"საბურთალომ" IBER CUP-ზე მესამე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
ფოტო: fcsaburtalo.ge

"საბურთალოს" 2006-წლიანების გუნდი, რომელსაც ირაკლი აბრამიშვილი ხელმძღვანელობს, პორტუგალიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე IBER CUP, მესამე ადგილზე გავიდა.

სუპერლიგის ჯგუფის ბოლო ტურში "საბურთალო" "პორტუს" დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. გამარჯვების შემთხვევაში კი ჩვენი გუნდი ფინალში ითამაშებდა. "პორტოსთან" მატჩში საბურთალოელებმა რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს, არადა, წარმატებისთვის ძალიან ცოტა დააკლდათ.

რაც შეეხება ზოგადად ტურნირს, პირველ ჯგუფურ ეტაპზე თბილისელებმა პირველობა არავის დაუთმეს - "ბოავიშტას" 6:0 მოუგეს, "ეშტორილს" 2:0 აჯობეს, "კოვა დე პიედადე" 3:0 დაამარცხეს, ხოლო ინგლისის "დონკასტერთან" ფრედ, 1:1 დაასრულეს შეხვედრა.

მეორე
ჯგუფურ ეტაპზე, სადაც 8 ქვეჯგუფის გამარჯვებულებმა მოიყარეს თავი და ორ ჯგუფში გადანაწილდნენ, საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავეს. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩვენს გუნდს მეტოქეობას "პორტუ", "ბოავიშტა" და "ბრაგა" უწევდნენ.

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
საბურთალოს,ლოკომოტივს,დინამოს კარგი აკადემიები აქვთ.იმედი გვესახება!
kaxa
16:20 19-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული