"ლოკომოტივმა" "სამტრედიას" 12 გოლი გაუტანა და ოქროს ლიგის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" 19-წლამდელთა გუნდი ოქროს ლიგის ჩემპიონი გახდა.

გათამაშების ბოლო ტურში სულიკო დავითაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა "სამტრედია დაამარცხა" და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

"ლოკომოტივის" აკადემიის გუნდმა 1 დეკემბერს, საგურამოს ბაზაზე "სამტრედიას" 12-1 მოუგო.

სტუმრებს 3-3 გოლი ლევან გრძელიძემ და რევაზ ინჯგიამ გაუტანა. დუბლი შეასრულა ზურიკო დავითაშვილმა და შოთა შეყილაძემ. თითო გოლი ივანე ოქროპირიძემ და დავით ნაჭყებიამ გაიტანეს.

სულიკო დავითაშვილის გუნდმა 44 ქულა დააგროვა და თბილისის "დინამოს" ერთი ქულით აჯობა. "ლოკოს" 19-წლამდე გუნდმა 2018 წლის სეზონი წაუგებლად დაამთავრა. ოქროს ლიგის 16 ტურში დავითაშვილის
გუნდმა 14 მატჩი მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა.

ლოკომოტივი: გუგუშვილი, ჯაფარიძე, ანდრონიკაშვილი, ბუიღლიშვილი (შარიქაძე 29), სირაძე, ჯანაშია (კაპ), ოქროპირიძე, დავითაშვილი (ნაჭყებია 27), ინჯგია, გრძელიძე, შეყილაძე (გოგობერიშევილი 62)

მომზადებულია "ლოკომოტივის" ფეისბუქ - გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული