voetbalprimeur.be: მოახერხებს თორნიკე ოქრიაშვილი 26 წლის ასაკში კარიერის გაგრძელებას? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიურმა voetbalprimeur-მა აღნიშნა, რომ მათ ლიგაში იანვარში 40 ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა, თუმცა არიან თავისუფალი აგენტების სტატუსის მქონენი, მათ შორის ცნობილები და სვამს კითხვას - შესაძლებელია თუ არა, რომ A დივიზიონში განაახლონ კარიერა.

უგუნდოდ მყოფთა შორის მოხსენიებულნი არიან იბრაჰიმ აფელაი, სტეფან მბია, ალეკსანდერ კაჩანიკლიჩი, შელდონ ბატო, ჟაჟა კოელიო, გეორგიოს კოუტრობისი, ლოგან ბაიი, კრისტიან ბრულსი და თორნიკე ოქრიაშვილი.

სტატიაში თორნიკე მოკლედ დაახასიათეს და ვიდეოც დაურთეს.

"გახსოვთ "გენკის" ნახევარმცველი? მას საკმაო ტალანტი ჰქონდა, მაგრამ მენტალურმა პრობლემებმა შეუშალა ხელი. ტრავმების შემდეგ დეკემბერში "კრასნოდართან" კონტრაქტი
გაწყვიტა. მოახერხებს ის 26 წლის ასაკში კარიერის გაგრძელებას?"

ოქრიაშვილი გენკში" 2014-2016 წლებში თამაშობდა და 34 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
-ოქრი არის დიდი ქართველი შემსრულებელი...
ozeki
00:27 03-02-2019
15
არ დამძრახოთ რასაც ეხლა დავწერ მაგრამ ჩემი აზრით რუსეთში გაგრძელებს ისევ დიდი ალბათობით ურალში ან "კამაზში" კარიერას ან ყავაზახეთში წავა.
გიორგი
23:48 02-02-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული