თსუ-მ ბრაგაში დასრულებულ ევროპის ფუტსალის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა.
დავით ბობოხიძის გაწვრთნილმა გუნდმა დასკვნით შეხვედრაში სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის გუნდი 2:0 დაამარცხა.
ანგარიში მე-9 წუთზე ნიკოლოზ კურტანიძემ გახსნა, 39-ე წუთზე კი მეორე გოლი ვახტანგ ჯვარაშვილმა გაიტანა.