"სამუშაოების სია ვრცელია" - რა პრობლემებია ქუთაისის "ტორპედოს" სტადიონზე

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედომ" ეროვნული ლიგის ორი საშინაო მატჩი სამტრედიაში, "ეროსი მანჯგალაძეზე" ჩაატარა, მაგრამ შორს აღარ არის ზაფხული, როცა კახა ჩხეტიანის გუნდს ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოუწევს ჩაბმა და ჯერ კიდევ უცნობია, მოხერხდება თუ არა ქუთაისში სტადიონის გარემონტება.

ამის შესახებ "ლელოს" რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის დირექტორი თამაზ კიკვაძე ელაპარაკა...

- რა სტადიაზეა ქუთაისის სტადიონის განახლების პროცესი?
- სამუშაოების სია ვრცელია და ყველას ვერც ჩამოვთვლი. ჯობია, მთავარ საკითხებზე გავამახვილებ ყურადღებას. ერთ-ერთი მთავარი საკითხი კი, რის გამოც სტადიონის განახლება დაიწყო, მოედნის საფარი გახლდათ. საქმე მხოლოდ
საფარში არაა, დრენაჟის სისტემაც დაზიანებული იყო, ალაგ-ალაგ წყალი დგებოდა. ახლა გაძლიერდება და სრულყოფილი სისტემა დამონტაჟდება.

- მოედანს როდის დააგებენ?
- ჩვენი და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები თურქეთში იმყოფებოდნენ და სამსუნში საფარი უკვე შეარჩიეს. როგორც მე ვიცი, იმავე საფარს დააგებენ საჩხერეშიც.

- გასაგებია, რომ ფეხბურთის ფედერაცია საფარს დააგებს, მაგრამ საინტერესოა, სახელმწიფო თავის წილ საქმეებს როგორ აკეთებს?
- ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია მონდომებულია, რომ ჩვენმა სტადიონმა უეფას მე-4 კატეგორიის მოთხოვნები დააკმაყოფილოს...

- ახლა რომელი კატეგორიისაა?
- მეორე. ამიტომ იყო, "ტორპედო" ქუთაისში ევროტურნირების მხოლოდ საწყისი ორი ეტაპის თამაშებს რომ თამაშობდა... სხვათა შორის, მეორე ეტაპის თამაშის მასპინძლობის უფლებაც დიდი ძალისხმევის შედეგად დაგვრთეს...

- ყველაზე მთავარ პრობლემებზე გვითხარით...
- ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა განათების სისტემის მოწესრიგება. ახლა განათება მხოლოდ 900 ლუქსამდეა, არადა, მინიმალური მოთხოვნა 1200 ლუქსია. სხვათა შორის, დასავლეთის ტრიბუნა რომ გადაიხურა, განათების სისტემას უშლის ხელს. ახლა ეს სისტემა საფუძვლიანად შეიცვლება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
არმგონია ქუთAისის მერიაიმ რამე წესიერი გაკეტონ რაგაკტეს ხარსხიანი რაც არიან არც არაფერი სირცხვილია ქუთAის სტადიონი რომ არეკნება ყველაზე მეტად ეს ქალაი იმსახურებს სტადინს ბათუმმის მერიას ყოჩAგ
0
ამათაც ნახეს ინტერვიუს ჩამოსართმევად ნიჭიერი კაცი გაგებაში არაა არაფრის ვის ელაპარაკებით სასაცილოა პირდაპირ
kaxa
22:45 11-04-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული