიის ავტორს სათაურისთვის.
samtredia
16 აგვისტო 2018 23:31
3
ტორპედოს წინააღმდეგ იყო მთელი საფეხბურთო სამყარო.ორივე პენალტი მოგონილი იყო უნამუსოდ.ისე,კონტრშეტევაზე რომ გადასულიყო ტოროპედო,ეგებ 1 გოლი ჩაეთვალა მსაჯს,სხვას რას იზამდნენ ბიჭები,გილოცავთ...
status quo
16 აგვისტო 2018 23:29
7
სულით და გულით ვულოცავ ტორპედოს და მის ყველა ქომაგს! მიზანი ამართლებს საშუალებას! მთავარია, მიზანს მიაღწია გუნდმა. მომავალში მეტი გამოცდილება და მეტი მოტივაცია ექნებათ! იცოდეთ, ბევრია თქვენი გულშემატკივარი საქართველოში და არა მარტო ქუთაისში! სულ წარმატებებით გევლოთ, ბიჭებო, თქვენს სასახელოდ და ჩვენს გასახარად!!!
N (თბილისელი)
16 აგვისტო 2018 23:28
2
ეტყობა სხვა მოგიყვა დაარვიმას ჰქონდა ნანახი,ტორპედოს ორ გოლზე საერთოდ არაფერს წერ,ანრასათაურია ეგ?როვცა მართლა საჭიროა მაშინ ვაზელინობთ და ესაა სტატია??(((
euhh
16 აგვისტო 2018 23:27
8
უეფასაც მაგრად კიდია ქართული ფეხბურთი და ჩვენს ფედერაციასაც, თავმოყვარე და პასუხისმგებლიანი ფედერაციის წარმომადგენლები წესით უნდა ასაჩივრებდეს უეფაში ქართული კლუბების ასე დაჩაგვრას მსაჯების მიერ წლების განმავლობაში... მაგრამ როგორც ზემოთ დავწერე ყველას მაგრად კიდია ... :(
შოთიკო
16 აგვისტო 2018 23:26
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული