როგორც რუსული გამოცემა championat.com-ი იტყობინება, ისინი დაუკავშირდნენ უეფას პრესსამსახურს იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ქართველი ფეხბურთელები, როგორც თავად თვლიან, მოედანზე "ანტირუსული" მაისურებით გამოვიდნენ.
როგორც გამოცემა წერს, მათ ასეთი პასუხი მიიღეს:
"იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მოქმედება განვითარდა შიდა ჩემპიონატში, სადისციპლინო ზომების გატარების უფლება მხოლოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამის ორგანოებს აქვთ. უეფას იურისდიქციაში მხოლოდ იმ საკითხთა განხილვა შედის, რომლებიც მისი ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე ხდება."
შესაბამისად, უეფამ რუსებს განუცხადა, რომ სადამსჯელო სანქციები მათ კომპეტენციაში არ შედის.
ქუთაისის "ტორპედო" იყო პირველი გუნდი, რომელიც მოედანზე