თბილისის "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდმა თურქულ შეკრებაზე კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ყაზახური "ტობოლის" დუბლებს დაუპირისპირდა და მიუხედავად სათამაშო უპირატესობისა, მხოლოდ მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა მეტოქე.
გოლი გიორგი აბუაშვილის ანგარიშზეა. შეგახსენებთ, რომ 19 წლამდელებმა მანამდე კიდევ ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარეს. ჯერ "ანთალიასფორი" დაამარცხეს დიდი ანგარიშით 5:1, შემდეგ კი "ნორდსტრანდი" 5:0 დაჯაბნეს. ხვალ ჩვენი 17 წლამდელთა გუნდი "ალანიასფორს" შეხვდება და ამით მათი შეკრება დასრულდება.
U19 დინამო: კუტალაძე, აწყურელი, ხვადაგიანი, კალანდაძე, გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი, ხორხელი, გულდედავა, აზაროვი, აბუაშვილი, მოისწრაფიშვილი
შეცვლაზე შევიდნენ:
ჩარკვიანი, ჭავჭანიძე, მელიქიშვილი, ლომინაძე, ლომთაძე, მორჩილაძე
fcdinamo.ge