სანიოლმა განაცხადა, რომ უკრაინასთან უფრო აგრესიულად უნდა ითამაშონ

AutoSharing Option
ერთა ლიგის მეხუთე ტურში, უკრინასთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა.

მისი თქმით, შეტევაში უფრო ხშირად თამაშის სურვილი აქვთ, მაგრამ მეტოქე ძლიერი გუნდია, ამის შესაძლებლობა მუდმივად არ ექნებათ, ოქტომბერთან შედარებით მეტად აგრესიულად მოქმედება მართებთ, მცველებიდან გოგლიჩიძე ტრავმირებულია, დვალი დისკვალიფიცირებული, ამიტომ ცვლილებები იქნება და ამის შესახებ ხვალ გამოაცხადებს.

ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მომავალში თაობათა ცვლას უნდა ველოდოთ, ამ პროცესს ამხანაგური მატჩების სიმცირე აფერხებს, ორი დარჩენილი შეხვედრის მოგებით პირველ ადგილზე გავლენ, თუმცა მთავარი კარგი თამაშია.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მე მჯერავს, რომ ვილი მოიგებს ამ ორთავე თამაშს!
მწვრთნელი
17:37 15-11-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული