ადვოკატმა აღნიშნა, რომ ეს ფაქტი სხვა გარემოებებთან ერთად მხედველობაშია მისაღები და აქედან გამომდინარე, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მკაცრი აღკვეთის ღონისძიება არ უნდა შეეფარდოს.
ადვოკატმა იშუამდგომლა, რომ ვახტანგ ჯაყელს გირაო შეეფარდოს, მისი ოდენობა კი სასამართლომ განსაზღვროს.
თავის მხრივ, პროკურატურა ჯაყელისა და კიდევ სამი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.