თურქულ შეკრებაზე თბილისის "დინამო" ამხანაგურ მატჩში ლუგანსკის "ზორიასთან" 1:2 დამარცხდა.
პირველ ტაიმში ანგარიში ნინუამ გახსნა, შესვენების შემდეგ მოწინააღმდეგემ პენალტით ანგარიში გაათანაბრა, 86-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა.
დინამო (სასტარტო): პერალესი, რუხაია, მეჯუბი, მონხილი, ნოჩე, ქარდავა, შენგელია, ივანისენია, ნინუა, როხანო, კუტალია
სათადარიგოები: სიკაჩი, იაშვილი, კობოური, გაბიტაშვილი, პაპავა, კუხიანიძე, შულაია, ერგემლიძე, კარბია
მეტოქე გუნდის სასტარტო შემადგენლობაში 25 წლის ნახევარმცველი ლევან არველაძე იყო, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. ის 58-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება მეკარე ზაურ მახარაძეს, განაცხადში არ იყო.