მიდის თუ არა ხვიჩა კვარაცხელია მოსკოვის "ლოკომოტივში" - ფეხბურთელის კომენტარი

AutoSharing Option
ეს დღეები აქტიურად მიდის საუბარი "რუსთავის" ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას მოსკოვის "ლოკომოტივში" გადაბარგების შესახებ.

Sportall.ge ქართველ ფეხბურთელს დაუკავშირდა და ინფორმაცია გადაამოწმა.

- უკვე აქტიურად იწერება, რომ მოსკოვის "ლოკომოტივში" შეიძლება წახვიდე იჯარით. რამდენად რეალურია ეს ფაქტი და რას ფიქრობ, შეძლებ ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვებას?
- ჯერ არაფერი არ არის დაზუსტებით გადაწყვეტილი. ჩემი აგენტი მუშაობს ამ საკითხზე, თუ სად გავაგრძელებ კარიერას. როცა დაზუსტებით გვეცოდინება, რა როგორ იქნება, შეგატყობინებთ. დანარჩენზე ჯერ ვერ ვილაპარაკებ.

- როგორ შეაფასებ შენს წინა სეზონს? რამდენად კმაყოფილი ხარ, თვლი, რომ
შენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინე?
- ალბათ, ფეხბურთელი თავისი თავით კმაყოფილი არასდროს არ უნდა იყოს და სულ მაქსიმალურზე უნდა იფიქროს. სეზონს დადებითად შევაფასებდი, მაგრამ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად ვერ გამოვავლინე.

- წინა წლის განმავლობაში იყო ჭორები "ბაიერნზეც" და ა.შ. რა გრძნობაა, როცა შენით ასეთი გრანდი ინტერესდება და იყო თუ არა ეს რეალური?
- როცა შენით ასეთი გრანდი ინტერესდება, ეს ორმაგი მოტივაციაა. იყო მოლაპარაკება, რომელიც არ შედგა.

- რამდენად კომფორტულად გრძნობ თავს "რუსთავში" და რას ელი მომავალი სეზონისგან?
- "რუსთავში" თავს მშვენივრად ვგრძნობ და დრო გვაჩვენებს ყველაფერს.

altsport-express.ru: ქართველი სუპერტალანტის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა მოსკოვის "ლოკომოტივს" სურს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
ბაიერნს უნდა თანაც იხვეწება..წავიდეს ბაიერნში მოსკოვის ლოკომოტივს ხომ ჯობია ბევრად
მიუხენი
23 იანვარი 2019 20:30
0
რუსეთის პრემიერლიგაში ვერ ქაჩავენ და ეგ თქვით რა. სხვა მეტი არაფერი გეთქმით და ევროპა ევროპას გაიძახით! დააბრალეთ ყველაფერი რუსეთს ეხლა! ლოკომოტივი ცსკა და სპარტაკი ლუბოი საშუალოზე ძლიერ გუნდს გახევენ ანგარიშში. ვის რად უნდა ეს ნახევრად პროფესიონალი ფეხბურთელები ევროპაში ვის? ერთი გუნდი ან ტრანსფერი დამისახელეთ რომელიმე რომ ქართველი ეყიდოს ნორმალურ გუნდს?
საბა
23 იანვარი 2019 17:08
10
მიდი მეგრელო მაგარია. რომელი ქართველიც რუსეთში წავიდა სათამაშოდ ფული გააკეთა კარიერა ვერა.
გიგა
23 იანვარი 2019 15:44
4
გიგა
მიდი მეგრელო მაგარია.რომელი ქართველიც რუსეთში წავიდა სათამაშოდ ფული გააკეთა კარიერა კი გაიფუჭა.
23 იანვარი 2019 15:39
4
რა ბაიერნი, რის ბაიერნი?! ახლობლებმა დაპატიჟეს გერმანიაში სტუმრად და ვიღაცეებმა დაწერეს ბაიერნი ეპატიჟებაო. სასაცილოა. თან მოლაპარაკება არ შედგაო, ესეც რომ გვაბოლებს :|
Modric
23 იანვარი 2019 15:22
4
არავინ არ გაბოლებთ ზუსტად ვიცი რომ არშედგამოლაპარაკებები გარკვეული მიზეზების გამო
!
23 იანვარი 2019 16:27
3
ძალიან კარგი და პერსპექტიული ფეხბურთელია, ის გრანდში იმსახურებს თამაშს,იმედია უკეთესი შემოთავაზება ექნება.წარმატებები.
vano
23 იანვარი 2019 13:49
3
მიდი მეგრელო,იცით მეგრელებმა შრომის ფასი და ლოკომოტივი კი არა ევროპაში გიხილავთ.მაგრალი კოჩი მანგარ კოჩი წჷმეულა...
ბაჩო
23 იანვარი 2019 13:16
15
dzalian kargia tu rusul premier ligashi shedzlebs tamashs...waatebebi...
romandro
23 იანვარი 2019 13:14
8
ოკუპანტიაო და ფულის საშოვნელად კარგად გარბიხართ რუსეთში! ან მტერი იყოს ან მოყვარე ჩამოვყალიბდით!
ვაი
23 იანვარი 2019 12:37
8
საღოლ, 17 წლის ბიჭს ფულის მეტი სადარდებელი რო არ გაქვს))) თუ მაგრად განვითარდები რუსეთის მოედნებზე?)))))))
Tbiliseli
23 იანვარი 2019 12:12
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული