Sportall.ge-სა და "საბურთალოს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

AutoSharing Option
სპორტულ ვებგვერდ Sportall.ge-ს, Lelo.ge-სა და საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მოქმედ ჩემპიონ თბილისის "საბურთალოს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმების შესაბამისად, Sportall.ge "საბურთალოს" მედიაპარტნიორობას გაუწევს და საფეხბურთო კლუბის პოპულარიზაციაში დაეხმარება.

"პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანამშრომლობისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი როგორც ჩვენი კლუბის, ასევე ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციის და განვითარების კუთხით. ჩვენი კლუბის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის გულშემატკივრის დაინტერესება, ჩართულობა და მუდმივი კომუნიკაცია. თქვენი ვებგვერდის საშუალებით მსურს მივმართო ქართველ გულშემატკივარს,:იარეთ სტადიონებზე, შეიტანეთ თქვენი წვლილი ქართული ფეხბურთის განვითარებაში. ეს ჩვენი ფეხბურთია და
ერთად უნდა განვავითაროთ", - განაცხადა "საბურთალოს" კომერციულმა დირექტორმა მიხეილ ძაგნიძემ.

"ჩვენი რედაქცია მოხარულია მოქმედ ჩემპიონთან მემორანდუმის გაფორმებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენსა და კლუბს შორის თანამშრომლობა ქართული საკლუბო ფეხბურთისადმი და "საბურთალოსადმი" ადმიანების ინტერესს კიდევ უფრო გაზრდის. მინდა წარმატებები ვუსურვო "საბურთალოს" ქართულ ასპარეზზე და ასევე, ევროტურნირების მატჩებში", - განაცხადა Sportall.ge-ს რედაქტორმა თენგიზ ოყუჯავამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული