საქართველოს ჩემპიონატში 65 წლის ფეხბურთელმა ითამაშა და გოლიც გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ ხარაგაულში საქართველოს რეგიონული ლიგის დასავლეთის ქვედა ჯგუფის მატჩი ადგილობრივ "ჩხერიმელასა" და ოზურგეთის "მერცხალს" შორის გაიმართა. ყოველდღიური სპორტული გაზეთის, "ლელოს" ვებგვერდის ინფორმაციით, მატჩში მონაწილეობა 65 წლის ფეხბურთელმა მიიღო.

გამოცემის ცნობით, მატჩი ოფიციალური იყო და ვეტერან სოსო აბაშიძეს მასში მონაწილეობის უფლება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მისცა.

სოსო აბაშიძე 1953 წლის 3 მაისს დაიბადა ხარაგაულის რაიონის სოფელ ისლარში. 1973-74 წლებში თამაშობდა თბილისის ასკ-ში (საქართველოს ჩემპიონატის I ლიგა, მწვრთნელი ზაურ კალოევი), 1974
-80 წლებში - ხაშურის "ივერიაში" (მწვრთნელი ნოდარ ქურდაძე), ხოლო 1980-87 წლებში - ხარაგაულის "ჩხერიმელაში" (მწვრთნელი მურთაზ აბაშიძე).

ხარაგაულის საფეხბურთო კლუბი "ჩხერიმელა" სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა 1980 წელს, ხოლო სტადიონი, სადაც ეს გუნდი თამაშობს, 2004 წლიდან ატარებს ძმების - სოსო და მურთაზ აბაშიძეების სახელს.

ვიდეოს სანახავად ეწვიეთ Lelo.ge-ს.

altმსოფლიოში ყველაზე ასაკოვან ფეხბურთელს 51 წელი შეუსრულდა

მკითხველის კომენტარები / 5 /
საგოლე გადაცემის ავტორი მე თვითონ ❤️❤️ ყველაზე ჟილკიანი ბაბუ ❤️❤️
ლაშა
12 დეკემბერი 2018 16:04
1
აგერ ნახავთ 70 წლისას თუ არ ითამაშებს ნაკრებში დვალიშვილი
uhu
12 დეკემბერი 2018 14:21
2
სტენლი მეტიუზს მაგრად გადავუჯოკრეთ! ))))))
ILIA
12 დეკემბერი 2018 13:04
1
ლიგა ერთშიც ითამაშებს, რაც აქ სიჩქარეები და ტემპია :-) თუ ევროპაში ფეხბურთელი თამაშში 13-14 კმ-ს გარბის, ჩვენთან ფეხბურთელის ძუნძული და სიარული ჯამში 5 კმ არ იქნება
ბარკა
12 დეკემბერი 2018 11:37
2
შენი ფანი ვარ სოსო !
Messi
12 დეკემბერი 2018 11:31
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული