"ჩიხურა" "აბერდინთან" განადგურდა და ევროპა ლიგის გათამაშებას გამოეთიშა

AutoSharing Option
პირველ აგვისტოს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "ჩიხურა" სტუმრად "აბერდინთან" 0:5 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

მატჩის დასაწყისში "ჩიხურამ" კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი კოსგროუის დარტყმული ბურთი რიკოშეტით ჰამზიჩის კარში გავიდა. მე-20 წუთზე  კოსგროუიმ დუბლი შეასრულა - მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში აწეულ ბურთს თავურით საჩხერელთა კარის ბადეში მიუჩინა ადგილი და ყველაფერი დასრულდა.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა კიდევ სამი გოლი გაიტანეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

აბერდინი."პიტორდი"
აბერდინი - ჩიხურა 5:0
გოლები: 1:0 კოსგროუი (9), 2:0 კოსგროუი (20), 3:0 ლი (58), 4:0 რაიტი
(64), 5:0 კოსგროუი (80)

აბერდინი: ლუისი, ლოგანი, ლი (კემპბელი 67), კონსაიდინი, მაქქენა, მაქკინი (რაიტი 62), ჰეიჯსი, კოსგროუი (ანდერსონი 82), ფერგიუსონი, გალაჰერი, ოჯო

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი (მარკოზაშვილი 52), მაისაშვილი, კორიფაძე, კაშია, მამასახლისი, ლექვთაძე, ერგემლიძე (ჩიხლაძე 72), დეკანოიძე (ფანცულაია 52), ჩიკვაიძე, სარდალიშვილი

მკითხველის კომენტარები / 15 /
raikot xalxo ram agackavckavat, lamisaa gatelot gundi pexkvech, caago xo mere ra vic ar caugia, barselona agebs xandaxan 4 da 5 burtis sxvaobit, erti sezoni chaagdo gundma, am chemadgenlobit pirvelive etapze ro ar gamovarda gundi madloba utxarit.
KUTAISELI
02 აგვისტო 2019 08:31
2
ოდალა !გამოგეხმაურე და შენს აზრსაც ვითვალისწინებ როცა ჩემსას ვამთხვევ მარტო იმისა გამო რომ გამართულად ,ჩემი და ნებისმიერის მიერ თავისი ნაფიქრალის ამომწურავად გადმომცემ, ჩემთვის უსაყვერლესი დედა ენის ანბანით წერ.უნებურად ვაკვირდები კომენტარების კითხვისას,ბოლო თვეებია, აბურჯგასნაირ, ჰიტგგს, ბაჩის და კიდევ ხუთიოდე რესპოდენტის ნაწერს, აზრებს, ვითომდა სწორედ წერენ ზოგჯერ, ჩემი გადმოსახედიდან ხედვით , დრო და დრო საღად აზროვებენ მაგრამ, გამოსჭვივის მათ მესიჯებში, რაღაც გულგრილობა, გამაღიზიანებელი გამწარების მცელობით, არასიყვარული ქართველთა ქვეყანისა, მათ მიერ ქართულადვე წერისას.ოდალა ვაჟკაცურად , თხოვნით მოგმართავ,თქვი: გიყვარს საქართველო და სამშობლოა? შენთვის ქვეყანა რომლის ენაზეც წერ.
მე მიყვარს საქარყველო
02 აგვისტო 2019 01:42
11
წააგეს, წააგეს, მიწის მიყრას მაინც დავანებოთ თავი, გვაჯობა აბერდინმა და რას ვიზავთ, ეს სოფლის გუნდი , სოფლის გუნდი კიდე რა ჩახვევააა??? მერე რა??!/მანჩესტერში თუ ვინმე ყოფილხართ? რა ხდება იქ იციით??? უფარჩაკესი ქალაქი !!!! მარა ფულით, ფეხბურთის სიყვარულით , გვერდში დგომით, მიიღეს ორი უძლიერესი გუნდი!!! ერთს დიდი ისტორიაა აქ, მეორე კი რა დონეზეა კი ხედავთ.. ხოდა ჩიხურას დამარხვით ვერ მოვიგებთ , ლანძღვას ჯობია რეალური მიზეზები დავწეროთ, მაგ:ჩიხურას არ ყავს პატრონი!!(ფულიანი)!
Vasili
02 აგვისტო 2019 10:24
2

სიახლეები პოპულარული