თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე მეორე მატჩიც ფრედ დაასრულა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამოსა" და სერბეთის სუბოტიცას "სპარტაკის" მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანგარიში შესვენების შემდეგ სერბულმა გუნდმა გახსნა, 90-ე წუთზე კი კუხიანიძემ საპასუხო გოლი გაიტანა.

დინამო: პერალესი (სიკაჩი 46), რუხაია (გაბიტაშვილი 75), კობოური (აბდელი 54), მონხილი (ძოწენიძე 56), იაშვილი, ივანისენია (ქარდავა 60), პაპავა(კუხიანიძე 46), შენგელია (ნინუა 69), შულაია (ერგემლიძე 65), კუტალია (ზარია 46), კარბია

შეგახსენებთ, პირველ საკონტროლო შეხვედრაში "დინამო" პლოვდივის "ლოკომოტივს" დაუზავდა (2:2).

მომდევნო შეხვედრას თბილისელები ბოსნიურ "შიროკი ბრეგთან" 5 თებერვალს ჩაატარებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული