ფეიენოორდი VS დინამო (თბ) - განმეორდება ისტორიული შედეგი?!

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge

8 აგვისტოს თბილისის "დინამოს" ურთულესი გამოცდა ელის - ქართული კლუბი ჰოლანდიაში "ფეიენოორდს" დაუპირისპირდება.

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასასვლელად "დინამოს" დიდი ძალისხმევა არ დასჭირვებია, ჩისკოს შეგირდებმა ჯერ ანდორული "ენგორდანი" დაამარცხეს (6:0, 1:0), შემდეგ კი აზერბაიჯანულ "გაბალას" სძლიეს (2:0, 3:0).

თბილისური კლუბი ჰოლანდიაში სრული შემადგენლობით გაემგზავრა. ლევან შენგელიას მცირე დაზიანება ჰქონდა, თუმცა ის მატჩისთვის 100 პროცენტით მზად არის. პირველ მატჩში ტრავმა მიიღო და შეცვალეს მარჯვენა მცველი ნოდარ იაშვილიც. უცნობია, ჩაერთვება თუ არა ის თამაშში სტარტიდანვე.

"დინამოს" შემადგენლობაში ცვლილებები არ არის,
თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით "ფეიენოორდის" შესახებ.

მატჩამდე ორი დღით ადრე ჰოლანდიურმა კლუბმა ორ გარიგებაში მიიღო მონაწილეობა: "რომადან" საკუთარი აღზრდილი რიკ კარსდორპი იჯარით დაიბრუნა, ცენტრალური მცველი სენტ ჯასტი კი "მაინცში" 10 მილიონად გაუშვა.

კარსდორპი მარჯვენა მცველია და გასულ სეზონში სერია A-ს 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მანამდე "ფეიენოორდმა" "სუონსიდან" ორი მოთამაშე დაიმატა - მარჯვენა შემტევი ლუსიანო ნარსინი და ნახევარმცველი ლეროი ფერი.

ლაიამ კელი
(ნახევარმცველი) და ნიკ მარსმენი (მეკარე) კი "რედინგიდან" და "უტრეხტიდან" მოვიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ერედივიზიონის პირველ ტურში "სპარტას" წინააღმდეგ ფერიმ სრული მატჩი ჩაატარა, ნარსინი კი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. მარსმენი და კელი კი სათადარიგოთა შორის იყვნენ.

"სპარტასთან" "ფეიენოორდს" როტერდამული დერბი ჰქონდა და მატჩის გადარჩენა ბოლო წუთებზეღა მოახერხა - 2:2.

თბილისის "დინამო" კი ეროვნულ ლიგაში თანაქალაქელ "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 6:0 დაამარცხა. მატჩის გმირი 20 წლის ნახევარმცველი ნიკა ნინუა გახდა, რომელმაც 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

აქამდე გუნდები ოფიციალურად ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს - 1981 წელს თბილისის "დინამო" "ფეიენოორდს" თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალურ ეტაპზე შეხვდა. სახლში დინამოელებმა 3:0 მოიგეს, ხოლო გასვლაზე მსაჯების აშკარა შეცდომის გამო 0:2 წააგეს. საერთო ჯამში კი ფინალში გავიდნენ, სადაც "კარლცაისს" შეხვდნენ და 2:1 მოუგეს.

რა თქმა უნდა ყველას სურს, რომ დღევანდელი დაპირისპირებაც, როგორც ადრე მოხდა, ქართველების გამარჯვებით დასრულდეს, თუმცა ამჟამად სიტუაცია ბევრად განსხვავებულია. ამის მიუხედავად მოგების შანსი არსებობს, რადგან ამისთვის კლუბს გააჩნია სურვილი, ჟინი და გამარჯვებისკენს სწრაფვა.

სტადიონი

"ფეიენოორდს" შესანიშნავი და ისტორიული არენა აქვს - "დე კუიპზე" არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი გამართულა. "დე კუიპმა" 2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლა, სადაც საფრანგეთმა იტალიას 2:1 სძლია.

Sportall.Ge

2002 წელს კი უეფას თასს "ფეიენოორდი" ამავე სტადიონზე დაეუფლა, "დორტმუნდი" 3:2 დაამარცხა.

"დე კუიპი" 51 117 ადამიანს იტევს. ჰოლანდიური კლუბი ამ არენაზე 2022 წლამდე ითამაშებს, მანამ, სანამ მისი ახალი სტადიონი აშენდება.

გარდა საფეხბურთო ისტორიისა, ეს სტადიონი მუსიკალური კონცერტებითაც ცნობილია. მხოლოდ იმის აღნიშვნაც საკმარისია, რომ მაიკლ ჯექსონს აქ 5 კონცერტი აქვს გამართული.

არბიტრი

შეხვედრას უკრაინელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი მსაჯი 42 წლის სერგი ბოიკოა, მას დახმარებას კი ანდრი სკრიპკა და სემიონ შლონჩაკი გაუწევენ. მეოთხე არბიტრი ვიტალი რომანოვი იქნება.

Sportall.Ge

ბოიკო საკმაოდ მაღალი დონის არბიტრია. მას ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპსა და ერთა ლიგის მატჩებში უმსაჯია.

ფაქტები
  • "ფეიენოორდში" ისტორიის განმავლობაში ერთადერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. გიორგი დემეტრაძე ჰოლანდიურ კლუბს 1997 წელს სწორედ თბილისის "დინამოდან" შეუერთდა.
  • კლუბის ახალწვეულის, ლუსიანო ნარსინის ძმამ, ფარჯელ ნარსინიმ რამდენიმე დღის წინ "არარატ-არმენიას" რიგებში "საბურთალოს" წინააღმდეგ ითამაშა.
  • "დინამოს" 5 შეხვედრაა საკუთარ კარში გოლი არ მიუღია და ამ ხნის განმავლობაში თბილისელებმა მეტოქის კარი 18-ჯერ აიღეს.

8 აგვისტო. "დე კუიპი"
ფეიენოორდი-დინამო (თბ)
სავარაუდო შემადგენლობა:
დინამო (4-3-3): პერალესი, რუხაია, კობოური, მონხილი, ქიმაძე, ნინუა, კუხიანიძე, პაპავა, ქავთარაძე, დაფე, კუტალია.

altგავიხსენოთ 1981 წლის დაპირისპირება - "დინამო" - "ფეიენოორდი" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 25 /
დინამო დღეს აუცილებლად გაიტანს გოლს!
messi 10
08 აგვისტო 2019 14:31
1
"დინამო" და "ფეიონოორდი" ერთხელ ამხანაგურ მატჩშიც შეხვდნენ ერთმანეთს თბილისში. აღარ მახსოვს, 1961 წელი იყო თუ 1962. ეს ის თამაშია, სერგო კოტრიკაძე რომ დაიმტვრა და ჰოლანდიელების ექიმი თავქუდმოგლეჯილი გამოიქცა მისთვის დახმარების აღმოსაჩენად.
თემო
08 აგვისტო 2019 14:13
0
ევროპაში დღეს სხვა დონის ფეხბურთს თამაშობენ 90 წუთს რივოკში დარბიან, ხალხნო დაეშვით ღრუბლებიდან 90 წუთი კიარა 15 წუთს ვერ უძლებენ ჩვენი ფეხბურთელები პრესინგს და ვისთან მოგებაზე ოცნებობთ. ერთად ერთი ტოტალიზატორი თუ გვიშველის..
zmo
08 აგვისტო 2019 14:04
3
დღეს მხოლოდ გამართლება თუ გვიშველის. სხვა შანსი არ გვაქვს. მიუხედავად ამისა თუ ბიჭები ბოლომდე დაიხარჯებიან და ლამაზ ფეხბურთს ითამაშებენ მადლობას დაიმსახურებენ. თანაც ამ თამაშს ბევრი სკაუტი დაესწრება. შანსია თავისი მაქსიმუმი წარმოაჩინონ, რომ უფრო კარგ ჩემპიონატში მოხვდნენ
დინამო
08 აგვისტო 2019 13:50
1
რამ დაგაშინათ ხალხნი, ფეხბურთია, თამაშია. ჟურნალისტიან გულშემატკივრიან კომენტატორიან ფეხბურთელიანად, მოგებების დრო დადგა. არაა ეს თუნდაც 3 წლის წინანდელი ქართული მენტალიტეტი და ფეხბურთი. იცვლება ყველაფერი უკეთესობისკენ ამ სფეროში და შეუწყვეტ ხელი. მე მგონია რომ დღეს გავბრდღვნით ფეიენოორდს თუ ფეხბურთელევს არ დაემართათ ცნობილი სენი ქართული ფეხბურტის - თუ არ გაუკვირდათ რომ იგებენ
გადასარევი გიორგი
08 აგვისტო 2019 13:45
1
სულ ერთიდაიგივე. ჯერ იყო და ლატვია-ყაზახეთის მოგების მერე, ნაკრებს შვეიცარიასთან მოგებას ვთხოვდით და კი ვიცით რითაც დამთავრდა, მერე სუსტ და უფანტაზიო ირლანდიასთანაც დავმარცხდით. ახლაა და ანდორულ-აზერული კლუბების დამარცხების ფონზე, ფეიენოორდის დამარცხებას ვითხოვთ. ტრენჩინის მაგალითები ხდება ათასში ერთხელ და ისე წამოარტყამთ მაგ ტრენჩინს თავში, ვითომ დღევანდელი დინამო, საშუალო ევროპული დონის გუნდი იყოს. 81-ში რა მოხდა, ეგ 38 წლის მერე, არანაირად აღარაა აქტუალური.
1234
08 აგვისტო 2019 13:27
5
ჩემმა დამ ნახა სიზმარში დინამოს მოგება 2-1ზე ვნახოთ თუ ასრულდება.
გია
08 აგვისტო 2019 13:03
1
ცნობისათვის: ჩემი დაც ჩემნაირი გადარეულია ფეხბურთზე.
გია
08 აგვისტო 2019 13:31
0
მე ვფიქრობ, უშანსოდ არ ვართ, მთავარია ფსიქოლოგიური განწყობა და ბოლომდე თავდადება. თუ ფსიქოლოგიურად მზად ვერ შეხვდა გუნდი, შეიძლება 5:0 წააგონ. დღეს გამოჩნდება, რამდენად ძლიერი მეკარე ყავს გუნდს, ასევე საინტერესოა ცენტრ.მცველების ხილვა, ფაქტია რომ მათზე ძალიან დიდი დაწოლა წავა და მათი თამაში დღევანდელი შედეგის ერთ-ერთი ძირითადი განმაპირობებელი იქნება.
სხვა რაკურსი
08 აგვისტო 2019 12:41
0
ჩვენი ჩემპიპნატი დონე რა თქმა უნდა ძალიან დაბალია ჯერ კიდევ. მაგრამ შარშან ამავე ეტაპზე ტრენჩინამ გაანადგურა ფეინორდი 4-0 და არაფრით გამორჩეულმა ტრენჩინამ თუ შეძლო, რატომ დინამომ არ უნდა შეძლოს ამ ეტაპის გავლა? დიდი მონდომება და ძალისხმევა გვინდა. ისეთი გოლები როგორიც ნინუამ გაიტანა ლოკოსთან ყველა გუნდთან შეიძლება გატანა, შენგელიასაც მშვენიერი დარტყმები აქვს. მოკლედ მთლად უიმედოდ არ ვართ.წარმატება დინამოს.
Geo_Dinamo
08 აგვისტო 2019 12:31
1
აზრი ისაა, რომ ბარსა არ წააგებს 2 თამაშში ტრენჩინას ნაირ გუნდთან. ფეინორდმა კიდევაც შეიძლება წააგოს))
Geo _Dinamo
08 აგვისტო 2019 13:29
1
ოღონდ ეგ არა რა. რადგან ტრენჩინმა მოიგო ამიტომ შენც მოიგებ-გრამაფონში წერია. მთავარია დამშვიდნენ და სწორი ფეხბურთი ითამაშონ დაცვაში და შუაში. თავდასხმაში ნაკლები ეგოისტობა, თავი აწიონ და ერთმანეთს პატივი სცენ. მთავრია გუნდის მოგება და არა გოლს ვინ გაიტანს.
onopre
08 აგვისტო 2019 12:58
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული