Geo Team: ბრიტანული კლუბი მზადაა ზაფხულში გიორგი ჩაკვეტაძე შეიძინოს

AutoSharing Option
Geo Team-ის ცნობით, "აბერდინი" მზადაა ზაფხულში გიორგი ჩაკვეტაძე შეიძინოს. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, შოტლანდიური გუნდი ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ლიდერობს და "გენტიდან" მისი კონტრაქტის გამოსყიდვა გადაწყვეტილი აქვთ. თავის მხრივ, ბელგიური კლუბი "ჩაკვეს" სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს ითხოვს.

"აბერდინი" შოტლანდიის პრემიერ ლიგაში 53 ქულით მე-3 ადგილს იკავებს და ამ ზაფხულს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე იჯარის წესით "სლოვანის" ღირსებას იცავს, 22 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში სლოვაკური გუნდის მაისურით 42 მატჩი გამართა, თავი კი 1 გატანილი გოლითა და 8 საგოლე პასით
გამოიჩინა.

altსად ითამაშებს ჩაკვეტაძე - თბილისის "დინამო", როგორც მოკლევადიანი გამოსავალი?!

მკითხველის კომენტარები / 40 /
გუშინ აბერდინზე იწერებოდა და ჩემი აზრით რაპიდი უკეთესი ვარიანტია, ავსტრიის ჩემპიონატიც უფრო მაღალი დონისაა ვიდრე შოტლანდია და მით უმეტეს სლოვაკეთი. ჩაკვეს ბევრი აქვს მომდევნო სეზონში დასამტკიცებელი, სლოვანში ნორმალური სეზონი ქონდა, სამწუხაროდ განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, მაგრამ არაუშავს სამაგიეროდ მოვიდა ჯანზეც და თამაშიც იგრნო, ამიტომ იმედი მაქვს შემდეგი სეზონი უკეთესიბექნება.
gionat
23:49 12-05-2023
0
ჩემი აზრით აბერდინში წასვლას სლოვანში დარჩენა ჯობია კიდევ ერთი სეზონი პირველ რიგში იმიტომ რომ სლოვანში უკვე ძირითადის ფეხბურთელია ადაპტაცია გუნდთან ერთად გავლილი აქვს მწვრთნელი ენდობა გუნდი ჩემპიონი ხდება და მომავალ წელს ლიგაზე ითამაშებს და დიდი შანსი აქვს რომ რომელიმე ევროტურნირზე შევიდეს ჯგუფში და გუნდის ერთ ერთი ლიდერია ჩაკვე დღეს ამ სლოვანში და აბერდინს რაც შეეხება არაფერი გუნდი აბერდინი არაა და შოტლანდის ჩემპიონატს ჩემპიონშიპი ჯობია ბევრად ეს რომ იყოს სელტიკი ან რეინჯერსი მაგ შემთხვევაში კიდევ დაფიქრდებოდი თან ძალიან უხეში ჩემპიონატია კლასიკური ბრიტანული ძალისმიერი ფეხბურთი სადაც სულ ტექნიკური თამაში ნაკლებად ჩაწოდებები მაღალი ბურთები და ბრძოლა ძალიან ძლიერი უნდა იყო ფიზიკურად და თან კლიმატია მანდ საშინელი მაგ ლიგაში წასვლას ჯობია სეგუნდაში ან დანიაში ან შვეცარიაში წავიდეს თუ მაინც და მაინც წასვლას ფიქრობს სლოვანიდან ჩემი აზრით კი პირიქით უნდა დარჩეს თუ ექნება ამის შანსი.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული