"ტორპედო" ევროპა ლიგის პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ვაი ასეთ გასვლას!

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "ტორპედო" სტუმრად "კუკეშთან" 0:2 დამარცხდა, მაგრამ რადგან პირველი შეხვედრა 5:2 ჰქონდა მოგებული, პირველად გავიდა ამ ტურნირის პლეი-ოფში.

თბილისში პირველ მატჩში წაგების შემდეგ ალბანეთში საპასუხო შეხვედრას დიდი ინტერესი არ გამოუწვევია, ელბასანის 12 342-იანი სტადიონი თითქმის ცარიელი იყო.

"ტორპედოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პირველ მატჩთან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაში გეგეჭკორის ნაცვლად ხურცილავა დააყენა და ზედმეტად შედეგზე გათვლილი დაცვითი სტრატეგია აირჩია, რამაც კინაღამ კატასტროფული შედეგი გამოიღო.

მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მაგრამ სტუმრები თავს ორგანიზებულად იცავდნენ. პირველი მომენტი ქუთაისელთა კართან
მე-16 წუთზე შეიქმნა, როდესაც რეჯინალდო ფლანგზე ხურცილავას გასცდა და მახვილი კუთხიდან დარტყმული ბურთი კარს ააცილა. დრო გადიოდა, ალბანელები სახიფათო შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდნენ და უხეშობა დაიწყეს.

შემდეგ კი რეჯინალდო  ხურცილავას გაექცა, ამ უკანასკნელმა საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა.

38-ე წუთზე ჰლინკამ თავურით გოლი კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, თუმცა იმ მომენტში ოფსაიდში ის კი არა მისი თანაგუნდელი აზაცკი იმყოფებოდა.

შესვენების შემდეგ "ტორპედომ" უფრო წინ აიწია, პირველი ტაიმისგან განსხვავებული თამაში წავიდა და ლანჩიმ თავურით ოდნავ ააცილა ბურთი კარს. მერე ისევ რეჯინალდო დატოვეს მცველებმა უმეთვალყურეოდ, მაგრამ საბედნიეროდ მან ვერ ივარგა და ბურთს კვასხვაძე დაეუფლა. 66-ე წუთზე ძარიასაც შეეძლო გოლის გატანა, თუმცა ცინცაძემ შეუშალა ხელი და ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა ბურთი, ტრავმაც მიიღო და შეცვალეს.

აქედან მოყოლებული "ტორპედომ" ისევ უკან დაიხია, "კუკეში" კი ნელ ტემპში უტევდა. უტევდა და კიდევ ერთხელ იხეირა - რეჯინალდო შცვლაზე შესულ გიგაურთან ბურთზე თამაშისას წაიქცა, არბიტრმა კვლავ თერტმეტმეტრიანი დანიშნა და რეჯინალდომ ანგარიში 2:0 გახადა. შემდეგ მუსოლის ყუმბარისებრი დარტყმული ბურთი კვახსვაძე მოიგერია. მერე როინმა კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და თამაშიც დასრულდა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს მიკერძოებული თუ არაობიექტური მსაჯობა, "ტორპედოს" კარში დანიშნული ორი პენალტი, რომელთაგან მეორე ძალიან საეჭვო იყო და მასპინძელთა კარში ორი გოლის (ჰლინკას და აზაცკის) არჩათვლა.

alt"ტორპედო" "კუკეშთან" მატჩის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს [VIDEO]

altროინ კვასხვაძის "სეივები" "კუკეშთან" საპასუხო მატჩში [VIDEO]

ელბასანი. "ელბასან არენა".
კუკეში - ტორპედო 2:0
გოლები: 1:0 რეჯინალდო (29, პენ), 2:0 რეჯინალდო (75, პენ)

კუკეში: მალოკუ, შამეტი, კორდეირო, რუმბულაკუ, მალიკი, ალა, ძარია (შკოდრა 68), მუსოლი (პლაკუ 83), ეტემი (გირბია 52), ჰარბა, რეჯინალდო

ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, კობახიძე, ქიმაძე (გეგეჭკორი 82), აზაცკი, მარინი, დოლიძე (კუტალია 62), კუხიანიძე, ჰლინკა (გიგაური 69), ცინცაძე, ლაჩნი


altარმანდო ცუნგუ: ამჯერადაც არ გაგვიმართლა

altკახა ჩხეტიანი: უნდა ვაღიარო, ცუდად ვითამაშეთ, სტრესით

მკითხველის კომენტარები / 108 /
ვთვლი რო ტორპედო დამსახურებულად გავიდა და ვულოცავ ყველას ვისაც გაუხარდა, თამაშს ვუყურე და პირველი პენალტის დროს საერთოდ არ შეხებია კარგად გამოჩნდა გამეორებაზე, ჰლინკას გოლზე სუდიამ ოფსაიდი მოიგონა და მერე როგორ, მეორე პენალტის დროს კიდე ოსკარი რეჯინალდოს:) მეკარემ პენლები ვერ აიღო მაგრამ ისეთი ორი ბურთი გამოუღო ტორპედოს თამაშში რო უბრალოდ ყოჩაღ! და ვულოცავ საქართველოს პლეიოფს, ვერ ითამაშა ისე როგორც ჩვენ ვითხოვთ, მაგრამ ასე გაძრომით გავძვრეთ ნეტა და მერე რაღაც იქნება:)
#ჩვენვართტორპედო
#საქართველოსთვის
ბასკი
16 აგვისტო 2018 23:14
2
ტორპედოს ხელმძღვანელობამ აუცილებლად უნდა გაასაჩივროს მსაჯობა უეფაში. სტატიის ავტორისგან განსხვავებით ქუთათურებს ვერ გავაკრიტიკებ. ტორპედოელებს ორი ნაღდი გოლი გაუუქმა მსაჯმა და ორი არარეალური პენალტი დადო, ამის მიუხედავად გაძვრნენ შემდეგ ეტაპზე. მე ვულოცავ ტორპედოელეს პლეიოფს, ასე შორს ტორპედო პირველადაა.
დათო30
16 აგვისტო 2018 23:24
2
ვაი ასეთ სტატიას! ფეერიული თამაში არ უთამაშია ტორპედოს, თან 2 გოლი ჩაუთვალეს და ტუფტა პენალტები დაუდეს, ბოლო წუთებში რო დაცვაში ჩადგა, აბა რ ექნა, მსაჯიც ჩვენს წინააღმდეგ თამაშობდა!
ქუთაისელი
16 აგვისტო 2018 23:24
9
ვაი სირცხვილო ასეთ სათაურს რო ისტორიულ მოვლენაზე დაწერს ქართველი პროვოკატორი ალბანელს რა უნდა მოთხოვო გეკითხებით რამდენი ხანია ამ დღეს ველოდებით? ევროპა ლიგის პლეოფი რამდენი ტოპედოზე ათჯერ უფრო ფინანსურად ძლიერი გუნდისთვისაა სანატრელი მადლობა ბიჭებს ამ სიხარულისთვის.
dato
16 აგვისტო 2018 23:21
12
ვაი შენს პატრონს მართლა თუ ალბანური და ფარერების გუნდის ძლევა განიჭებს ბედნიერებას
Levani
16 აგვისტო 2018 23:24
33
ვაი ასეთ გასვლას კიარა მსაჯებზე დაწერეთ,ორი ასპროცენტიანი გოლი როარ ჩათვალეს და ორივე გამოგონილი პენალტი რო დადო....გოლები რომ ჩაეთვალა სულ სხვა თამაში და შედეგი დაიდებოდა...........საღოლ ტორპედოს და წინ ბიჭებო , გილოცავთ ყველა ტორპედოს გულშემატკივარს......
გივი
16 აგვისტო 2018 23:12
4
შენ თამაშს უყურე თუ მოგიყვნენ? ან რა სათაურია ცოტა აზზე მოდით.ბიჭებმა იბრძოლეს და რა სათაურს ადებ ტეხავს.2 გამოგონილი პენლის მერე 2 100 პროცენტიან გოლს რო არ ჩაგითვლიან მერე ძნელია ფსიქოლოგიურად მარა გავედით პლეი ოფ ში რამე კაი დაწერე შე დალოცვილოოო
ლევანი
16 აგვისტო 2018 23:08
5
რა კომენტარებია არ გვხენიათ?ბოლოს როდის იყო ქართული გუნდი პლეიოფში თუ გახსოვთ?მადლიზა გავიდნენ და მადლობა მათ თავდადებისთვის!გილოცავთ ტორპედოს მთელს ქუთაისს და ვისაც ქართული წარმატებას მოკლებული ფეხბურითი გიყვართ!მიდით ბიჭებო სამტრედია თქვენთან არი!
samtredia
17 აგვისტო 2018 01:09
4
კომენტარებს უყურებ და მეცოდება მთელი ქვეყანა ჩვენ სერიოზულად ვართ ავად მემგონი, რა დინამო რის ტორპედო რამ გაგვყო ხალხო რა ნიშნისმოგებით ლაპარაკებია, ასე იყო თუ ისე ბიჭებმა იომეს იბრძოლეს მსაჯსაც მოუგეს და შედეგი დადეს, გავიხაროთ ვანუგეშოთ და უკეთესად თამაში უსურვოთ. აფხაზი შამბა მიხვდა და ამბობს ერთად უნად ვიპოვოთ გამოსავალი თანაცხოვრებისო ჩვენ რა დაგვემართა შევჭამოთ ერთმანეთი უნდა? არც დინამოს ბალეშიკი ვარ და არც ტორპედოს ოზურგეთის მერცხალის თამაშებზე დავდივარ ჯერ მონაგები არ ააქვთ არავიზა რაც თავი მახსოვს!!!! ხოდა მოვეფეროთ ერთმანეთს და პატივი ვცეთ. გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს მჯერა როდესმე ჩვენც გავისვრით ევროპაში ყუმბარისებურად როგორც იასონი!!!
გურული
17 აგვისტო 2018 10:08
3
გაიხარე ბევრს მიგვეღწიოს
shalva
17 აგვისტო 2018 11:21
0
ეეეჰ ჩემო ძმაო! შენსავით რომ ფიქრობდეს ყველა, არც ქვეყანა და ფეხბურთი გვექნებოდა ასეთ დღეში. აი შამბას კეთილგონიერებისა კი რა მოგახსენო ...
: )))))))
17 აგვისტო 2018 10:19
1
ყველა გამოხმაურება
მადლობა ბიჭებს ამ სიხარულისთვის და ყოჩაღ პირველი არხი და სტატიის ავტორს სათაურისთვის.
samtredia
16 აგვისტო 2018 23:31
3
აი და უი თქვენს საიტს. რა გაატრაკეთ საქმე ამ ნეგატივით. იბრძოლეს ბიჭებმა და გავიდნენ შემდეგ ეტაპზე. 2 თამასში 3 პენალტი დაგვიდეს და კიდევ ჩვენზე უნდა თქვათ ვაი ასეთ გასვლას. მეტი პოზიტივი ერო.
ირაკლი
16 აგვისტო 2018 23:08
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული