ესპანური პრესა ლევან შენგელიას დუბლის შემდეგ: "კადისი" ქართველს ელოდება

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/DINAMOTB/

ორი ესპანური გამოცემა თბილისის "დინამოსა" და "გაბალას" ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის შემდეგ ლევან შენგელიას შესახებ წერს და აცხადებს, რომ ქართველსა და "კადისს" შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს.

ანდალუსიური გამოცემა eldesmarque.com-ი აქვეყნებს სტატიას სათაურით - "დაელოდეთ შენგელიას".

ტექსტში ნათქვამია, რომ გარიგებამდე რამდენიმე კვირით მოცდა არის საჭირო. ესპანური გამოცემის მიხედვით, მოლაპარაკებები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა კონტრაქტის პირობები ჯერ შეთანხმებული არაა.

სანამ "კადისთან" ხელშეკრულებას გააფორმებს, შენგელიას კონტრაქტი თბილისის "დინამოსთან" 30 აგვისტომდე აქვს და ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში ორი
გოლიც გაიტანა.

184 სმ სიმაღლის შენგელია სწრაფი ფეხბურთელია და ფიზიკურად საკმაოდ კარგად არის მომზადებული. ის, როგორც წესი, მარჯვენა "ვინგერად" თამაშობს, თუმცა მეორე ფორვარდად და მარცხენა "ვინგერადაც" შეუძლია თამაში.

შენგელიას 30 აგვისტოს უმთავრდება ხელშეკრულება თბილისის "დინამოსთან", ანუ 3 დღით ადრე, სანამ ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება. შენგელია ის ფეხბურთელია, რომელსაც "კადისის" შეტევას ბევრი რამ შეუძლია შემატოს.

მეორე ადგილობრივი გამოცემა diariodecadiz.es-ი დაახლოებით მსგავსი შინაარსის ტექსტს აქვეყნებს სათაურით - "შენგელიას საკუთარი გუნდისთვის გააქვს, სანამ "კადისი" ელოდება".

გამოცემა წერს, რომ თბილისის "დინამო" შენგელიას არ უშვებს კლუბიდან, რადგან ის გუნდის ლიდერია და "დინამოს" ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე გასვლამ ქართველის ესპანეთში ჩასვლა გადადო. თან, "დინამოს" შემდეგ ეტაპზე "ფეიენოორდთან" ელის შეხვედრა. ამის პარალელურად, "კადისი" მოთმინებით ელოდება, თუ როდის დაუმთავრდება შენგელიას კონტრაქტი თავის ახლანდელ კლუბთან.

"კადისი" ესპანეთის სიძლიერით მეორე დივიზიონში (სეგუნდა) გამოდის, გასულ სეზონში 64 ქულით მეშვიდე ადგილი დაიკავა და ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფამდე 4 ქულა დააკლდა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ვფიქრობ არაფერი საჩქარო არ არის შენგელიას წასვლა მეორე ლიგის გუნდში.ლევანი ახლა კარგ ფორმაშია და ფეინოორდთანაც თუ თავი გამოიჩინა,მისი ფასიც გაიზრდება და უკეთესი გუნდებიც დაინტერესდებიან.მე პირადად ვარჩევდი დინამოსთან გაეგრძელებინა კონტრაქტი და ვთქვათ ზამთარში წასულიყო ევროპაში,მაშინ დინამოც იხეირებდა და გუნდსაც უფრო დამშვიდებით აირჩევდა.დინამოს ლიდერი აუცილებლად იმსახურებს მეორე ლიგის გუნდზე უკეთესს
სოსო
03 აგვისტო 2019 15:19
0
სამწუხარო ის არის, რომ დინამოც ერთწლიან გუნდს ემსგავსება და ყოველ წელს იცლება. ძლივს შედარებით ნორმალური დამრტყმელი გამოჩნდა და ლიდერი თავდასხმაში და უკვე უშვებენ. არაფერი ეშველება ასე ქარტულ ფეხბურთ და დინამოსაც. მერე, ეს კადისი, მეორე ლიგის გუნდი რაღაა. მართალია ესპანეთში ვალენსია და სევილია არ წაიყვანდა (კიდევ უფრო მოსამატებელი აქვს თამაშის გააზრებაში, შეტევაში ზუსტი პასების მიცემაში...), მაგრამ ან სელტაში ან ესპანიოლში მაინც რომ წასულიყო კიდევ არაფერს ვიტყოდით. ე. ი. დინამოს ლიდერის მაქსიმუმი სეგუნდა დივიზიონია!!! კიდევ ერთი! ასეთი უჭკუო კომენტატორები და ჟურნალისტები რომ გეყოლება რა ფეხბურთი განვიტარებაზეა საუბარი, ისეთი რიხით აცხადებდნენ, რომ შენგელია მეორე ლიგის კადისში მიდის აგერ რამდენიმე კვირაში, გეგონებოდა ესპანეთის რომელიმე გრანდი იწვევდა. როცა საკუთარზე არ ხარ ორიენტირებული, სხვის ბანკეტზე არავის ახატიხარ და ვინ მოიგებს რეალი, ბარსა თუ იუვე, შენ ვის დაკარგვიხარ?!
ანდრო
03 აგვისტო 2019 12:30
0
"" როცა საკუთარზე არ ხარ ორიენტირებული, სხვის ბანკეტზე არავის ახატიხარ და ვინ მოიგებს რეალი, ბარსა თუ იუვე, შენ ვის დაკარგვიხარ?!"" 100% -ით მართალი ხარ! ფულმა შეჭამა ადამიანი, დედა, სამშობლო, სინდისი, და საერტოდ ყველაფერი! ყველა სამ ქვიან "დამკას" თამაშობს, არავინ ჭადრაკს 3-4 სვლით წინ გახედვა არავის უნდა!
aburjga
03 აგვისტო 2019 13:52
0
შენგელია ჰოლანდიის ჩემპიონატში კარგად გამოჩნდება, ფიზიკის მომატება უნდა. ვიქნები ოპტიმისტი - არ არის დრღევანდელი ფეინოოდი დაუძლეველი ბარიერი. ძველი გუნდიც კარგად მახსოვს და ის შეხვედრაც. სამწუხაროდ, არც დინამოა მაშინდელივით ევროპის გრანდი, თუმცა აშკარად უმატებს. წარმატებები დინამოს!
მერაბი
02 აგვისტო 2019 21:24
4
ფეინორდი კაია მარა, მე ვფიქრობ მიუწვდომელი, რაც შეეხება შენგელიას, მაგრები ჭედა მარა, ნურც იმას დაივიწყებთ, რომ დაცვა ალვის ხესავით იდგა, ეგია დაცვა? მაგათ მეშვიდეკლასელებიც აჯობებდნენ...
კ ო მ ბ ლ ე
02 აგვისტო 2019 20:26
6
ეს ვინგერი, კიპერი და ქამბექი რომ წეროთ, არ შეიძლება?
ქართული ენა
02 აგვისტო 2019 16:31
0
ნამეტნავად სცემენ პატივს მშობლიურ ენას.
სოსო
02 აგვისტო 2019 21:12
0
მართლა კაცო? მე კი მეგონა რო რობენიც დინამოში თამაშობდა....მე რობენის კლასს კია შევადარე.კარგად გადაიკითხე აბა ერთხელ კიდევ.რო დაუკვირდე რობენის ერთფეროვნად თამაშობდა-გაიგდებდა ბურთს მარცხნივ,კიდევ მარცხნივ და არტყავდა...ყველამ იცოდა რო ასე ითამაშებდა მაგრამ ვერაფერს უხერხებდნენთქო...ხოდა ლევანიც თუ ასე ერთფეროვნად და წარმატებულად ითამაშებსთქო საწინააღმდეგო არაფერი მაქთქოოოოო...
ლ.გიო
02 აგვისტო 2019 15:32
2
რა კადისი დარჩი დინამოში. საერთოდ აღარ ვუშემატკივრებ დინამოს თუ ასე გაუშვა კარგი ფეღბურთელები
ირაკლი
02 აგვისტო 2019 14:41
6
რობენის კლასს და შენგელიას ადარებთ ერთმანეთს? 23 წლის რობენი უკვე მადრიდის რეალის ფეხბურთელი იყო.

ლამაზი იყო შენგელიას გოლები გუშინ, მაგრამ მაგის გარდა რამდენი წუნი ჰქონდა, რამდენჯერ ბურთი ვერ გააჩერა, ხან გადაწყვეტილება ვერ მიიღო და ა.შ. ამასაც უყურებენ სკაუტები. გაბალასთან რისი საშუალებაც ჰქონდა და რამდენჯერ. მაგდენის უფლებას მაღალი კლასის გუნდები არ მისცემენ.
Modric
02 აგვისტო 2019 14:15
9
ის მეორე გოლი ძაან ლამაზი კი გამოვიდა, მაგრამ მცველები რას აკეთებდნენ არ მესმის..
Vakhtang Lobzhanidze
02 აგვისტო 2019 15:53
0
23 წლის რობენი მადრიდის რეალის ფეხბურთელი იმიტომ იყო, რომ ჰოლანდიაში დაიბადა და ჰოლანდიის ჩემპიონატში აიდგა ფეხი (გრონინგენი, პსვ)! დამეთანხმები ალბათ, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატს სკაუტები გაცილებით უფრო ყურადღებით ადევნებენ თვალს ვიდრე საქართველოს ჩემპიონატს, რომელიც სანამ 10 გუნდიანზე არ გადავედით საერთოდ მოსახსენიებელიც არ იყო. ახლა იწყება შენგელიას ხანა, თუ ფეინოორდთან თავს გამოიჩენს ყველა ნახავთ რა მოხდება! მერე აუცილებელია ნაკრებშიც გაიბრწყინოს! დიდი საგულშემატკივრო სტაჟი მაქვს. დაახლოებით 55 წელი. დაიმახსოვრეთ ჩემი ნათქვამი. ნახეთ ამ ბიჭმა რა ქნას.70% მასზეა დამოკიდებული 30% ფორტუნაზე! რაც შეეხება შეცდომებს, ბურთი ვერ გააჩერა და ა.შ. ყველა ბურთის უზადოდ დამუშავება და ყველა დრიბლინგის, დარტყმის წარმატებით შესრულება, რომ შესაძლებელი იყოს, ფეხბურთი აღარ იარსებებდა ან დაფიქსირდებოდა ხელბურთის ანგარიშები 32:30 და ...!!! )))
aburjga
02 აგვისტო 2019 15:49
2
თუ ასე ვიმსჯელებთ რობენიც ეგრე შვრება-გაიგდებს მარცხნივ და ურტყავს ცაციათი,ბავშვმაც იცის უკვე,მაგრამ კაცი დაბერდა და ვერაფერი მოუხერხეს მის ამ ფინტს.ასე რო სულაც არ ვარ წინააღმდეგი თუ კი ლევანიც ასე წარმატებულად გამოიყენებს თავის ამ საფირმო ფინტს.ბრაზილიელი რონალდოც რო ასრულებდა თავის ფინტს,ბურთზე ფეხების გადატარებას,ყველა მცველმა იცოდა რომელი ფეხით დაარტყავდა ბოლოს,მაგრამ მაინც ვერაფერს უხერხებდნენ.
რაც შეეხება ლევანს: აშკარაა თავი ამოწურა აქ,აშკარაა რო წინ ნაბიჯია საჭირო მის კარიერაში და დანარჩენი თითონ გადაწყვიტოს.ისე ძალიან ბევრია იღბალზე დამოკიდებული-ისეთები მინახია მაგარი ტრანსფერი გაუჩარხიათ რო რამდენიც გინდათ.ეტყობა რო კაციც არ ყავს ლევანს,თორე დიდი ხანია ნაკრებში უნდა იყოს.სადაც არველაძეს ეძახიან რატო ლევანი არ უნდა იყოს...ხოდა ამიტომაც ვართ ზოგადად იქ სადაც ვართ.დიდი მადლობა ლევანს გუშინდელისთვის და ყველაფრისთვის.წარმატებები მას ესპანეთში!!?
ლ.გიო
02 აგვისტო 2019 13:54
2
აუცილებლად დაუძახებენ ნაკრებში, აუცილებლად! მხოლოდ ახლა ფეინოორდთან თამაშია ძალზე მნიშვნელოვანი! ერთია გაბალას ფეხბურთის უცოდინარ ფეხბურთელებთან თავის გამოჩენა, სულ სხვა რამე იქნება თუ ფეინორდთანაც გაიბრწყინებს!!! ისე მონაცემებით, აზროვნებით, დარტყმით, დრიბლინგით უძლიერესია! პასიც თუ ამ დონეზე აქვს მესი ყოფილა!
aburjga
02 აგვისტო 2019 14:08
4
ბევრი მოკითხვა ფიფიას ახლობლებს.
emigranti
02 აგვისტო 2019 13:52
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული