"კვარაცხელიას წასვლა "ნაპოლისთვის" დიდი დანაკლისი და პრობლემაა" - იტალიელი მწვრთნელი

AutoSharing Option
„ნაპოლის“ ყოფილმა თავდამსხმელმა მასიმო რასტელიმ, რომელიც აჟამად „აველინოს“ მწვრთნელია, 1 Station Radio-სთან ინტერვიუში ნეპოლური გუნდიდან ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის გამო წარმოქმნილ პრობლემაზე ისაუბრა:

- ახლა კვარაცხელიას მომავალ შემცვლელზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ უკვე არის პროგრესირებადი ნერესი. მას და „კვარას“ შორის რა ძირითადი განსხვავებებია?
- მე ჯერ ხვიჩას წასვლის შესახებ ვიტყოდი, რადგან სატრანსფერო ბაზარზე ან გუნდში მისი ალტერნატივის მოძებნაა საჭირო. თუ პოლიტანო ან ნერესი მწყობრში არ იქნებიან, მოკლე სათადარიგო სკამიდან გამომდინარე, არაა გამორიცხული რთული ვითარება შეიქმნას. ნერესი უდავოდ უნარიანია: ძალიან სწრაფია, მცველის მოტყუება ეხერხება და
უპირატესობის მოპოვება, მაგრამ მარჯვენა ფლანგზე დაბრუნების ნაკლები შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხვიჩას, რომელიც ბურთის კარში დასარტყმელად პოზიციას იცვლის, აგრეთვე მოედნის სიღრმიდან დრიბლინგის განხორციელება შეუძლია. მიუხედავად ამისა, დავიდი იმდენად სწრაფია, რომ თუ ორი მცველი არ მეურვეობს, მუდამ სახიფათოა.

- მოკლედ, თქვენ იმ აზრის ხართ, რომ „ნაპოლის“ შემადგენლობის სიღრმე აკლია?

- რაც აქამდე ვნახე, კონტე მხოლოდ ორ გარემარბს იყენებს. კვარაცხელიას დანაკლისი მძიმეა, რამეთუ ჩვენ ვლაპარაკობთ ფეხბურთელზე, რომელიც მოედანზე განსხვავებას ქმნის და სიტუაციას ცვლის. ასეთ შემთხვევაში მწვრთნელმა ვარიანტები უნდა შეაფასოს. იანვარში კარგი მოთამაშის დამატება ყოველთვის რთულია და თან ასეთი დონის ფეხბურთელის შეძენა საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ. თუ „ნაპოლის“ სკუდეტოსთვის ბოლომდე ბრძოლა სურს, ფინანსური მსხვერპლი უნდა გაიღოს და მაღალი კლასის შემტევი შეიძინოს. გადაწყვეტილების მიღება მწვრთნელს, სპორტულ დირექტორს და პრეზიდენტს მართებთ.

altხვიჩას კონკურენტები კარგ ფორმაში არიან, პსჟ-ს ლიგის შემდეგ უჭირს - მომავალ მეტოქესთან!..

მკითხველის კომენტარები / 2 /
რას ბოდიალობთ? პრობლემა არა კატასტროფა .საერთოდ არ ეტყობა ნაპოლის კვარაცხელის წასვლა.ზედიზედ იგებს თამაშებს და მის გარეშეც გახდება ჩემპიონი.მალე არც ის გამიკვირდება ხვიჩას სექტამ რომ სთქვას პსჟ ხვიჩამ გახადა ჩემპიონიო.რა გეშველებათ თქვე საცოდავებო
zaza
21:51 31-01-2025
30
არის ასეთი ბრძნული გამოთქმა: "ძუნწი იხდის ორჯერო" და ახია ლავრენტიზე. ხვიჩას დონის ფეხბურთელის შეძენას ჯერ ერთი ვერ მოახერხებს და კიდეც რომ მოახერხოს ამას 100 მილიონზე მეტი დაჭირდება, ანუ წააგებს 30 მილიონს, რომელიც ხვიჩას 4 წლის ხელფასი იქნებოდა (ხვიჩას პირობებს რომ დათანხმებოდა). ასევე, არა მგონია ხვიჩას დონის ფეხბურთელი მაგის 6-8 მილიონს დაჯერდეს.
ჟორა გაბრიჭიძე
21:26 31-01-2025
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული