თურქულ შეკრებაზე საქართველოს ჩემპიონმა "საბურთალომ" მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა - გროზნოს "ახმატთან", რომლის საპატიო პრეზიდენტიც ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი რამზან კადიროვია, 1:2 დამარცხდა.
"საბურთალოდან" გოლი 62-ე წუთზე კაკუბავამ გაიტანა.
საბურთალო (სასტარტო): მიგინეიშვილი, ლაკვეხელიანი, კაკუბავა, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, გორგიაშვილი, ინტერს გი, კოხრეიძე, დიასამიძე, ვაგნერი, გოშთელიანი
საბურთალოელებმა შეკრებაზე "ვიტორულს" 2:1, ხოლო "ნაპრედაკს" 3:0 მოუგეს, ფრედ დაასრულეს მატჩები "პანდევის აკადემიასთან" (0:0), "ესკილსტუნასთან" (1:1) და "სარაევოსთან" (3:3), "რაბოტნიჩკისთან" კი 1:2 დამარცხდნენ.