"გამარჯვებულის მენტალიტეტი, რომელიც "მილანში" გვქონდა, მინდა პოლიტიკაში გადავიტანო"

AutoSharing Option
იტალიური "მილანის" ყოფილმა მცველმა და თბილისის ამჟამინდელმა მერმა კახა კალაძემ იტალიურ avvenire.it-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა.

- როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
- ძალიან დატვირთული. იწყება დილით ადრე და გვიან ღამით სრულდება. დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებლების საჭიროებებს ვასრულებ.

- რომელი უფრო რთულია: სახელმწიფო მოხელეობა თუ სპორტსმენობა?
- პოლიტიკოსი არასდროს უნდა დამარცხდეს: ჩვენი გადაწყვეტილებები ხალხზე მოქმედებს. ფეხბურთში კი შენმა გუნდმა შეიძლება წააგოს ან ფრე ითამაშოს.

- რას ნიშნავს თქვენთვის იტალია და "მილანი"?
- ის, ვინც დღეს ვარ, თქვენი ქვეყნის და "მილანის" დამსახურებაა. გამარჯვებულის
მენტალიტეტი, რომელიც "როსონერიში" გვქონდა, მინდა პოლიტიკაში გადავიტანო.

- რას იტყვით "მილანზე"?
- ამ გუნდს განვითარება შეუძლია. გატუზო კარგად მუშაობს, მისი გაწეული სამსახური მომწონს. იმედი მაქვს, "მილანი" ჩემპიონთა ლიგაზე გავა.

- ჯენაროსთან უამრავი ისტორია გაკავშირებთ?
- თითოეულ ვარჯიშზე ერთი ასეთი ისტორია ყოველთვის ხდებოდა. ყოველი დღე სხვადასხვა ხუმრობით იყო სავსე. მას ყოველთვის პროვოკაციაზე ვაგდებდი, მაგრამ ძალიან ერთიანები ვიყავით. ზოგიერთი ძალიან მშვიდი ჩანდა, მაგრამ რეალურად პირიქით იყო, მაგალითად, პირლო... კარგი ფეხბურთელები, მეგობრები და კაცები ვიყავით. მხოლოდ ერთი პრობლემა იყო...

- რა პრობლემა?
- ბრაზილიელების ჩაცმულობა. ვერ შეხედავდი. და ფილიპო ინძაგი... მისი ტყავის ქურთუკი ახლაც მახსოვს...

- მალდინი ამ გუნდის სიმბოლო იყო...
- პაოლო მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა. ახლა სწორ ადგილას არის. იმედი მაქვს, უმაღლესი დონის გუნდს ააშენებს.

- პიონტეკი შევჩენკოს ჰგავს?
- ვიტყოდი, რომ არა. პოლონელი კარგად თამაშობს, მაგრამ დიდი გზა აქვს გასავლელი, სანამ შევჩენკოს შევადარებთ. ის ერთ-ერთი საუკეთესოა, ვისთანაც მითამაშია.

- და სხვები ვინ არიან?
- მალდინი, ნესტა, რივალდო, ინძაგი, რუი კოშტა, რონალდინიო.

- და მეტოქეებს შორის ვის გამოარჩევდით?
- იბრას, ვიერის, რონალდოს.

- რომელია ყველაზე სასიამოვნო მოგონება, რომელიც "მილანს" უკავშირდება?
- პირველი მოგებული ჩემპიონთა ლიგა მანჩესტერში. ამ ემოციას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. შესანიშნავი იყო სკუდეტოსა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგებაც. გულშემატკივრები ჩვენით ამაყობდნენ. ძალიან გულდასაწყვეტი იყო სტამბულში "ლივერპულთან" წაგებული ფინალი.

- რა იყო თქვენი საიდუმლო? დღევანდელი "იუვე" ძალიან ძლიერია, მაგრამ ევროპაში შედეგის მიღწევა არ გამოსდის. თქვენს დროს წარმატების მისაღწევად მეტი გუნდი იბრძოდა, მაგრამ გამარჯვებული თქვენ გამოდიოდით...
- "იუვენტუსთან" დაკავშირებით დეტალებში არ შევალ. ჩვენი წარმატების საიდუმლო ნიჭი და ხასიათი იყო, რის გარეშეც შორს ვერ წახვალ. შეიძლება ნაკლებად მნიშვნელოვან მატჩებში დავმარცხდით, მაგრამ ყველა საჭირო შეხვედრებს ვიგებდით.

- და ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი რომელია?
- "ინტერის" კარში გატანილი გოლი. ისტორიაში შევედი, "ინტერი" ჩვენი მთავარი მეტოქე იყო.

- როგორ დავასრულოთ ინტერვიუ?
- Forza Milan!
მკითხველის კომენტარები / 19 /
ის ვინც უარყოფითს წერს, ის რომ იცოდეს იტალიაში, კერძოდა რომში როგრო იყვარს ყოველ იტალიელს, უბრალო ტაქსის მძძღოილდან დაწყებულს უბრალოდ თუ ნამუსი აქვს შერცხვებოდა და თუ არა უფრო გაბოროტდებოდა!!კარგით რა კარგით მსოფლიოს დედა ქალაქი იძახის კალას!!!!! შეგრცხვეტშურიანებო!!!
---------
30 აპრილი 2019 14:08
0
ყოველთვის მეყვარება ფეხბურთელი კახა კალაძე! რაც შეეხება პოლიტიკოსს, მე სხვა შეხედულებები მაქვს, ასე რომ, პოლიტიკოსი კალაძით მოხიბლული არ ვარ ნამდვილად.
ანა
30 აპრილი 2019 12:23
0
კალაძის,როგორც პოლიტიკოსის მიმართ,მეც უამრავი პრეტენზია მაქვს,მაგრამ როგორც ფეხბურთელი,ის ყველაზე ტიტულოვანი ქართველია და ეს შემთხვევით არ ხდება.როგორც ადამიანი კი,იგი გამოჩნდა წყალდიდობის დროს,როცა მთელი ღამის განმავლობაში,შეუსვენებლივ მუშაობდა ხალხის დასახმარებლად.შედარებისათვის კი სააკაშვილის საქციელი გამოდგება,ლეღვთახევის წყალდიდობის დროს დროს,როცა ის ხალხის დახმარების ნაცვლად ევროპაში გაფრინდა,თვითმფრინავს მარშრუტი შეაცვლევინა და იტალიაშიც ჩაფრინდა,თავისი "გოგონებისათვის "სასაჩუქრე ძვირფასი საათების შესაძენად.
სოსო
30 აპრილი 2019 10:36
0
ამ კომენტარებს, რომ ვკითხულობ კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ჩვენ ხალხს ერთმანეთის ზიზღი, ბოღმა და შური დაღუპავს. ერთმანეთის გადათელვაში, რომ ჩემპიონები ვართ იმიტომ ვართ დღეს ასეთ დღეში. კახი არის დიდი ფეხბურთელი და პატრიოტი კაცი. ის ქველმოქმედი იყო პოლიტიკაში მოსვლამდე და ახლა უფრო დიდი მაშტაბით აგრძელებს ამ სასიკეთო საქმეს. ეს ფაქტია ნაცებო და ნუ ბორგავთ. ერთხელ მაინც სიმართლეს შეხედეთ თვალებში.
badri
29 აპრილი 2019 11:17
1
ak marto nacebi ar akomeniteben da marto nacebi ar cxovroben sakartveloshi da shen shemogevke sheni kociri demagogia shentvis sheinaxe, kargi!!!
სანდრო
29 აპრილი 2019 23:27
2
visac adamimianebis asti warmatebebi da titulebi shurs imatgan ratom gwyint tu marto avtogolze saubroben?..natlad chans ro fegburtidan da saertod sportidan shors arian...
romandro
26 აპრილი 2019 18:51
4
კიი ხო აყვავე თბილისი:)
გოგა
26 აპრილი 2019 13:18
12
უბრალოდ ფეხბურთიდან პირდაპირ ვიცეპრემიერად რომ მიდის ეს მხოლოდ აფრიკის ქვეყნებში,თანაც აფრიკის ბანანის ქვეყნებში შეიძლება მოხდეს.რატომ არსებობს ცნობილი უნივერსიტეტები ოქსფორდი,კემბრიჯი და სხვა იმიტომ რომ მაგარი განათლება მიიღონ ახალგაზდებმა და ამის შემდეგ ქონდეთ პრეტენზია თანამდებობებზე.კაცს წიგნი არ წაუკითხია და ამხელა ქალაქის მერად ირჩევ.
რუსთაველიდან ბანანის ქვეყნამდე
26 აპრილი 2019 12:35
8
ნაღდი ხარ!
ილარიონი
26 აპრილი 2019 13:56
5
ნერვები მეშლება სპორტულ საიტზე პოლიტიკური კომენნტარები როცა დევს. ან წაშალეთ ან რამე მოუხერხეთ. კალა იყო და დარჩება ქართული ფეხბურთის ლეგენდად, მინიმუმ მანამდე იქნება პირველ ადგილზე სანამ ვინმე სხვა არ აწევს ლიგის თასს ან საქართველოს ნაკრებს არ გაიყვანს მსოფლიოზე. თუ ვინმესთვის კალაძე მხოლოდ ის ორი ავტოგოლია ან ქალაქის მერე, პირდაპირ ვიტყვი რო ფეხბურთის აზრზე არ არის და ვურჩევ არც უყუროს.
kalas fani
26 აპრილი 2019 12:10
13
სამწუხაროდ ძალიან ბევრს ჰგონია რომ ფეხბურთის აზრზეა,იმიტომ რომ ეზოში ერთხელ ბურთს დაარტყა ნასოკი და 1 თვე „ფეხბურთში“ იარა :-) ამიტომ არც უნდა გაბრაზდეს ის ადამიანი ვინც კარგად ერკვევა ფეხბურთში,დილეტანტებს და დემაგოგებს რა დალევს ამ ქვეყნად.განსაკუთრებით პოლიტიკურად მოტივირებული ფეხბურთის მცოდნეები გამოირჩევიან :-)
:-)
26 აპრილი 2019 14:33
7
ჯერ მაგას არ უნდა დაეკავშირებინა პოლიტიკისთვის თავი და ჩვენც არ ვიტყოდით არაფერს. აბა ისე როგორ?!
ილარიონი
26 აპრილი 2019 13:55
11
რა საინტერესო ხალხი ხართ ზოგიერთები(ამ ვითომ კაცის მეხოტბეებს ვგულისხმობ),საქართველოს სიყვარულზე დებთ თავებს და კალაძეს ადიდებთ?! ტიპმა სავსე სტადიონს,რამოდენიმე ათეულ ათას კაცს,ქართველ გულშემატკივარს დასცინა,ლაწანი გაადინა,პანღური ამოარტყა უსინდისოდ,დღეს კი საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნას ტანსაცმლის ჩვენების საშუალებად იყენებს მხოლოდ,საერთოდ არ აინტერესებს არავინ და არაფერი,თქვენ კი ტაშს უკრავთ....ეეეხ,რა უნდა გელაპარაკოთ?!
ძაანა გთხოვთ ნუ დაბლოკავთ
gio
26 აპრილი 2019 05:36
24
შენ ზრდილობიანად გეტყვი,რომ აზრზე არ ხარ ფეხბურთის.ნათამაშებიც არ გექნება.სულ არ მაინტერესებს კალაძე. არც მყავს ცოცხლად ნანახი და არც არასოდეს ვგულშემატკივრობდი და სხვა სტილის ფეხბურთი და ფეხბურთელები მომწონს,მაგრამ ვისაც ის სჯერავს რომ ფეხბურთელი ძალით გაიტანს საკუთარ კარში გოლს რომ თამაში გაყიდოს,იმას ერთხელაც არ აქვს ნამდვილი ფეხბურთი ნათამაშები და მოდებაში არ არის რას ნიშნავს ფეხბურთი.
:-)
26 აპრილი 2019 14:28
7
ალბათ კალამ კარგად იცის,რომ სკუდეტო მილანს 10 წელზე მეტია არ მოუგია..შესაბამისად მარტო მენტალიტეტი ვეღარაფერს ცვლის საქმე თუ არ გააკეთე..
თორნიკე
26 აპრილი 2019 00:18
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული