"სპაერის" სტადიონი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

AutoSharing Option
ქალაქ თბილისს ახალი საფეხბურთო მოედანი შეემატა - 22 სექტემბერს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბაზის ტერიტორიაზე ხელოვნურსაფარიანი მინდორი ოფიციალურად გაიხსნა.

საზეიმო ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი პირები - ლევან კობიაშვილი, კახა ჭუმბურიძე და ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდნენ. აღნიშნული სპორტული ინფრასტრუქტურა ხელოვნურსაფარიან მოედანს, ტრიბუნას, გასახდელებსა და სამსაჯო ოთახსაც მოიცავს. სტადიონზე დამონტაჟდა განათებაც.

მშენებარე ობიექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელთან, ანზორ ჩუბინიძესთან ერთად ზუსტად 5 თვის წინ მოინახულეს.

აღნიშნულ მოედაზე საფეხბურთო კლუბი "სპაერი", რომელიც
2017 წელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბაზაზე ჩამოყალიბდა, ვარჯიშებსა და საშინაო თამაშებს გამართავს. საფეხბურთო კლუბი "სპაერი" ამ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის აღმოსავლეთ მხარის ზედა ჯგუფში ასპარეზობს.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
სტადიონის აშენებას რა სჯობია,მაგრამ დალოცვილებო,დააგეთ რა ბალახის საფარი!რით ვეღარ გაიგეთ,რომ ხელოვნური საფარი, ფეხბურთელების მყესების სასაფლაოა.
სოსო
24 სექტემბერი 2018 08:35
0
მართლა რა გახდა ბალახის საფარის დაგება?! ხალიჩაზე არანაირი პერსპექტივა არ არის ფეხბურთელი ჩამოყალიბდეს! მხოლოდ ტრავმებს მიიღებს!
მერაბი
23 ოქტომბერი 2018 09:13
1

სიახლეები პოპულარული