4 აგვისტოს, ჰოლანდიის ჩემპიონატის პირველ ტურში, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მეტოქემ, "ფეიენოორდმა" საკუთარ მოედანზე თანაქალაქელ "სპარტასთან" ფრეს (2:2) ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მიაღწია, რომელიც ნიდერლანდური ფეხბურთის გრანდებს ნამდვილად არ მიეკუთვნება.
მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ანგარიში კი შესვენების შემდეგ სტუმრებმა გახსნეს. ამის შემდეგ "ფეიენოორდის" მწვრთნელმა იაპ სტამმა შეცვლები განახორციელა, მოედანზე "სუონსიდან" გადაყვანილი ნარსინგი და ახლახან მწყობრში ჩამდგარი ლარსონი შეუშვა, შეტევები გააძლიერა და ბერგჰუისმა საპასუხო გოლი გაიტანა. თუმცა, მალე მეორე გოლი მიიღო საკუთარ კარში.
როდესაც ყველას ეგონა, "ფეიენოორდი" დამარცხდებოდა, ლარსონმა მეტოქის კარი დალაშქრა და თავის გუნდს ქულა მოუპოვა.
ისიც აღსანიშნავია, რომ "ფეიენოორდმა" საკონტროლო მატჩები არადამაჯერებლად ჩაატარა.
"დინამოსა" და "ფეიენოორდის" პირველი შეხვედრა როტერდამში 8 აგვისტოს გაიმართება, საპასუხო კი - ერთი კვირის შემდეგ თბილისში.
როტერდამი. "დე კუიპი". 41 000 მაყურებელი
ფეიენოორდი - სპარტა 2:2
გოლები: 0:1 რაიჰი (49), 1:1 ბერგჰუისი (66), 1:2 ვედვიკი (74), ლარსონი (90+5)
ფეიენოორდი: ვერმეერი, ვან დერ ჰეიდენი, ბოტეგინი (ბანისი 88), ჰეპსი, ჯასტინი, ფერი, კოკჩუ, ბურგერი, ბერგჰუისი, ვენტე (ნარსინგი 64), სინისტერა (ლარსონი 62)