წყალტუბოს სტადიონის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება [PHOTO]

AutoSharing Option
წყალტუბოს სტადიონის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასასრულს უახლოვდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და წყალტუბოს მერიის ერთობლივი პროექტით, სტადიონზე დაიგო ბუნებრივი საფარი, მოეწყო სადრენაჟე და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდა 500 ინდივიდუალური სკამი, გადაიხურა ტრიბუნები, გაკეთდა VIP და პრესლოჟები, დამონტაჟდა ოპერატორებისთვის განკუთვნილი ბოძები.

ამჟამად, მიმდინარეობს სარბენი ბილიკის დაგება და სტადიონის შემოღობვა.

სტადიონის სრული რეაბილიტაცია მომდევნო წლებში ეტაპობრივად განხორციელდება და საბოლოოდ, დაახლოებით, 3000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

მომზადებულია წყალტუბოს "სამგურალის" ოფიციალური Facebook-გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 5 /
მოედნის კოდეზე ბორდიური, ცუდი რაკურსის ბრალია, რეალურად სადრენაჟე არხია, რომლის სპეციალური თავსაფარი ექნება და 100% უსაფრთხო იქნება. რაც შეეხება რუსთავის მოედანს, დიდი ხანი სტადიონის იეგვლივ იყო გაურკვევლპბა თუ ვის ეკუთვნოდა, რაც ეხლა მოგვარებულია და მომავალი წლიდან რუსთავის რეაბილიტაციაც დაიწყება.
0
იმედია შეინარჩუნებს ადგილს ლიგაში სამგურალი
ზურ
18:00 10-12-2018
0

სიახლეები პოპულარული