საჯარო ჩვენება სასტუმრო "პარკ ინში" ყაზახეთის და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციების ორგანიზებით მოეწყო, ჩვენებას მხარს უჭერდნენ ყაზახეთისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციები.
პრეზენტაციაზე სიტყვით გოგი თორაძე, თენგიზ პაჭკორია, ალექსანდრე ჩივაძე, ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლები და ვეტერანი ფეხბურთელები გამოვიდნენ.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, საქართველოს განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილეები შალვა გოგოლაძე და მუხრან შამათავა, ყაზახეთში საქართველოს
აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ფილმი აღიარებულ იქნა 2013 წლის მილანის სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალისა და ტაშკენტის საერთაშორისო ფესტივალის, "სპორტი კინოსა და ტელევიზიაში" საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად. ფილმი 30-წუთიანია და მასში ქართული ფეხბურთის საუკუნოვანი ისტორიაა ასახული.