გავიხსენოთ 1981 წლის დაპირისპირება - "დინამო" - "ფეიენოორდი" [VIDEO]

AutoSharing Option
1981 წელს, თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში თბილისის "დინამომ" როტერდამის "ფეიენოორდი" ორი მატჩის ჯამში 3:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

პირველი შეხვედრა თბილისში, 8 აპრილს გაიმართა. აღნიშნული თამაში "დინამომ" 3:0 მოიგო. მატჩში ანგარიში თენგიზ სულაქველიძემ 23-ე წუთზე გახსნა. 7 წუთში დინამოელებმა მეორე გოლიც გაიტანეს, გოლი ვლადიმერ გუცაევის ანგარიშზეა. მეორე ტაიმის დასაწყისში, შეხვედრის 51-ე წუთზე თენგიზ სულაქველიძემ დუბლი შეასრულა და თამაშის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

1981 წელი, 8 აპრილი. თბილისი, ლენინის სახელობის "დინამოს" სტადიონი
თბილისის "დინამო" - როტერდამის "ფეიენოორდი" 3:0
გოლები: სულაქველიძე 1:0,
3:0(23, 51), გუცაევი (30)

"დინამო": ოთარ გაბელია, გიორგი თავაძე, ზაურ სვანაძე, თენგიზ სულაქველიძე (ნოდარ ხიზანიშვილი, 61), თამაზ კოსტავა, შოთა ხინჩაგაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, რამაზ შენგელია (ვაჟა ჟვანია, 65), დავით ყიფიანი, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი
მთ. მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი

"ფეიენოორდი": იოოპ ჰეილე, ბენ ვაინსტეკერსი, სიააკ ტროოსტი (სტენლი ბრარი, 17), ანდრე სტაფლეუ, ივან ნიელსენი, იან ვან დეინსენი, პეტურ პეტურსონი (კარლო დე ლეუვი, 50), რენე ნოტენი, რიჩარდ ბუდინგი, პიერ ვერმიულენი, კარელ ბოუვენსი
მთ. მწვრთნელი: ვაცლავ ჟეჟეკი

ვიდეო: GiviFilms Studio Sport

მეორე შეხვედრაში მოვლენები სხვა სცენარით განვითარდა. მატჩის დასაწყისში "დინამოს" გოლი გაუუქმეს და რამაზ შენგელიაზე არარსებული თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირეს. თუმცა ამ მატჩში "დინამოს" კიდევ 2 გოლი არ ჩაუთვალეს და დიდი ალბათობით, თამაშგარე მდგომარეობა არცერთ შემთხვევაში არ იყო. პირველსა და მესამე შემთხვევაში ჩანს, რომ არაა, მეორე არჩათვლილი გოლისას კამერა ცუდად იღებს და გადაცემის მომენტისას ახლო კადრია მხოლოდ.

ასევე, რამაზ შენგელიაზე პენალტიც არ დანიშნეს, თუმცა "დინამომ" მაინც მოახერხა შემდეგ ეტაპზე გასვლა. ანგარიში კი კარელ ბოუენსმა გახსნა 43-ე წუთზე, ისარგებლა რა ოთარ გაბელიას შეცდომით. შესვენების შემდეგ როტერდამელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. 56-ე წუთზე თავი რენე ნოტენმა გამოიჩინა. ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა და "ფეიენოორდმა" 2:0 მოიგო.

1981 წელი. 22 აპრილი. როტერდამი, დე კუიპი
როტერდამის "ფეიენოორდი" - თბილისის "დინამო" 2:0
გოლები: კარელ ბოუერსი 1:0 (43), რენე ნოტენი 2:0 (56)

"ფეიენოორდი": ტონ ვან ენგელენი, ივან ნიელსენი (პეტურ პეტურსონი, 81), სტენლი ბრარი, ბენ ვაინსტეიკერსი, ვიმ ვან ტილი, იან ვან დეინსენი, რენე ნოტენი, რიჩარდ ბუდინგი (კარლო დე ლეუვი, 67), იან პეტერსი, კარელ ბოუერსი, პიერ ვერმიულენი

"დინამო": ოთარ გაბელია, ზაურ სვანაძე (ნუკრი კაკილაშვილი, 75), გიორგი თავაძე, თენგიზ სულაქველიძე, თამაზ კოსტავა, შოთა ხინჩაგაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, რამაზ შენგელია, დავით ყიფიანი, ვიტალი დარასელია, ვლადიმერ გუცაევი

ვიდეო: GiviFilms Studio Sport

ახლა, 8 აგვისტოს ახალი დაპირისპირების პირველი შეხვედრა როტერდამში გაიმართება.

მომავალი დაპირისპირება, ალბათ, გაცილებით უფრო უთანასწორო იქნება, ვიდრე 38 წლის წინ იყო. თუმცა, ვნახოთ, იქნებ "დინამომ" მოახერხოს არც ისე კარგ ფორმაში მყოფი "ფეიენოორდის" მეორედ დამარცხება.

მკითხველის კომენტარები / 28 /
შეხედეთ პირველივე გოლს, შენგელიას გატანილს.

ყიფიანის ზღაპრული პასი, ყიფიანს ფეხს რომ ბურთი სცილდება, შენგელიას მიღმა ორი ჰოლანდიელი ფეხბურთელია ანუ არავითარი ოფსაიდი და ამ გოლს არ თვლის მსაჯი.

SimarTle
04:39 14-05-2020
0
ხალხო! წარსულის გახსენება კარგია, მაგრამ ნუ დავკარგავთ რეალობის გრძნობას და ნუ შევქმნით წინასამატჩოდ ისეთ განწყობას, რომ ამით პირველ რიგში ფეხბურთელებს გავუწიოთ დათვური სამსახური
გიორგი
12:00 03-08-2019
4

სიახლეები პოპულარული