
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/
რუსულ სპორტულ პორტალზე championat.com გამოქვეყნდა ახალი ამბავი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე გუნდი მოედანზე ანტირუსული მაისურებით გამოვიდა.
სტატიას, ძირითადად ერთგვარი კომენტარები მოჰყვა. ქვევით რამდენიმე მათგანს მოვიტანთ:

"ქართველებმა სულ დაივიწყეს ისტორია. თავის დროზე დაჩოქილები გვევედრებოდნენ თურქებისგან დაცვას. მადლობას ვინ ამბობს, უბრალოდ აქით ნუღა გვიტევთ."
ზემო კომენტარის პასუხად: "ეს ერთხელ არ მომხდარა, ქართველ მეგობრებს ისტორიის სწავლა მართებთ. ალბათ, კიდევ ბევრჯერ გვთხოვენ დახმარებას."
მეორე პასუხი: "დაგვენებებინა უნდა თურქებისთვის ქართველების ნაწილებად ქცევა. 5 წლის შემდეგ გავყრიდით იქიდან თურქებს, ჩავასახლებდით რუსებს და არანაირი პრობლემა აღარ იქნებოდა"

"ღმერთო, ასეთი განცდა მაქვს, რომ თანამედროვე საქარველოში მხოლოდ 2 რამ გამოსდით: ხინკლის გაკეთება და რუსეთის გინება ყველა სიტუაციაში."
პასუხად: "ქართველები, უკრაინელები, ბალტიისპირებელი, ყველა ერთნაირია, ხელმოცარულები."

"მე ყველაზე მეტად ის მიჩუყებს გულს, რომ საქართველოში მიმდინარე ყველა აქციაზე ამერიკის დროშები ფრიალებს."
პასუხად: "თბილისის ცენტრში აშშ-სა და ნატოს დროშები ჰკიდია, ოკუპანტი, კი , რა თქმა უნდა რუსეთია, რამეთუ ისინი მათგან ღვინოსა, უძრავ ქონებას ყიდულობენ და დასასვენებლად ჩადიან"

ასევე, იყო "სპორტთან დაკავშირებული" კომენტარებიც. მაგალითად:
"ასეთ საქციელის გამო უეფამ სერიოზულად უნდა დასაჯოს ისინი"

"აი, უკვე წავიდა დაჭირხვნა. რამზანის არ იყოს, მათ საერთოდ დაავიწყდათ, რომ "გროზნოდან თბილისამდე 200 კილომეტრია."

"მოაგროვო უნდა ყველა(საუბარია, რუსეთის მოქალაქე ეთნიკურად ქართველებზე) ერთად და მეგობრულად გააუშა ისტორიულ სამშობლოში, მაგრამ არა, ჩვენ კეთილები ვართ და მათ სპეციალურ ფასდაკლებებს შევთავაზებთ ასეთი ქცევითვის. მსგავსი მოპყრობის შემდეგ გვასხდებიან თავზე".
