ვლადიმირ ვაისი: აქ კობიაშვილის მხარდასაჭერად ვარ... ლევან ხარაბაძე?

AutoSharing Option
15 თებერვალს სფფ-ს საარჩევნო ყრილობას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი ესწრებოდა, რომელმაც ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- ლევანის კამპანიის მხარდასჭერად ჩამოვედი. ის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით ერთხმად აირჩიეს. მისი პირველადი მუშაობის შედეგი აისახა ამ პერიოდში, საქართველოში საგრძნობლად გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა და სხვადასხვა საინტერესო პროექტით გარკვეული შედეგებიც უკვე არის.

მე ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. ამ შემთხვევაში მე შემიძლია მივულოცო მას და ვუსურვო იმ ნაყოფიერი საქმეების გაგრძელება, რასაც აქამდე აკეთებდა. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ერთად ვმუშაობთ ქართული ფეხბურთის წარმატებისთვის. ლევანი ახალგაზრდა
მენეჯერია, რომელიც ფიქრობს მომავალი თაობის განვითარებაზე და აქვს ბევრი იდეა.

- ლევან ხარაბაძეზეც გკითხავთ, გუშინ ევროპა ლიგაზე ითამაშა. მოიხსნა მარცხენა მცველის პრობლემა, რადგან მარტო გიორგი ნავალოვსკი აღარ გვეყოლება?
- ლევანი არ არის პირველი ფეხბურთელი, რომელიც თბილისის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელია. აქ არის კარგი სკოლა, რომელიც ევროპაში უშვებს ნიჭიერ ფეხბურთელებს. თუნდაც გიორგი ჩაკვეტაძე ავიღოთ.

ვერ ვიტყოდი, რომ გიორგი ნავალოვსკია მარტო მარცხენა მცველი, ჩვენ გვყავს დვალი და ტაბიძე. მე ვუყურებ ლევანის განვითარებას, ის ავსტრიაში გვყავდა გამოძახებული. მას აქვს შესამჩნევი პროგრესი და არის საკმაოდ პერსპექტიული ფეხბურთელი. ის ძალიან კარგ ასპარეზზე მოხვდა და აქვს შანსი, შესამჩნევად მოუმატოს.

შეგახსენებთ, რომ ლევან კობიაშვილი სფფ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს.

altლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

altლევან ხარაბაძემ "ნაპოლისთან" მატჩში საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო


მკითხველის კომენტარები / 7 /
მეტი კითხვა არ გქონდათ? ან ამ ჯგუფში რას ფიქრობს, ან ბელორუსიაზე. ან საერთოდ რა ხედვა აქვს ფეხბურთის განვითარებაზე. ან რას აპირებს, როცა შარშანდელი გუნდიდან ნახევარს ან ტრამვა აქვს ან უგუნდოდაა. თუ მაინც დამაინც ყაზახური, რუსული, ბელორუსული გაზეთებიდან უნდა გავიგოთ?
ჰაჰა
15:16 15-02-2019
2
ნუ ექსკლუზივი რო გააკეტოტ ერტხელ მაინც მაგის ტავი ალბატ არ გაქვტ ხო?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული