ქუთაისის "ტორპედოს" ეროვნულ ლიგაში მომდევნო ორი ტურის მატჩები გადაუდეს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ეროვნულ ლიგაში ჩასატარებელი მომდევნო ტური გადაუდეს. ამის შესახებ კლუბის Facebook გვერდი იუწყება.

"ტორპედო ევროპალიგის პლეი-ოფის უმნიშვნელოვანესი მატჩებისთვის ემზადება, რომელიც 23 და 30 აგვისტოს "ლუდოგორეცის" წინააღმდეგ ელის.

პარალელურად, 20 ("ლოკომოტივი") და 26 აგვისტოს ("დინამო") "ტორპედოს" ეროვნული ლიგის ორი ტური უნდა გაემართა, თუმცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ გაითვალისწინა კლუბის თხოვნა და მატჩები გადადო, რისთვისაც მადლობას ვუხდით. "ტორპედო" აღნიშნულ მატჩებს მოგვიანებით გამართავს.

მადლობას ვუხდით ორივე თბილისურ კლუბს, "ლოკომოტივსა" და "დინამოს", რომლებიც ასევე დათანხმდნენ მატჩების გადადებაზე.

აქვე გეტყვით, რომ აქამდე "ტორპედოს"
გორის "დილასთან" და "რუსთავთან" გასამართი მატჩები გადაუდეს. "დილას" "ტორპედო" 7 სექტემბერს დაუპირისპირდება, ხოლო "რუსთავს" - 12-ში", - წერია განცხადებაში.

altრას წარმოადგენს "ტორპედოს" მეტოქე? - 50 მილიონ ევროდ შეფასებული "ლუდოგორეცი"

altგამდიდრების შანსი! - ქუთაისის "ტორპედოს" ფინანსები და სარეიტინგო ქულები

მკითხველის კომენტარები / 6 /
ეს არის ზუსტად არაპროფესიონალიზმი, სეზონი ჯერ არ დაწყებულა და დაიღლებიან ლუდოგორეცისთვის? გუნდები ევროპაში კვირაში სამ თამაშს ატარებენ და რა ქნან მაშინ? კუკეში გააგდეს დაშლილი და შიდა კონფლიქტებით სავსე და ფარერული კლუბი, შეიქმნა ამბავი, შედეგია მთავარიო. შედეგი კი არ არის მთავარი, მთავარი სწორი მიდგომით, მენეჯმენტით და ხედვით მოსული შედეგია, თუ არა და იქნება ერთჯერადი. დინამო იყო ჯგუფში ერთხელ და რა მერე? გამოადგა ქართულ ფეხბურთს ის როგორღაც შეძრომა იქ? ესენი კი ჯერ ლუდოგორეცსაც არ შეხვედრიან, ღმერთმა ქნას ვცდებოდე, მაგრამ აგერ ვართ ყველა და ვნახავთ...
ლევანი
15:49 22-08-2018
0
ნამდვილად მეც ვემხრობი მატჩების გადადებას. რადგან ჩვენი ჩემპიონატი არაა მაღალი დონის აქედან გამომდინარე ფიზიკურად ყოველ 3-4 დღეში მაღალ ტემპში თამაში გაუჭირდებათ. სხვა ტოპ და საშაუალო დონის ჩემპიონატებში მოთამაშეების გამძლეობა და ფიზიკური შესაძლებლობები უკეთ აქვთ განვითარებული ასე რომ სანამ თოთო ბავშვივით ნელ-ნელა არ ვისწავლით გამართულ სიარულს მანამდე ხელი წავაშველოთ...
mitro
23:45 20-08-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული