U15. თბილისის "დინამომ" "ანორთოსისი" 10:0 გაანადგურა

AutoSharing Option
გუშინ, 18 თებერვალს კვიპროსში შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამოს" 15-წლამდელთა გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა.

ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი ფამაგუსტას "ანორთოსისის" 15-წლამდელებს შეხვდა და ათი უპასუხო გოლით იმარჯვა.

შეხვედრაში ხუთი გოლი იობაშვილმა გაიტანა, დანარჩენი ხუთი ზუსტი დარტყმა კი თოდუას, გეგიაძის, მოლაშვილის, დევიძის და დათუნაშვილის ანგარიშზეა. თბილისელები დღეს ივარჯიშებენ, ხვალ კი კიდევ ერთ სპარინგს ჩაატარებენ, რომელშიც ნიქოზიის "აპოელს" დაუპირისპირდებიან.

U15. დინამო 10:0 ანორთოსისი

U15 დინამო: ბერუაშვილი, არჩაია, გოგებაშვილი, შიოლაშვილი, ლაცაბიძე, ცხოვრებაშვილი, გაფრინდაშვილი, თოდუა, აღდგომელაშვილი, იობაშვილი, გეგიაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ჯოჯუა, ჯანაშია, მოლაშვილი, დათუაშვილი, კვერენჩხილაძე,
ნიკოლაიშვილი, კობახიძე, როსივერი, ხუტიაშვილი, ბაგრატიონი, დევიძე

მომზადებულია Fcdinamo.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული