გააკეთე დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
Lelo.ge და გაზეთი "ლელო" გთავაზობთ ახალ პროექტს "ჩემი გუნდი", რომელიც ეტაპობრივად საშუალებას მოგცემთ, თავი მწვრთნელად იგრძნოთ და თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ სიმბოლური ნაკრები...

პირველი არჩევანი დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრებზე შევაჩერეთ. მეკარის, ოთხი მცველის, ოთხი ნახევარმცველისა და ორი თავდამსხმელის "დაკლიკებით" საშუალება გეძლევათ, მოედანზე განალაგოთ თქვენი რჩეული თერთმეტეული. არჩევანი ხომ მართლაც მრავალფეროვანია - გიორგი ქინქლაძითა და კახა ცხადაძით დაწყებული - გურამ კაშიათი და გიორგი ჩაკვეტაძით დამთავრებული.

გაითვალისწინეთ, რომ ერთ პოზიციაზე მხოლოდ თითო ფეხბურთელის დაყენებაა შესაძლებელი. ტექნიკურად არც ისაა შესაძლებელი, რომელიმე მოთამაშე ორ-სამ პოზიციაზე გავამწ
ესოთ, ეს ხომ ნამდვილი მოედანი და ნამდვილი ფეხბურთი არ არის...

ხმის მიცემა შეგიძლიათ 24 საათში ერთხელ.

იმასაც მოგახსენებთ, რომ პროექტი სატესტო რეჟიმშია და ნელ-ნელა იხვეწება.

დეკემბრის ბოლოს, ნაკრების თქვენეული ვერსიების შედგენით გულს რომ იჯერებთ, შერჩევა დასრულდება, დაითვლება ხმების რაოდენობა, პროცენტული მაჩვენებლები და გაზეთ "ლელოში" შემოგთავაზებთ ვრცელ პუბლიკაციას საქართველოს ნაკრების შესახებ.

თქვენი გუნდის ასაწყობად გადადით ბმულზე
მკითხველის კომენტარები / 1 /
კალაძეს თამაშების უმეტესობა მარცხენა მცველად აქვს ჩატარებული ნაკრებში, ასევე ხიზანიშვილსაც უთამაშია მარჯვენა მცველად. არჩევისას მარტო ცენტრალურ მცველებად ამატებს მათ პროგრემა, რაც უკვე არასწორია.
baxt
21:45 12-12-2018
0

სიახლეები პოპულარული