ლევან სალუქვაძე "ტორპედოზე": ისე არ ვქნათ, რომ ახლა გავიძახით, რა კარგია, აქამდე მოვედითო და მერე გინება დავუწყოთ

AutoSharing Option
რომან ფიფიას ყოფილმა მრჩეველმა და "სილქ სპორტის" კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ ქუთაისის "ტორპედოს" შესახებ ისაუბრა.

როგორც იცით, ეროვნული ლიგის მოქმედი ჩემპიონი ევროპის ლიგის პლეი-ოფშია გასული, სადაც ბულგარეთის "ლუდოგორეცს" დაუპირისპირდება.

პირველი შეხვედრა თბილისში 23 აგვისტოს გაიმართება.

"მართალია, ქუთაისის "ტორპედომ" წააგო 0:2, მაგრამ პლეი-ოფში მაინც გავიდა. 5 წელია ასეთი რამე არ მომხდარა და თითზეა ჩამოსათვლელი, როდესაც ქართული კლუბები პლეი-ოფში გადიან.

ვენაცვალე ქუთაისის "ტორპედოს". ალბანეთის თამაშზე არ ვსაუბრობ. ეს არის 2-რაუნდიანი დაპირისპირება, საუბრები იმაზე,
რომ რატომ დამარცხდით, მსაჯმა შეცდომები დაუშვა... გავიდნენ და მორჩა.

"ფენიორდთან" რომ გავედით 1981 წელს, მსაჯმა რამდენი პენალტი არ მოგვცა და თამაშგარე, ეგ სულ აღარ მაინტერესებდა.

გავიდა ეს "ტორპედო" და დავანებოთ ამ ისტერიკებს თავი. ვიცი, რაოდენ რთულია ალბანეთში თამაში. შიდა სამზარეულოში რა ხდებოდა, ამას ვერ გავიგებთ, რადგან იქ არ ვყოფილვართ.

მერე რა, რომ 0:2 წააგეს?! გავიდნენ და მორჩა... ყოჩაღ "ტორპედოს".

რატომ ვამბობ "ყოჩაღ" - ავხსნი ამას. იმიტომ კი არ ვიძახი, რომ გუნდმა ალბანეთისა და ფარერების კლუბებს მოუგო; იმიტომ ყოჩაღ, რომ ის სკეპტიკოსები გააჩუმა, რომლებიც ამბობდნენ, რომ ქართული გუნდები ევროთასებზე ვერაფერს იზამდნენ.

ყოველთვის მომყავდა ბატე-ს მაგალითი. ჩადით, ხალხო, ნახეთ და რა არის ბორისოვო. 40-ადგილიანი სასტუმრო აქვთ და 40 კაცზე მეტი რომ ჩადის, სხვა ქალაქში უშვებენ. სტადიონზე დღისით ბაზრობაა, ღამე ფეხბურთს თამაშობენ.

ამაზე საუბარი არ მომბეზრდება. 7 კაცი მუშაობდა გუნდში და ევროტურნირებზე მაინც გადიოდა.

სწორი მუშაობა თუ არის, ყველაფერი გამოვა. კი ჩააგდო ჩემპიონატი, მაგრამ თქვე კაი ხალხო, ჩემპიონატი ჩააგდო "ლესტერმა" და "ტოტენჰემმაც", რომლებიც ორ ფრონტზე იბრძოდნენ.

ძალიან გთხოვთ, ახლა არ დაიწყოთ, რომ "ლუდოგორეცთან" გინდა თუ არა, უნდა გავიდეთ, რადგან ის ასეთი კლუბი არ არის.

ბულგარელები "კუკეშსაც" ჯობნიან, იმ ფარერების კლუბსაც და თუ არ გეწყინებათ, იმ "შერიფსაც", ვინც "ტორპედო" გააგდო. ქუთაისელების შანსები უფრო მცირეა, მაგრამ რა შანსებიც არის, ის უნდა გამოვიყენოთ.

"ტორპედო" თავის თავს უნდა გადაახტეს, გულშემატკივარი მოვიდეს, გაგვიმართლოს, მსაჯმა არ დაგვჩაგროს... ბევრი რამე უნდა მოხდეს, რომ გავიდეს... ისე არ ვქნათ, რომ ახლა გავიძახით, რა კარგია, აქამდე მოვედითო და მერე გინება დავუწყოთ.

რა არის ახლა კარგი და აღსანიშნავი იმაში, რომ აქამდე მოვედით. სხვა გუნდები, რომლებიც წლებია ვარდებიან, გამოდიან და ამბობენ, რომ იმას ბიუჯეტი აქვს უფრო მეტი, იმას ის და იმას ის. თუ სწორად იმუშავებ და ყველაფერს სწორად დაგეგმავ, ყველაფერი გამოვა.

3 დღით ადრე რომ ჩადის "ტორპედო" გასვლით შეხვედრებზე, თქვენ გგონიათ, ეს პატარა ამბავია?! ზედმეტი ხარჯია, მაგრამ ამას შედეგისთვის აკეთებენ. მუშაობს ხალხი და ეს პატარა ნიუანსები საქმეს ადგება.

ძალიან მომეწონა, რომ გასვლაზე ვიზების გამო "ტორპედომ" "კუკეში" არ გაამტყუნა და აღნიშნა, რომ ეს მათი ბრალი არ არისო. ბრავო როინ კვასხაძეს, რომელმაც ამ სწორი და კარგი მუშაობის წყალობით ბოლოს 3 ბურთი "გამოაძრო".

altროინ კვასხვაძის "სეივები" "კუკეშთან" საპასუხო მატჩში [VIDEO]

მორჩა, აგერ არის თამასა აწეული. ის მითი, რომ ყაზახური, ალბანური და ბალტიისპირული გუნდები დაუძლეველ ბარიერად რომ წარმოგვიდგა - არ არის ასე, ყველასთან შეიძლება თამაში.

"მალმიოს" მოუგო აგერ "ვიდეოტონმა" და ლუქსემბურგის კლუბმა ვარშავის "ლეგია" დაამარცხა.

ჩვენ რომ შეგვხვედროდა "ლეგია", ვიღაცა იტყოდა, გრანდების გრანდი შეგვხვდაო. აგერ, წავიდა "დუდელანჟი" და გამოაგდო.

კიდევ ერთხელ ვულოცავ "ტორპედოს", ჩვენი ჩემპიონი შერცხვენილი არ არის და "ლუდოგორეცთან" დიდი ბრძოლა ელის.

დარწმუნებული ვარ, ხალხი მივა, რადგან გორის "დილაც" ამ სტადიაზე იყო და სტადიონი გაივსო.

ძლივს შეიძლება ისე მოხდეს, "ტორპედოსა" და "დინამოს" გულშემატკივრები დასხდნენ და ერთმანეთთან კონფლიქტი არ მოუვიდეთ", - განაცხადა სალუქვაძემ.


altრას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? - 50 მილიონ ევროდ შეფასებული "ლუდოგორეცი"

altქუთაისის "ტორპედოს" ეროვნულ ლიგაში მომდევნო ორი ტურის მატჩები გადაუდეს

altგამდიდრების შანსი! - ქუთაისის "ტორპედოს" ფინანსები და სარეიტინგო ქულები

მკითხველის კომენტარები / 22 /
პლეიოფს რო ვეძახით შესარჩევს, თან მეორეხარისხოვანი ტურნირის აი სად გვაქ დანძრეულიმოგება რო აჟიოტაჟს იწვევს, აქამდე არ მოვსულვართო. ფუფ. გააუქმეთ ეს დე...ი სპორტი და რაგბის მიხედეთ. მიეცით ჩემპიონს 400 000 რო ევროთასზე ითამაშოს.
გაგი
24 აგვისტო 2018 00:54
0
ჭკუას არავის ვასწავლი,მაგრამ ალბათ ძალიან კარგი იქნება,თუ დინამოს გულშემატკივრები,ფანკლუბი,სხვა თბილისური კლუბების გულშემატკივრები,თავიაანთი საკლუბო ატრიბუტიკით მოვლენ სტადიონზე და მხარს დაუჭერენ ტორპედოს.
სოსო
22 აგვისტო 2018 11:52
0
ტორპედოს გულშემატკივრები საკუთარ გუნდს და ფეხბურთელებს არასდროს არ ვაგინებთ, რაც არ უნდა ცუდი შედეგი იყოს იმ მომენტისთვის. მითუმეტეს, ამ ეტაპზე გუნდმა რომც წააგოს, არავინ ამას ცუდ შედეგად არ ჩათვლის - რა თქმა უნდა კარგია უეფას ჯგუფში გასვლა, მაგრამ ამას გუნდისგან, გინდა თუ არა უნდა გახვიდეთო, არც არავინ არ ვითხოვთ.

ასე რომ ვურჩევ საკუთარი ნერვები განსაკუთრებით იმ ხალხმა დაიოკოს, ქართული ფეხბურთი და კლუბები პლეი ოფის სტადიაზე რომ ახსენდება. წინ ტორპედო!!!
კოტე
21 აგვისტო 2018 10:55
0
ჩემ სტატიებს ნუ ბლოკავთ არ შეიზლება ესე მიკერძოვება ხალხის კრიტიკული აზრიც უნდა გადასცეთ, იცოდეთ უახლოეს გაზეთში დაიბეჭდება თქვენი დამოკიდებულება ყველას ნაცარი შეაყაროთ.
vaja
21 აგვისტო 2018 01:38
1
ერთი ამიხსენით ვის ელაპარაკება ნისშის მოგებით, ვის ლანზგავს ეს ხალხის ზოგადად ლანზგგვა მოდაშია? ხო იყავი დინამოში 7 ჯერ 7 გყავდა თანამშრომელი ხალხმა დაგიშალა ? რას დავიწყებთ ერთწლიანი კონტრაქტების ჩემპიონატით სად უნდა გახვისეთ ეს ყველაფერი ფარსია რომ ჩემპიონატი არ ჩავარდეს და ჩატარდეს რომ დაფინანსებებით ფული აკეთოთ და კიდე აქეთ რო ილანზღება. ხალხი უზომოთ ოპტიმისტია რო ამათ თამაშებზე დადის მაინც არ გონია მაინც მართლა თუ ეგეთი უნამუსოები ხართ თქვენ ხართ ქართულ ფეხბურთში და თქვენ დაღუპეთ ეხლა ბიჭებმა რაგაც იწვალეს და თვითონ იბრალებს და ხალხს ლანძღავს ერთხელაც იქნება ვიგაც თავს გაგიტეხავს და ხალხიც მიგიხვთებათ თქვენ თქვენ სახელს დაგარქმევთ და მართლა საქმის კეთებას დაიწყებენ მე ასე მჯერა ლევან შეგრცხვეს შეგვეშვი მაინც ნუგარ გვახსენებ
vaja
21 აგვისტო 2018 01:33
3
ვაჟა,არ იცნობთ ლევან სალუქვაძეს ალბათ და მაგიტომ მოგეჩვენათ,რომ ვინმეს ნიშნის მოგებით ესაუბრება. სწორი აღნიშვნა არ გაკეთა? ახალი ამბავია,რომ ვიღაცეების გაღმერთება ვიცით და მერე რაღაც ისე რო არ მიდის გინებით იცვლება ეს ყველაფერი. თუ არ იცით,გეტყვი რო წნეხს ხსნის ტორპედოს ფეხბურთელებს,როცა იძახის რო ლუდოგორეცი ძლიერი გუნდიაო და ა.შ. მართლა დიდი მიღწევაა ტორპედოსთვის ეს ეტაპი და ამის არ აღნიშვნა შეუძლებელია. მართლაც,რომ სწორი მუშაობით ყველაფერი შესძლებელია. სულ ყველა გაიძახის,რომ ფული არ გვაქვსო და აგერ მაგალითი: ლესტერ სიტის ბიუჯეტი და სიტის,იუნაიტედის,ჩელსის,არსენალის ბიუჯეტს შეუდარე და მიხვდები,რომ კოლოსალური განსხვავებაა მათ შორის. ვერ დადო პრემიერლიგა? თუ ვერ გავიდა ევროპის საუკეთესო 8 გუნდში? სწორი მუშაობაა საჭირო თორე რონალდუთი და მესით მეც მოვიგებ ლიგას. ასე,რომ ჯერ დაფიქრდით,სანამ შეურაწყოფას მიაყენებ ადამიანს,რომელსაც არცკი იცნობთ.
სხვათა თუთაშხია
21 აგვისტო 2018 07:51
0
საღოლ ლევან.....
ასევე
20 აგვისტო 2018 23:23
4
მშვენიერი სტატია და განსაკუთრებით დასაფასებელია ეს ლევანისაგან,დინამოს ყოფილი ფუნქციონერისაგან.ამას სალუქვაძისათვის კენჭის სასროლად კი არ ვამბობ,პირიქით,ძოგიერთი ფანისაგან განსხვავებით ,ის ზოგად ქართული ინტერესებიდან გამოდის.საყვედური,დინამოში რა გააკეთეო,სრულიად უადგილოოდ მიმაჩნია,არც ერთ ჩვენგანს არაფერი არ გაგვიკეთებია ალბათ ჩვენი კლუბებისათვის,გულშემატკივრობის გარდა და ამიტომ ხმა არ უნდა ამოვიღოთ?კაცმა სცადა,და რაც გამოუვიდა,კარგი იყო თუ ცუდი,ეგ არის.ყოველ შემთხვევაში ქართულ ფეხბურთზე გული რომ შესტკივა,ნაღდია.ტორპედო და ყველა სხვა გუნდიც,უცხოეთში თამაშისას,საქართველოს სახეა და სადაურობას მნიშვნელობა არა აქვს,ყველა მის გვერდით უნდა დავდგეთსაჭირო დროს ერთად დგომა რომ შეგვიძლია,ეს კი ქუთაისელმა ფანებმა დაგვიმტკიცეს ,თბილისში,დინამოსთან თამაშის დროს.ასე რომ ყველამ ერთად მეგობრებო და იქნებ რაგბისი არ იყოს,ფეხურთიც კვლავ ჩვენი თამაში გახდეს.ამას ფიგურალურად ვამბობ,იმიტომ,რომ ფეხბურთი უკვე დიდი ხანია ჩვენი თამაშია,უბრალოდ ჩავარდნა გვქონდა ხანგრძლივი,მაგრამ სწორი მუშაობის შემთხვევაში,საქმის გამოსწორება შეუძლებელი არ იქნება.ლუდოგორეცი ამ ეტაპზე ძალიან ძლიერი გუნდია ჩვენთვის,ასევე ვფიქრობდიით წინა მეტოქეზეც,მაგრამ გადავლახეთ,ისევე,როგორც ბეითარი ჩიხურამ.ასე რომ მივიდეთ და მხარი დავუჭიროთ,ხოლო თუ ბოლომდე დაიხარჯებიან და მაინც არაფერი გამოუვათ(ღმართმა ნუ ქნას)მაშინ პატივი მივაგოთ თავდადებას,რამეთუ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
სოსო
20 აგვისტო 2018 17:05
2
გლეხს რო ქილა ერბო მიაქვს, გავყიდია და ამას ვიყიდი, ამას გავყიდი იმას ვიყიდი რო აგრძელებს, და ... რა ფინალიც აქვს ამ იგავს, ისე არ მოგივიდეთ ნამეტანი ოცნებებში ასვლილსას. ამ ნამეტანს მოყვება მწარე ზღართანი და ის ჩვეული გინებაც.
g.g.
20 აგვისტო 2018 15:32
22
მოლდავეთის გუნდმა გამოგაგდო, ალბანეთმა რამის 5:2 შემოგიტრიალა და რა არის აქ სასიხარულო? ფარერებს რო მოვუგეთ
mamuka
20 აგვისტო 2018 15:29
32
გიგა ქობულაძეს და აიტს.ეეჰ ბიჭებო,მთლიანად ვიზიარებ თქვენს პათოსს,მაგრამის ღამე და მეორე დღეც ვცდილობდი ჩახვას,მაგრამ ვერაფერი მოვახერხე,პირდაპირის დროს,მთლიანად გაჭედილი იყო,ჩანაწერი კი არ იყო,მეორე დღესაც, იმ ბმულზე,ისევ პირდაპირი გადიოდა არხის ჩვენება.მომენტები სხვა სტატიებში ვნახე და და ნაღდია,მსაჯებმა ორი პენალტი აჩუქეს და ორი გოლი არ ჩაგვითვალეს.როცა ამას ხედავ,ძალიან ძნელია არ გატყდე,მაგრამ ბიჭებმა ავად თუ კარგად ბოლომდე გაუძლეს და რატომ არ უტევდიო,ორი არ ჩათვლილი ნაღდი გოლის შემდეგ,ძნელი სასაყვედუროა,თუმცა თუ ძალა კიდევ ექნებოდათ,მაგის გაკეთება აუცილებელი იყო.
სოსო
21 აგვისტო 2018 12:01
0
მამუკა დღეს ინტერნეტი ყველგან არის მისაწვდომელი, შე მამაცხონებულო უყურე თამაშს რა პენალტები დადვა მსაჯმა და როგორი ორი გოლი არ ჩათვალა, შენ კუხნაში უნდა იჯდე და კარტოფილს თლიდე დილიდან საღამომდე, რა გინდა ფეხბურთის საქმეს რომ არჩევ
giga kobuladze
20 აგვისტო 2018 17:01
2
ყველა გამოხმაურება
მიდით ბიჭებო გაგვაცარეთ, მე კივდივარ სტადიონზე ტოროედოს საბალეშიკოდ და როგირც დინამოს უბალეშიკებდი ისე ვუქომაგებ ტოროედოს, ხალხი უნდა კოვიდეს გაიცლვსოს სტადიონი ბიჭებმა კიდე უნდა გაითავისონ, რომ დადაკარგი არაფერია წნეხი უნდა ჩაიხსნას და ჯიგარს რო დადებენ მაგაშI დარწკუნებული ვარ, თბილისლებო და არამარტო თბილისლებო მოდით სტადიონზე ქართველები ვართ და ქუთაისი იქნება თუ ჭიათურა ჩვენი ვალია გვერდში დაუდგეთ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ ქართველები ვართ!!! წარმატებები ტოროედო ქუთისს
tbiliseli
20 აგვისტო 2018 15:17
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული