ლევან კობიაშვილმა და კახა ჭუმბურიძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ქალაქისა და რეგიონის ხელმძღვანელობასთან ერთად, პირადად დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 2 მოედანი კეთდება. სტადიონს 500 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა, დამხმარე შენობა-ნაგებობები და შესაბამისი კომუნიკაციები ექნება.
ამ ეტაპზე, ამბროლაურში უკვე დასრულდა ხელოვნურსაფარიანი ერთი მოედნის მოწყობა, თუმცა არსებობს ხარვეზები შემსრულებლის მხრიდან, რომლის გამოსწორების ვალდებულებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი საკუთარ თავზე იღებს.
ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, რომ ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის ექსპერტთა გუნდი საკითხის სწორად წარმართვისათვის პროცესში აქტიურად
"ამბროლაურში ძალიან მასშტაბური და ვიტყოდი, რომ ისტორიული პროექტი ხორციელდება რეგიონისთვის, ადგილობრივებისთვის და ფეხბურთისთვის. უკვე გაკეთებულ საფეხბურთო მოედანზე არსებობს გარკვეული პრობლემები, ხარვეზები, რომლებიც განპირობებულია შემსრულებლის მუშაობით. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ მივიღეთ დაპირება მუნიციპალიტეტისგან, რომ ეს ხარვეზები აუცილებლად გამოსწორდება და რაჭას ძალიან კარგი სტადიონი ექნება", - აღნიშნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დელეგაციამ მშენებარე შენობა-ნაგებობები და მეორე სტანდარტული საფეხბურთო მოედანიც მოინახულა. მოედანზე ამჟამად სადრენაჟე და სისტემის დამონტაჟების სამუშაოები მიმდინარეობს.
"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას, რომლებიც ძალიან გვეხმარებიან იმაში, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს - ფეხბურთი ყველგან... ყველა ქალაქსა და სოფელში", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
მომზადებულია Gff.ge-ს მიხედვით