ფეხბურთში ევროპის 17-წლამდე გოგონათა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ჰოლანდიასთან 0:16 დამარცხდა.
სამხრეთ ნიდერლანდების ქალაქ 'ს-გრავენზანდეს 3-ათასიან სტადიონზე ჩატარებულ მატჩში მასპინძელთა უპირატესობა უდიდესი იყო, მათ პირველ ტაიმში ჩვენს გუნდს 7 უპასუხო გოლი გაუტანეს, მეორეში კი - 9.
6 გოლი საქართველოს ნაკრების კარში ნიკიტა ტრომპმა (სურათზე) გაიტანა.
20 ოქტომბერს, ტურნირის მეორე ტურში ქართველი გოგონები იმ შვედეთს შეხვდებიან, რომელმაც გუშინ ლატვიას 11:0 სძლია.
ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 23 ოქტომბერს ლატვიასთან ჩაატარებს.