ხმა გვინდა, ხმა! კლუბები წევრობას ითხოვენ, მეტი სუბიექტი დემოკრატიის გარანტიაა

AutoSharing Option
საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით, კლუბები ფეხბურთის ფედერაციაში განცხადების შეტანას აპირებენ.

ჩვენი ინფორმაციით, ამის სურვილი აქვთ ხობის "კოლხეთს", ლანჩხუთის "გურიასა" და ოზურგეთის "მერცხალს", რიგში დგას ბათუმის "დინამო".

"გურიის" აღმასრულებელი დირექტორი ოთარ ჩხაიძე ამბობს:

"ჩვენ სუბიექტად აღდგენის სრული უფლება გვაქვს. ამ მოთხოვნით ოზურგეთის "მერცხალმა" და ჩვენს ფედერაციაში ერთობლივი წერილი გავაგზავნეთ. სხვებზე კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვიცი, რომ იმავეს კიდევ რამდენიმე კლუბი აპირებს.

მაგრამ გვითხრეს, რომ ყრილობაზე მხოლოდ საარჩევნო საკითხები განიხილება და ეს მოთხოვნა შემდეგ ყრილობაზე წამოაყენეთო. ეს არის უკანონობა.

ამასთან
დაკავშირებით მკაფიო განმარტება სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ გააკეთა. სფფ-ის წესდებით, ყრილობის დღის წესრიგის რიგითობაში წერია, რომ ყრილობამ სფფ-ის წევრის მიღებისა და სტატუსის საკითხი უნდა განიხილოს, შემდეგ კი პრეზიდენტი და აღმასკომის წევრები აირჩიონ. ანუ ყრილობაზე შესაძლებელია სფფ-ში სუბიექტის მიღება, რომელიც შემდეგ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას!

სირცხვილია, "გურიას" ხმა რომ არ აქვს. საინტერესოა, რისი ეშინიათ? მივცეთ საშუალება ხალხს, თავისი აზრი გამოხატოს. მეტი სუბიექტი თავისუფლებისა და დემოკრატიის მეტი ხარისხის გარანტი არ იქნება"?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული