"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

AutoSharing Option
"დინამო თბილისის" ლეგენდარულ კაპიტანს, ალექსანდრე ჩივაძეს, 8 აპრილს 67 წელი შეუსრულდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, თბილისური კლუბის გადაწყვეტილებით, "დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა. ეს სივრცე არენის პირველ, მეორე, მესამე, მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე სექტორებს მოიცავს.

ფაქტის აღსანიშნავად "დინამო არენის" მესამე სექტორის შესასვლელი ალექსანდრე ჩივაძის გამოსახულებით მოიხატა. კედლის მხატვრობა "დინამო თბილისის" ფანებმა შეასრულეს. ამასთან ერთად, სამხრეთ ტრიბუნის პირველი იარუსის პერიმეტრზე სრულად შეიცვალა მანიშნებლები, მათზე დატანილი QR კოდის დახმარებით კი დაინტერესებულ პირებს ლეგენდარული კაპიტნის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.

​"დინამო არენაზე", ალექსანდრე ჩივაძის სტუმრობის ფარგლებში, ჩვენი კლუბის ლეგენდარულ კაპიტანს "დინამო თბილისის" სპორტულმა დირექტორმა ალექსანდრე რეხვიაშვილმა და გუნდის კაპიტანმა გიორგი პაპავამ სიმბოლურად სამნომრიანი მაისური და საკაპიტნე გადასცეს.

სტადიონის ტრიბუნისთვის ლეგენდარული ფეხბურთელის სახელის მინიჭება საქართველოში პირველად მოხდა. "დინამო თბილისი" ჩვენი ლეგენდარული ფეხბურთელების სახელების უკვდავსაყოფად, ამ ტრადიციას მომავალშიც გააგრძელებს.

FC Dinamo Tbilisi

altალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

altფინურ პრესაში ეწერა - ჩვენ მხოლოდ 3 ქართველი გვახსენდება: იოსებ სტალინი, საშა ჩივაძე და ირაკლი სირბილაძე



მკითხველის კომენტარები / 5 /
ვულოცავ ბატონ ალექსანდე ჩივაძეს დაბადების დღეს. ვუსურვებ ჯამთელობას, დიდ ხანს სიცოცხლეს და მოასწროს ჩვენთან ერთად ნაკრების მოხვედრას დიდ ფორუმზე, ეს მას გააბედნიერებს და ჩვენც. დიდი მადლობა საშას ნამდვილად დიდ კაპიტანს რომელმიც ბევრ სახელოვან გამარჯვებას გაუძღვა წინ. ქედს ვიხრი დიდი პატივისცემით.
G.LA
18:05 08-04-2022
1
ქედს ვიხრი საშა ჩივაძის ტალანტის წინაშე, მაგრამ დათო ყიფიანი?????
სტუმარი
17:31 08-04-2022
4

სიახლეები პოპულარული