იაპ სტამი: "ფეიენოორდში" სატრანსფერო ცირკია - საქართველოში მითამაშია, "დინამო" კარგი გუნდია

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე "ფეიენოორდის" მწვრთნელმა იაპ სტამმა განაცხადა, რომ კარგი წინათგრძნობა აქვს.

მისი თქმით, ფეხბურთელები დაუღალავად ვარჯიშობენ, მცველმა ერიკ ბოტეგინმა ტრავმა მოირჩინა და მწყობრში ჩადგა, თავდამსხმელი დილან ვენტე კი ისევ ლაზარეთშია, ხოლო რაც შეეხება მეტოქეს, მისი მოთამაშეები ფიზიკურად კარგად არიან მომზადებულნი,  ინდივიდუალიზმით გამოირჩევიან და საერთოდ, "დინამო" კარგი გუნდია.

თუმცა ამის შემდეგ სტამი "ტელეგრაფს" პრობლემებზე გაესაუბრა:

"სატრანსფერო ფანჯარა გვიან დავიწყეთ, ეს ცირკს დაემსგავსა. ეს კლუბის შიდა საქმეა და ყველაფერზე ლაპარაკი არ მსურს".

გამოცემა
წერს, რომ ერთ-ერთი სწრაფი მცველი ჯერი სენტ იუსტი შესაძლოა, "მაინცმა" 10 მილიონ ევროდ შეიძინოს. ამ ფულით როტერდამელები შემადგენლობის გაძლიერებას აპირებენ - უნდათ იჯარით დაიმატონ ჯორჯ ჯონსტონი ("ლივერპული" - უკვე დაიმატა), რიკ კარსდორპი ("რომა") და რიკი ვან ვოლფსვინკელი ("ბაზელი"), რომლის ტრანსფერს რამდენიმე დღეში განახორციელებენ.

სტამმა კლუბთან კონტრაქტს ხელი მხოლოდ სატრანსფერო დაპირებების შემდეგ მოაწერა, მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაციაა და ეს აკვირვებს.

- როგორ ფიქრობთ, ხვალ "დინამოსთან" საბრძოლველად ძალები გეყოფათ?
- დიახ, თუმცა ვითარება მკვეთრად არ შეცვლილა. როდესაც ასისტენტებთან ერთად გუნდი ჩავიბარე, ვიცოდი, ახალგაზრდებთან მომიწევდა მუშაობა, მაგრამ მათ პროგრესისთვის გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ვარჯიში და თამაში სჭირდებათ.

- კარენდორპი დღეს ჩამოდის და ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს...
- ტრანსფერი ჯერ არ განხორციელებულა. ეს დროულად უნდა მოგვარებულიყო. "დინამოსთან" კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაგვეხმარება. სხვა ტრანსფერებზეც ვმუშაობთ. არ ვიცი.

- მოკლედ, აქ ყველაფერია, გარდა იდეალური ვითარებისა. როგორ ინარჩუნებთ პოზიტიურ განწყობას?
- ევროტურნირის ამ გათამაშებაზე მართლაც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ბიჭების მონდომებას ვხედავ. მეკარე კენეტ ვერმეერმა ახლახან თქვა, რომ გამარჯვებისთვის თავს არ დაზოგავენ.

- კლუბმა საჭირო დახმარება არ გაგიწიათ?
- ვნახეთ "დინამოს" თამაში. ინდივიდუალურად ყველანი ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, ფიზიკურადაც ძლიერები. პსვ-ის შემადგენლობაში საქართველოში მითამაშია და მათ ფეხბურთს ვიცნობ.

altმიაღწიეთ შედეგს - თქვენ ეს შეგიძლიათ! - "ფეიენოორდი" სულაც არაა უნაკლო გუნდი

altჰოლანდიური გამოცემა: "დინამო" "ფეიენოორდის" სტადიონზე სისხლის დასაღვრელად მზადაა

altისტორიული მეტოქე ნაკრების ფეხბურთელებით - რას წარმოადგენს თანამედროვე "ფეიენოორდი"

alt"დინამოსთან" მატჩის წინ "ფეიენოორდმა" "სპარტასთან" ფრეს 95-ე წუთზე მიაღწია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
არადა შვილი საქართველოს ნაკრების წევრი ყავდა და ერთხელაც არ ჩამოყოლია საგულშემატკივროდ?
Dato
02:35 08-08-2019
0
ბარემ მესი და რონალდო დაიმატეთ ))დინამო თბილისი ეთამაშებიან ესენი თუ მადრიდის რეალს? ფულია ფეხბურთი და მეტი არაფერი ,ვისაც ფული აქვს იგებს ვისაც არა ტურნირზე ვერ გახვალ საერთოდ.
paladin
20:25 07-08-2019
0

სიახლეები პოპულარული