U13. "საბურთალომ" IBER CUP-ზე 4-დან 3 მატჩი მოიგო და ჯგუფს ლიდერობს

AutoSharing Option
ფოტო: Fcsaburtalo.ge

პორტუგალიაში მიმდინარე IBER CUP-ის გათამაშებაში "საბურთალოს" 2006 წელს დაბადებულთა გუნდი წარმატებით თამაშობს.

ირაკლი აბრამიშვილის გაწვრთნილებმა ოთხი მატჩი გამართეს და 10 ქულით ჯგუფის ლიდერები არიან.

მოზარდმა "საბურთალოელებმა" ჯგუფურ ეტაპზე დაასრულეს ასპარეზობა. დღეს ერთმანეთს ინგლისის "დონკასტერი" და პორტუგალიის "კოვა დე პიედადე" ხვდებიან.

ბრიტანელებმა ცხრაბურთიანი სხვაობით და მეტით არ უნდა მოიგონ, დანარჩენ შემთხვევაში პირველობას "საბურთალოელები" არავის დაუთმობენ.

პირველ სათამაშო დღეს საბურთალოელები "დონკასტერს" გაეჯიბრნენ. მატჩი 1:1 დასრულდა.

"საბურთალო
დან" ერთადერთი ბურთი კონსტანტინე სანაიამ გაიტანა, მეორე მატჩში კი "ბოავიშტასთან" თბილისელებმა 6:0 იმარჯვეს.

დანიელ ქვარცხავამ და კონსტანტინე სანაიამ დუბლი მიითვალეს, ერთხელ მეტოქის კარი აკაკი მენაღარიშვილმა აიღო, ერთხელაც თეიმურაზ ოდიკაძემ გამოიჩინა თავი.

მეორე სათამაშო დღეს საბურთალოელები "ეშტორილს" დაუპირისპირდნენ და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს. მოწინააღმდეგე ზურაბ ცაგარელმა და გიორგი ხურციძემ დაამწუხრეს.

გადამწყვეტ შეხვედრაში თბილისელებმა "კოვა დე პიედადე" 3:0 დაამარცხეს და დამსახურებულად ლიდერობენ გათამაშებას. გოლები კონსტანტინე სანაიამ, აკაკი მენაღარიშვილმა და დანიელ ქვარცხავამ გაიტანეს.

ტურნირის ფორმატი ასეთია: 8 ქვეჯგუფიდან პირველადგილოსნები ორ ოთხგუნდიან ქვეჯგუფს შექმნიან და "სუპერლიგაზე" გააგრძელებენ თამაშს.

მეორეადგილოსნები - "ოქროს", მესამეადგილოსნები - "ვერცხლის", ხოლო მეოთხე ადგილზე გასულები "ბრინჯაოს" ლიგაზე ითამაშებენ.

ტურნირი 19 აპრილს დასრულდება.

მომზადებულია Fcsaburtalo.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული