სფფ და საგანმანათლებლო ორგანიზაცია UK Bridge ითანამშრომლებენ

AutoSharing Option
15 იანვარს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ქართული ფეხბურთის მმართველ ორგანოსა და საგანმანათლებლო ორგანიზაცია UK Bridge-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ქვეყანაში ფეხბურთის, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და განათლების დონის ამაღლების მიზნით, ერთობლივ ინიციატივებს დაგეგმავენ და განახორციელებენ.

თანამშრომლობის მთავარი მიზანია, მრავალფეროვანი საერთაშორისო სასწავლო პროგრამების შეთავაზების გზით, განათლებითა და სპორტით თანაბრად დაინტერესებულ ადამიანებს მიეცეთ საშუალება, განავითარონ ორივე მიმართულება საზღვარგარეთ.

აღნიშნული ინიციატივა უპრეცედენტოა და პირველია, როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ისე UK Bridge-ის მხრიდან.

2019 წელს UK Bridge-ი მისთვის უპრეცედენტო მასშტაბის 50%-იან
ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს მოსწავლეებს სკოლა-პანსიონ Ackworth School-ში.

საბუთების მიღება 15 იანვარს დაიწყო. დამატებითი ინფორმაცია A LEVEL-ის სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე.

Ackworth School დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი საუკეთესო სკოლა-პანსიონია. მდებარეობს დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, დასავლეთ იორკშაირში. აღსანიშნავია, რომ მაღალი ხარისხის აკადემიური პროცესის გარდა, გამოირჩევა სპორტული პროგრამით. სკოლას აქვს ძლიერი ფეხბურთის აკადემია. საყურადღებოა, რომ სტიპენდია ფეხბურთის აკადემიაზეც ვრცელდება.

UK Bridge-ი მუშაობს განათლების მაღალი ხარისხის დამკვიდრებაზე და არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტიური, ნოვაციური და სანდო ორგანიზაცია საზღვარგარეთ განათლების მიღების სფეროში. ის 2008 წელს დაარსდა და მას შემდეგ 3500-ზე მეტი სტუდენტი განათავსა მსოფლიოს წამყვან სკოლებსა და უნივერსიტეტებში ევროპასა და აშშ-ში.

UK Bridge-ი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც საქართველოში დაამკვიდრა განათლების საერთაშორისო გამოფენების ორგანიზება. გამოფენის დამსწრეებს საშუალება ეძლევათ, პირადად შეხვდნენ ინსტიტუტების წარმომადგენლებს და მიიღონ მათთვის საინტერესო, ამომწურავი ინფორმაცია.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული