15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

AutoSharing Option
რუსული საიტი jam-news.net 15 საუკეთსო კავკასიელ ფეხბურთელზე წერს, უმრავლესობა, როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველია.

Sportall-ი გთავაზობთ სრული სტატიის თარგმანს.

"როცა ფეხბურთზე ვსაუბრობთ, კავკასიელებს საამაყოდ ბევრი მიზეზი გვაქვს. თუმცა ამ სიამაყეს ნოსტალგიის ელფერიც აქვს..."

ნიკიტა სიმონიანი

Sportall.Ge

სოხუმის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ნიკიტა სიმონიანი საბჭოთა ფეხბურთის 40-50-იანი წლების, არამხოლოდ ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი, არამედ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელიც იყო.  სიმონიანი დღემდე რჩება მოსკოვის "სპარტაკის" საუკეთესო ბომბარდირად - მის ანგარიშზე 160 გოლია. საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი როგორც ფეხბურთელი და სამგზის - როგორც მწვრთნელი. სიმონიანი მელბურნის 1956
წლის ოლიმპიური ჩემპიონიც გახალვთ.

დავიდ ყიფიანი

Sportall.Ge

დავით ყიფიანი საბჭოთა ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო. მიუხედავად იმისა, რომ დავითს არ უწევდა სსრკ-ს ნაკრებში ხშირად ასპარეზობა, თბილისის "დინამოში" ფენომენალური თამაშის გამო მისი ცნობადობა საერთაშორისო დონეზე გაიზარდა. 1981 წელს "დინამო" თასების მფლობელთა თასს დაეუფლა, გუნდში უამრავი გამორჩეული ფეხბურთელი იყო, ხოლო დავითი - ყველაზე დიდი ვარსკვალვი. კარიერის დასრულების შემდეგ ყიფიანმა მწვრთნელობა დაიწყო. 2001 წლის 17 სექტემბერს ის ავტოკატასტროფაში, 49 წლის ასაკში დაიღუპა.

კახა კალაძე

Sportall.Ge

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველა სფეროში სერიოზული კრიზისი დაიწყო. გამონაკლისი არც სპორტი იყო: ეროვნული ლიგების დონე უკიდურესად დაეცა. 90-იანების დასაწყისში კავკასიელმა სპორტსმენებმა ევროპული გუნდების ყურადღება მიიქციეს. თუმცა, არავის გაუმართლა ისე, როგორც კახა კალაძეს, რომელიც კავკასიელებში ყველაზე ტიტულოვანი და წარმატებული ფეხბურთელი აღმოჩნდა. კახა თბილისის "დინამოსთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა, კიევის "დინამოს" შემადგენლობაში უკრაინის პირველობას დაეუფლა, იტალიურ "მილანში" კი ქვეყნის ჩემპიონი 2-ჯერ გახდა, მოახერხა ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონთა ლიგის 2-ჯერ მოგება, შემდეგ იყო ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ პოლიტიკაში წავიდა.

ვიტალი დარასელია

Sportall.Ge

აფხაზური ფეხბურთის აღზრდილი ვიტალი დარასელიას დებიუტი თბილისის "დინამოში" 17 წლის ასაკში შედგა. 20 წლის ასაკში კი სსრკ-ს ნაკრების ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე იყო. ფენომენალური სისწრაფე, თავისებური ტექნიკა, მოედნის შესანიშნავი ხედვა და შრომისმოყვარეობა - ის მონაცემებია, რომლებმაც ვიტალი დარასელია თავის თაობის საუკეთესო ნახევარმცველად აქციეს. სწორედ მან გაიტანა გადამწყვეტი გოლი თასების მფლობელთა თასების ფინალში "კარლ ცაისის" კარში. ვიტალი 1982 წელს, 25 წლის ასაკში, ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა.

ვალერი გაზაევი

Sportall.Ge

70-80-იაინ წლების საბჭოთა ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თავდამსხმელი ვალერი გაზაევი იყო. სხვადასხვა დროს ის მოსკოვის "ლოკომოტივის", მოსკოვისა და თბილისის "დინამოების" ღირსებას იცავდა. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ არანაკლებად წარმატებული სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა: 2005 წელს მან "ცსკას" ევროპა ლიგა მოაგებინა. იმავე წელს უეფამ წლის მწვრთნელად დაასახელა.

მურთაზ ხურცილავა

Sportall.Ge

ერთ-ერთი საუკეთესო მცველი საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ისტორიაში. ხურცილავა პირველი ქართველი იყო, რომელიც საბჭოთა ნაკრების კაპიტანი გახდა (მეორე ალექსანდრე ჩივაძე). იცავდა თბილისის "დინამოს" ღირსებას. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ბედი მწვრთნელობაში სცადა.
ხორენ ოგანესიანი

Sportall.Ge
"არარატისა" და ზოგადად სომხეთის ლეგენდა. ადგილობრივ "არარატშო" ხორენმა 295 მატჩი ჩაატარა და 93 გოლი გაიტანა. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის გატანილი გოლების მაჩვენებლით სომხეთის უმაღლესი ლიგის რეკორდსმენია. დიდებულმა ტექნიკამ და გამძლეობამ საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ერთ-ერთ წამყვან ნახევარმცველად აქცია. 2005 წელს სომხეთში ჩატარდა გამოკითხვა, ვინ იყო XX საუკუნის საუკეთესო სომეხი ფეხბურთელი, გამოკითხვაში ოგანესიანმა ყველაზე მეტი ხმა დააგროვა.

ალექსანდრე ჩივაძე

Sportall.Ge

ჩივაძე - საბჭოური ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი იყო. სწორედ ის იყო იმ ლეგენდარული თბილისის "დინამოს" კაპიტანი, რომელმაც თასების მფლობელთა თასების ფინალში მოიგო. ალექსანდრე 3-დან ერთ-ერთი მცველია, რომელიც საბჭოთა კავშირში "წლის ფეხბურთელად" დასახელდა.

ლევონ იშტოიანი

Sportall.Ge

ლევონ იშტოიანი - ერევანის "არარატისა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების შემტევი იყო. 1973 წელს მისი გოლის წყალობით "არარატმა" კიევის "დინამო" სსრკ-ის თასის ფინალში დაამარცხა. იშტოიანი იმ პერიოდში უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობდა. მის მშობლიურ ქალაქ გიუმრიში მოსახლეობამ ქალაქის ცენტრში ლევონის ქანდაკების დადგმა მოითხოვა. მოსახლეობამ უარი მიიღო, მეორე დღეს კი ლენინის ქანდაკებას საღებავით 8-იანი დააწერეს (იშტოიანის ნომერი).

ანატოლი ბანიშევსკი

Sportall.Ge

ბანიშევსკი ბაქოში დაიბადა და გაიზარდა. ადგილობრივ "ნეფტჩიში" 16 წლის ასაკში მოხვდა და ძირითად გუნდშიც მალე გადავიდა. მაყურებელმა ბანიშევსკის თამაშის ნახვისთანავე აღიარა მისი დიდება. ბანიშევსკის სათამაშოდ ცნობილი საბჭოური გუნდები იწვევდნენ, თუმცა ანატოლი მშობლიურ "ნეფტჩიში" თამაშს აგრძელებდა. 19 წლის ასაკში ანატოლი სსრკ-ს ნაკრებში გამოიძახეს. აღსანიშნავია, რომ "მარაკანაზე" ბანიშევსკიმ ბრაზილიის ნაკრებს ულამაზესი გოლი გაუტანა. თამაში ფრე დასრულდა- 2:2.

ახრიკ ცვეიბა

Sportall.Ge

ახრიკ ცვეიბა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო. ის აფხაზური საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და პროფესიონალური კარიერია სოხუმის "დინამოდან" დაიწყო. გეოპოლიტიკური ცვლილების გამო, ახრიკი სხვადასხვა დროს თამაშობდა საბჭოთა კავშირის, დსთ-ის, უკრაინის და რუსეთის ნაკრებებში. ცვეიბა თანაგუნდელებს გამორჩეულად უყვარდათ, ფაქტობრივად ყველა ფეხბურთელი, ვინც მასთან თამაშობდა, ახრიკს საუკეთესო ადამიანად მოიხსენიებდა.

რამაზ შენგელია

Sportall.Ge

გოლის ისეთი ალღოთი, როგორიც რამაზ შენგელიას ჰქონდა, საბჭოთა კავშირის ფეხბურთში მხოლოდ ოლეგ ბლოხინი თუ დაიკვეხნიდა. რამაზი თითქმის ყოველთვის საჭირო დროსა და ადგილას აღმოჩნდებოდა ხოლმე. ამ ნიჭის წყალობით შენგელია ორჯერ გახდა სსრკ-ს ჩემპიონატის ბომბარდირი. 2012 წლის 21 ივნისს საკუთარ აგარაკზე გულის შეტევით გარდაიცვალა. მის სიკვდილს UEFA-ს მაშინდელი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი შემდეგნაირად გამოეხმაურა: "რამაზი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და გოლეადორი იყო."

ვლადიმერ გუცაევი

Sportall.Ge

19 წლის ასაკში ვლადიმერი უკვე თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში იყო. "დინამოს" ღირსებას გუცაევი კარიერის ბოლომდე იცავდა. ამ პერიოდში მან 303 შეხვედრა გამართა, რომლებშიც 47 გოლი გაიტანა. გახდა სსრკ-ს ჩემპიონი, ორჯერ აღმართა სსრკ-ის თასი და ერთხელაც თასების მფლობელთა თასი. 1981 წელს ვლადიმერს მადრიდის "რეალი" ეპატიჟებოდა, თუმცა გუცაევმა მადრიდელები უარით გაისტუმრა.

მიხეილ მესხი

Sportall.Ge

ამ სიის უპირობო ლიდერი, საქართველოს და საბჭოთა სპორტის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი და ფეხბურთელი. მიხეილ მესხი ფლობდა უნიკალურ ტექნიკას. თუ ბრაზილიურ ფეხბურთში არსებობდა "გარინჩას ცრუ მოძრაობა", საბჭოურ ფეხბურთში მასთან კონკურენცია "მესხის ცრუ მოძრაობას" შეეძლო. 50-60-იან წლებში მის დრიბლინგზე გულშემატკივარი აფანატებდა. ამბობენ, "დინამოს" გულშემატკივარი სტადიონის ცენტრში ჯდომას კი არა, არამედ, იმ ფრთაზე დაჯდომას ამჯობინებდა, სადაც მიხეილს უწევდა ყველაზე ხშირად ყოფნა, რათა მისი განსხვავებული დრიბლინგი უკეთ დაენახა.

სლავა მეტრეველი

Sportall.Ge

სლავა მეტრეველი ორჯერ გახდა სსრკ-ს ჩემპიონი: ერთხელ მოსკოვის "ტორპედოსთან" და შემდეგ თბილისის "დინამოსთან" ერთად. მის სხვა მიღწევებზეც შეიძლება საუბარი, თუმცა უკეთ რომ გავიაზროთ რა დონის ფეხბურთელი იყო სლავა, უნდა აღვნიშნოთ, რომ თავად ბრაზილიელმა პელემ სთოვა მეტრეველს მონაწილეობა მიეღო მის გამოსამშვიდობებელ მატჩში.
მკითხველის კომენტარები / 33 /
კალაძეს ქართულ ფეხბურთში არაფერი გაუკეთებია ორი ავტოგოლის გარდა.
გივი
23:29 10-02-2020
11
1 რამე მწყინს ძალიან. არსად არავინ ა რ ახსენებს გივი ჩოხელს. არა, მე საუკეთესოების სიაზე არ ვამბობ. სულ პატარა ბიჭი ვიყავი, 1964 წლის გაზაფხული იქნებოდა. დინამოზე თამაშია და მატჩის დაწყებისას გამოაცხადეს, რომ გივი ჩოხელი არჩეულია საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტნად. იმ თმაშის პირველივე ტაიმში დაამტვრიეს. და მგონი, მის მერე საერთოდ აღარ უთამაშია ფეხბურთი. სამწუხაროდ, რა თქმა უნდა არც ნაკრებში და შესაბამისად არც კაპიტნის სამკლავურით. მე მაინც ვთვლი, რომ პირველი ქართველი გივი ჩოხელი იყო სსრკ ნაკრების კაპიტანი. ეს ჩვენი ისტორიაა და გთხოვთ დაბეჭდეთ, მინდა რომ ახალგაზრდებმაც იცოდნენ, რამდენად დიდი ფეხბურთელი იყო ცხონებული გივი ჩოხელი.
alexandre
10:06 10-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული